Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(18)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ნოდარ დუმბაძე ☼
, ☼ nodardumbadze.ge
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kranci
ჯგუფი: Members
kranci
ჯგუფი: Members
წერილები: 3584
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11
#26323681
· 6 Jul 2011, 10:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"... ხალხი მოდიოდა მოყვრობის, მირონის, გვარებისა და უბნების მიხედვით დაწყობილი. ყველა ჰგუფს წინ ბურბუშელას გვირგვინიანი ორი ბავშვი და ერთი თმაგაშლილი დედაკაცი მოუძღოდა. შუკა, ეზო და აივანი მოტირალი ხალხით აივსო. ყაყანებდნენ, კამათობდნენ, მსჯელობდნენ. აქა-იქ თავშეკავებული სიცილიც ისმოდა. უცებ ეზო შეტორტმანდა, ჯერ ჩოჩქოლი ატყდა, მერე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა და ხალხი ორად გაიყო. ფართოდ გაღებულ ჭიშკარში ხოზიკით გაწეპილი, წითელ ალიზა ტალახში ამოსვრილი, გაბანჯგვლული, დაქანცული, ყურებჩამოყრილი და თავჩაქინდრული ძაღლი შემოვიდა. გვერდზე გაუხედავად გაიარა ორად გაყოფილი ხალხი, აივანზე ამოვიდა, დიდი ოთახი, რომელშიც ბაბუა ესვენა, გადაჭრა, ბაბუას საწოლ ოთახში შევიდა და ცარიელ საწოლს დახედა, მერე ზალაში გამოვიდა. ტახტზე დასვენებულ კუბოს მიადგა. უკანა ფეხებზე შედგა, წინა თათები ტახტს დააბჯინა, კისერი წაიგრძელა და ბაბუას დახედა. ლამაზი, სპეტაკი, მშვიდი და სათნო იწვა ბაბუა თავის სასახლეში. ძაღლმა ერთ ხანს უყურა ბაბუას, მერე მოტრიალდა, წამოვიდა და ჩემს ფეხებში დაწვა გატრუნული.
- დიდება შენდა, უფალო! - აღმოხდა ვიღაცას ჩემს უკან, მე თავი ვეღარ შევიკავე, სახეზე ხელები ავიფარე და ხმამაღლა ავტირდი."
This post has been edited by
kranci
on 6 Jul 2011, 10:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xatatula
Lemona's girl
ჯგუფი: Members
xatatula
Lemona's girl
ჯგუფი: Members
წერილები: 6568
წევრი No.: 44207
რეგისტრ.: 17-October 07
#26324029
· 6 Jul 2011, 10:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kranci
QUOTE
http://www.radio1.ge/RadioTheatre.aspx?Cat=3&View=8
ამ დადგმას ყოველ საღამოს ვუსმენ....რაც უნდა ცუდად ვიყო, მშველის :)
ბავშვობას მახსენებს და იმ ბედნიერებას, მაშინ რომ განვიცდიდი....როგორ მახსოვს დენი არ იყო ხოლმე, არც იმდენი საშუალება გვქონდა რომ ალტერნატიული დენის წყარო გვქონოდა, ტკბილეული და ლამაზ-ლამაზი რაღაცეები სულ მენატრებოდა, ზამთარში უზარმაზარ ჭიქით ჩაის ვსვამდი და ლამპის შუქზე ვკითხულობდი, ერთიდაიგივეს ათჯერ, ოცჯერ....მერე აღარც უშუქობა მახსოვდა და აღარც არაფერი, ისეთი ბედნიერი ვიყავი ხოლმე.
მე ხატია მქვია, დედამ ნოდარ დუმბაძის სიყვარულის გამო დამარქვა ასე, მამას სოსო ჰქვია და ყველაზე ძალიან "მე ვხედავ მზეს" მიყვარდა მაშინ.
მაშინდელი წიგნი ისეთი გაცვეთილია, ვეღარ ვშლი, მეშინია სულ არ დამეხიოს.
