აბა, ერთი მითხარი ეს რამდენია? – თქვა ექიმმა და
ხუთი თითი მომიტანა ცხვირთან.
– შვიდი! – ვთქვი მე და რაც შეიძლებოდა სულელურად გავიღიმე.
– მართალია! – თქვა ექიმმა.
ილარიონს გაკვირვებისაგან სათვალე ჩამოუვარდა, ბებიამ კი უკან
დაიწია, ექიმმა თვალის ქუთუთოები ჩამომქაჩა, მერე ზევით ამიქაჩა,
ჩამხედა შიგ, თავი სინანულით გადაიქნია და იკითხა:
– ახლობლებს და ნათესავებს თუ გცნობთ?
– გაჭირვებით, – თქვა ილარიონმა.
– კარგი, ეს კაცი ვინ არის? – მკითხა ექიმმა და ილიკოზე
მიმითითა.
– ეს კაცი არ არის, ეს მხეცია, – ვთქვი მე და უფრო სულელური
გამომეტყველება მივიღე, ვიდრე ილიკო მოელოდა.
– ზურიკო, ბიჭო, ვერ მიცანი? ილიკო ვარ, შენი ილიკო ბიძია! –
შემომევედრა ილიკო.
უარის ნიშნად თავი გავიქნიე და თვალები დავაელამე. ბებიამ
ქვედა ტუჩზე იკბინა და ლოყა ჩამოიხოკა.
– რით მკურნალობთ ავადმყოფს? – იკითხა ექიმმა.
– არყით ვუზილავთ საფეთქლებს, შვილო, – თქვა ბებიამ.
– მომიტანე აქ ის არაყი. – ბებია გაცუნცულდა და არაყი მოიტანა.
– ერთი ის ჩაის ჭიქა მომაწოდეთ. – მიართვეს ჩაის ჭიქა. ექიმმა
პირამდე აავსო და დაიწყო: – ამ ბავშვის მდგომარეობა ძალიან
სერიოზულია, ადვილი შესაძლებელია, დილამდე ვერ გააწიოს, ახლავე
უნდა წავიყვანოთ საავადმყოფოში და სასწრაფოდ ოპერაცია გავუკეთოთ.
– რისი, ექიმო? – წამოვხტი ლოგინიდან.
– თავის ქალა უნდა აგხადოთ!
– ცოცხალი თავით არ გაგატან! – იკივლა ბებიამ. – თავის ქალა
ახადო, რავა, კვახი ხომ არ არის? რა სჭირს საოპერაციო კეტივით
ბაღანას. ღმერთო კი მომკალი. ადექი, ბიჭო, ზედ, შენ მაგას მართლა
ავად ხომ არ ჰგონიხარ, ავად კი არა, კერკეტა ნიგოზივითაა, ენაცვალოს
ბებია!
--------------------------------------------------------------------------------------
– მერი!
– რა, ზურიკო? – საფეთქლებზე მოვკიდე ხელი, ჩემსკენ მოვიზიდე
და ჩემი სახე მის თმებში დავმალე. მერი ტიროდა. ვტიროდი მეც.
ირიბად თოვდა. იყო ქარი და იყო მთვარე, მზეც იყო, სიყვარულიც,
ცრემლიც და ბევრი, ბევრი თოვლი. ილიკოსათვის რომ მეკითხა, თუ
ქარი იყო, თოვლი იყო და ქვეყანა ინგრეოდა, შენ რა გიხაროდა, შე
უპატრონოო. ყველაფერი იყო, ქვეყანაც ინგრეოდა და მე მიხაროდა.
იმ ღამით ბებიას რომ შევეშვი, სახლში მაინც არ შევიდოდი. ირიბად
თოვდა. იყო ქარი, იყო მთვარეც, მზეც იყო და სიყვარულიც და ბევრი,
ბევრი თოვლი.
------------------------------------------------------------------------------------
ჩემი მძიმე ავადმყოფობის კვირის თავზე ილარიონი ჩამოვიდა
ჩვენს ეზოში, მსხლის ძირში წამოწვა, პაპიროსი გააბოლა და, სხვათა
შორის, მკითხა:
– რა ქენი, სულძაღლიანო, ოპერაცია გადაიტანე?
– შენ და ილიკოს რა გენაღვლებათ, მე კინაღამ დავიღუპე!
– რა დაგღუპავდა, ბიჭო. აგხდიდა ის კაცი თავის ქალას, ჩაიხედავდა
და დახურავდა იმავე წუთში, მე შენ გეტყვი, დაკაპიწებული სამუშაო
დახვდებოდა შიგ.
– არც შენ და ილიკოს გჟონავთ ყურებიდან ტვინ
----------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, ილიკო ჩიგოგიძე მანახე ისე გაგუდული, რომ სულს ვერ
იბრუნებდეს და ახლომახლოს ჩემს მეტი კაცი არ იყოს მშველელი.
– რა მოხდა, ილარიონ ბიძია?
– პილპილია თუთუნში გარეული!
– შეგვეწიოს, აბა, ოთხი სახარება და ილიკოს გაუწყრეს ღმერთი.
-------------------------------------------------------------------------------------------

დავლიე და ილარიონის ცხვირზე მომინდა კოცნა. – ჩემო
ილარიონ ბიძია, შენ გენაცვალე მე, შენისთანა კაცი ერთი არ დადის
ქვეყანაზე, მე ძალიან მიყვარხარ, შენ დიდი ცხვირი გაქვს და კეთილი
გული, შენ რომ არ იყო ამ ქვეყანაზე, სულ არ მოვალ ამ ქვეყანას, შენ
რომ არ მეგულებოდე. შენი ჭირიმე, ილარიონ ბიძია, უნდა გაკოცო, –
და ვაკოცე ჩემს ილარიონს ცხვირზე.
– აბა, მე თუ მკითხავ, ზურიკელა ბიძია, შენისთანა ბაღანა სულ
არ გაჩენილა დუნიაზე. მართალია, შენზე უფროსი ვარ ოცდაათი წლით,
მაგრამ მე რომ შენხელა ვიყავი, მაშინ ხომ ვიყავი შენხელა? ჰოდა,
ოცდაათი წლის შემდეგ შენც ხომ გახდები ჩემხელა? ესე იგი, ჩვენს
შორის რა განსხვავებაა? არაფერი. რა მნიშვნელობა აქვს ვის მეტი
ბალანი და ბურდღა აქვს თავზე, არაფერი. ჩვენ მეგობრები ვართ.
შეგვეწიოს ცხრა სახარება.
------------------------------------------------------------------------------------------

– მე მაქვს ერთი შეკითხვა, თუ შეიძლება!
– აბა ჰე, ტრიფონ, თქვი!
– თქვენ როგორ გსურთ, პატივცემულო შალიკო, ახალი კანტორა
აგიშენოთ სახლის წინ, თუ ძველს კრამიტი გამოვუცვალოთ? ცოტა
შელახულია სახურავი
-----------------------------------------------------------------------------------
– როდის იგრძენი პირველად ტვინში ლექსის საამო ღიტინი? –
მკითხა ილარიონმა.

----------------------------------------------
მე არ ვეთანხმები შექსპირს იქ, სადაც
ის ამბობს: „არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!..“ ამით ვამთავრებ,
ნახვამდის!
This post has been edited by Ania on 9 Feb 2012, 20:06
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..
მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge