ყველას ! ყველას ! ყველას !
ჩვენი მაღაზია პარასკევს, 20 მაისს იხსნება და გეპატიჟებით საღამოს 7 საათზე

ამ ონლაინ-კონკურსის გამარჯვებულიც იქ გაირკვევა

აი, ოფიციალური პრესრელიზი:
წიგნის ახალი მაღაზია თბილისში
გამომცემლობა "დიოგენე" წარმოგიდგენთ წიგნის მაღაზიას
"დიოგენე"

2011 წლის 20 მაისს, პარასკევს, 19:00სთ-ზე გიწვევთ მაღაზიის გახსნაზე
(მის: ა. აფაქიძის 9, სპორტის სასახლის გვერდით, "მორკინალის" მხარეს)
წიგნის მაღაზიის გახსნა ყოველთვის მნიშვნელოვანი კულტურული სიახლეა ნებისმიერ ქალაქში. მით უმეტეს ისეთი მაღაზიისა, რომელსაც ორიგინალური კონცეფცია და დიზაინი აქვს.
მაღაზია "დიოგენე" იქნება მწერალთა და მკითხველთა შეხვედრის ადგილი, გაიმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები, ფილმებისა და სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენება, ლიტერატურული თამაშობები, წარმოგიდგენთ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამოცემებს. შესაძლებელი იქნება უნიკალური წიგნების შეძენაც.
მაღაზიის კლიენტებს გადაეცემათ სპეციალური დაგროვების ბარათი, მოეწყობა ფასდაკლების აქციები: "ერთი წიგნის დღე", "დიოგენეს" ტრადიციული აქცია "მწვანე შაბათი და სხვ. მომხმარებელს შევთავაზებთ ორიგინალურ აქსესუარებს, სუვენირებსა და ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც წიგნთან იქნება დაკავშირებული. იმოქმედებს სპეციალური პროგრამები ბავშვებისა და უფროსებისთვის. წიგნის მოყვარულებს გპირდებით კვალიფიციურ მომსახურებას, უფასო ინტერნეტს, გემრიელ ჩაის და ყავას, და ყველა პირობას იმისათვის, რომ "დიოგენეში" პირველად მოხვედრისთანავე ჩვენთან სამუდამოდ დამეგობრების სურვილი გაგიჩნდეთ

წიგნის მაღაზია "დიოგენე" იმუშავებს ყოველდღე 10:00სთ-დან 20:00სთ-მდე და პარასკევს 10:00სთ-დან 23:00 სთ-მდე.