შარშან ბოტანიკურში წავედით მე და ჩემი მეგობარი, წავიღეთ "მზიანი ღამე" და მთელი დღე ვკითხულობდით ხმამაღლა,
Ania
შენ მოგკარი თვალი მერე, ბოტანიკურში იყავი, ვიცოდი რომ დუმბაძე გიყვარს და რაღაცნაირად ის დღე ასე დაემთხვა, ვკითხულობდი და სადღაც შენც დაგინახე, დუმბაძისეული სამყარო შეიქმნა :)
•სიმღერა სიკვდილის წინ
ეს რა არის? ეხლა ვუსმინე და დამბურძგლა.
This post has been edited by
xatatula
on 6 Jul 2011, 10:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14856
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04
#26330465
· 6 Jul 2011, 17:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xatatula
QUOTE
შენ მოგკარი თვალი მერე, ბოტანიკურში იყავი, ვიცოდი რომ დუმბაძე გიყვარს და რაღაცნაირად ის დღე ასე დაემთხვა, ვკითხულობდი და სადღაც შენც დაგინახე, დუმბაძისეული სამყარო შეიქმნა
მე მახსოვს ეგ დღე, ბოტანიკურში სეირნობისას გოგო და ბიჭი დავინახე, ხელში დუმბაძე ეჭირათ და რა აღფრთოვანებული ვეუბნებოდი მეგობარს არ იცი, თუ ერთ-ერთი მათგანი შენ იყავი ეგ დღე ძალიან კარგად მახსოვს. :)
kranci
„მზის ჩასვლას სამი თითის დადება აკლდა. მერე მზე ოდნავ შეეხო ზღვას და შორეული ჰორიზონტიდან ნაპირამდე ოქროს მოციმციმე ბილიკი გაწვა. მინდოდა, წამოვმხტარიყავი, გამერბინა ამ ბილიკზე, მერბინა ჩქარა, ჩქარა, მიმესწრო და ვიდრე ჩავიდოდა, ხელით შევხებოდი მზეს. ისე მომინდა, ისე, რომ ფეხზევ წამოვდექი. გურამი იჯდა დაფიქრებული და მზეს გასცქეროდა. მზე უკვე შუამდე იყო ჩასული ზღვაში, ბილიკი დავიწროვდა, გამუქდა, შეიკრა და ახლა ბაგირივით იყო გაჭიმული ნაპირიდან მზემდე. გურამი უცებ წამოხტა და გიჟივით გაიქცა ბულვარისაკენ. მე გაოცებულმა გავაყოლე თვალი. იგი გარბოდა დიდი ნაბიჯებით, ქვიშაში ეფლობოდა, ეცემოდა, დგებოდა, ისევ გარბოდა და ასე გავარდა პლაჟიდან. მერე უცებ ისევ მოვარდა გიჟივით, ნაპირთან მიირბინა და მზის ბილიკთან უზარმაზარი ლურჯი გორტენზია დადო. მერე მომიბრუნდა და ჩემს გვერდით დაჯდა აქოშინებული.
- მზეს ყვავილი მივართვი! - მითხრა მან და ბედნიერი ღიმილით გამიღიმა. მე არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ თავი დავუქნიე და გავუღიმე. თან შემშურდა, დიდი შურით, ნამდვილი შურით, რომ ეს მე ვერ მოვიფიქრე. მზეს წვერიღა უჩანდა და სხვივი ახლა ცის დასალიერიდან გამოწვდილ ოქროს ხელს ჰგავდა, რომლის მტევანზე უზარმაზარი ლურჯი გორტენზია ესვენა. მზე ჩავიდა. ბინდში გაქრა ბილიკი და ყვავილიც.
- ნახე, გურამ, მზემ ყვავილი წაიღო! - ვუთხარი მე. გურამმა ისევ გაიღიმა. მზემ წაიღო ყვავილი."
ამ დღეს სულ პირველად დავინაღე მზეში ჩამავალი მზე და ეს სერია რა თქმა უნდა დუმბაძეს ეძღვნება.
(IMG:
http://a.pix.ge/y/srk2a.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xatatula
Lemona's girl
ჯგუფი: Members
xatatula
Lemona's girl
ჯგუფი: Members
წერილები: 6568
წევრი No.: 44207
რეგისტრ.: 17-October 07
#26330490
· 6 Jul 2011, 17:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ania
ხო ეგ ვიყავი :) ადგილიც კი მახსოვს სადაც შეგხვდი....კვიპაროსების ხეივნიდან გამოდიოდი, ჩვენ შევდიოდით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14856
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04
#26330513
· 6 Jul 2011, 17:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xatatula
QUOTE
.კვიპაროსების ხეივნიდან გამოდიოდი, ჩვენ შევდიოდით.
მახსოვს! :))) :2kiss: მაშინ ძალიან გამიხარდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
irusha
მაშასადამე
ჯგუფი: Members
irusha
მაშასადამე
ჯგუფი: Members
წერილები: 9142
წევრი No.: 84820
რეგისტრ.: 17-February 09
#26342566
· 7 Jul 2011, 12:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავდუმდები:
ბეთჰოვენია...
ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით,
მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს,
და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის,
მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს....
ეს არ ვიცოდი... ))
თბილია დუმბაძე..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kranci
ჯგუფი: Members
kranci
ჯგუფი: Members
წერილები: 3584
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11
#26353328
· 7 Jul 2011, 22:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი გალკტიონი
"...ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი.
- გამარჯობა, ძამიკო, - მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. (ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი)
- გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?- ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- წამოდი, ძამიკო, ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
- ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო,
გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად . . ."
"პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში..."
ამონარიდები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14856
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04
#26354061
· 7 Jul 2011, 23:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kranci
QUOTE
"პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში..."
გაიხარე.....
QUOTE
- ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო,
:)
* * *
“მერე საკუთარ კალთაში ჩარგო თავი და გულამოსკვნილი ტირილი დაიწყო. ბაჩანა არც აწყნარებდა, არც ამშვიდებდა. იჯდა და ელოდებოდა, როდის იჯერებდა თამარა გულს ტირილით და როდესაც შეატყო, რომ თამარა აღარ ჩერდებოდა, დაიწყო:
- ტირილი კარგია, მე როდესაც რამე მტკივა ან რამე მეწყინება და გული გამიქვავდება, ტყეში გავრბივარ ნადირივით, დავწვები ხის ძირში და ვტირი ხმამაღლა, მთელი დღე ვტირი, ვიდრე ცრემლი არ გამითავდება და გული არ გამილღვება... მერე კარგად ვარ... შენც იტირე გული გაგილღვება, არ შეიძლება, რომ არ გაგილღვეს.. სხვანაირად მოკვდება კაცი... შენ არაფერი არ უნდა გეწყინოს, უსაშველოდ ლამაზი ხარ, გოგო, და რა ხალხის ბრალია... ერთმანეთის ჯიბრზე დაჭამა სოფელში კაცებმა ერთმანეთი... ძაღლებმა იციან ასე.. სამი თვეა თვალი არ მომიხუჭავს... ნამეტანი ლამაზი ხარ, გოგო, და ნამეტანი ალერსიანი თვალები გაქვს, რამ გაგაჩინა ასეთი... ვინც გიყურებს, ყველას გონია, მე მიცინის და მეალერსება, სხვაზე უფროო...”
(IMG:
http://a.pix.ge/z/n7v9f.jpg
)
This post has been edited by
Ania
on 7 Jul 2011, 23:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14856
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04
#26379026
· 9 Jul 2011, 15:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
http://www.radio1.ge/AudioView.aspx?ID=3011
14 ივლისი ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა.
ჩანაწერში მოისმენთ გია მურღულიას, ტარიელ ჭანტურიას, ჯანსუღ ჩარკვიანისა და გურამ ოდიშარიას მოგონებებს. ამავე გადაცემაში გამოყენებულია ფრაგმენტები ნოდარ დუმბაძის პირადი აუდიო არქივიდან, ,,პიკის საათის" არქივიდან და ლევან მაჭარაშვილის ფილმიდან ,,მე, ბაბუა, ილიკო და ილარიონი."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kranci
ჯგუფი: Members
kranci
ჯგუფი: Members
წერილები: 3584
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11
#26380859
· 9 Jul 2011, 17:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"ზღვა ძალიან მიყვარს, მაგრამ შორს არასდროს არ მივდივარ სხვასთან ერთად. შორს მივდივარ მხოლოდ მარტო... ხანდახან ისე შორს, რომ ნაპირს ვერ ვხედავ. მე მაშინ ძალიან მეშინია ზღვის, იმიტომ, რომ ზღვა არის უზარმაზარი მილიონჯერ, მილიარდჯერ, უსასრულობამდე ჩემზე დიდი და შეიძლება ისე დამკარგოს, ისე ჩამნთქას, ისე გამთქვიფოს თავის დინჯ, მძიმე ზმორებაში, რომ ვერც შეიტყოს, ვერც მიხვდეს და ვერც იგრძნოს... თან არ მეშინია იმიტომ, რომ ზღვას საოცრად რბილი სხეული აქვს და ზღვა საოცრად თბილია. თუ შეგიშვა ზღვამ, იგი არასოდეს არ დაგახრჩობს. ზღვამ არ იცის ღალატი. მაგრამ ზღვას არ უყვარს, როდესაც მისი არ ეშინიათ. იგი თვითონ გაფრთხილებს, გეუბნება, გთხოვს, ღრიალებს, ქვეყანას ანგრევს, სახლისოდენა ტალღებით გაწვება ხმელეთისკენ, ხელს გკრავს, არ მოხვიდეო და თუ შებედე, ზღვას არ უყვარს, როდესაც მისი არ ეშინიათ. ზღვას ზღვასავით დიდი გული და თავმოყვარეობა აქვს, ზღვა ცოცხალია და, როდესაც ზღვა ლაპარაკობს, ზღვას უნდა უსმინო..."
QUOTE
http://www.radio1.ge/AudioView.aspx?ID=3011
:) კარგია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14856
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04
#26389358
· 10 Jul 2011, 03:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kranci
ყოჩაღ :) ეგრე გააგრძელე ) ეხლა არ მაქვს აქ წიგნები, მერე დავდებ რამეს..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kranci
ჯგუფი: Members
kranci
ჯგუფი: Members
წერილები: 3584
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11
#26394118
· 10 Jul 2011, 15:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"უნივერსიტეტი შორიდან უზარმაზარ სკას ჰგავს. მის კართან განუწყვეტლივ ბზუიან ფუტკრები, მუშა და ზარმაცი ფუტკრები, ისინი განუწყვეტელ ნაკადად შედიან და გამოდიან, შედიან და გამოდიან მოჩუქურთმებულ კარში. ზუსტად ისევე, როგორც სკაში, კართან დგანან მკლავზე წითელლენტიანი დარაჯები, ისინი გულმოდგინედ უსინჯავენ უნივერსიტეტში შემავალ სტუდენტებს საბუთებს. ვისაც აქვს საბუთი, უშვებენ სკაში, ვისაც არა, უკან აბრუნებენ ზარმაცი ფუტკრებივით. არის ერთი აურზაური და ორომტრიალი. დღე და ღამე, დღე და ღამე. ლექტორებს, ისე, როგორც დედა ფუტკრებს, უფრო მოწიწებით ეპყრობიან; დარაჯები მათ გამოჩენაზე თავს მიწაზე ხრიან, ლექტორები თავის მხრივ ასევე მოწიწებით იხდიან ქუდებს და, როგორც სალოცავ ტაძარში, ისე თავშიშველი და წელში მოხრილნი შედიან მათთვის ფართოდ გაღებულ კარში. საოცრად ჰგავს უნივერსიტეტი სკას თავისი ფიჭასავით ჩაწყობილი ბიბლიოთეკებით, აუდიტორიებით, მერხებითა და კათედრებით, კართან მდგარი დარაჯებითა და მოფუსფუსე სტუდენტებით. ჰგავს კი არა, უნივერსიტეტი, ალბათ, მართლაც სკაა, უზარმაზარი დევების სკა, დევების კი არა, ღმერთების, თაფლით გატენილი სკა და რა ბედნიერებაა, როდესაც იცი, რომ შენც ამ სკაში ცხოვრობ, როგორც ღმერთის სამსახურში მყოფი პატარა ფუტკარი."
მომენატრა უნივერსიტეტი
Ania
:)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
Ania
"ქალბატონი ანიკო"
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14856
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04
#26402825
· 11 Jul 2011, 01:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kranci
:)
-სულიწმიდა ერთია ქვეყანაზე!
-აკი სამიო?
-ვინ სამი?
-მამა,ძე და სულიწმიდა!
-ეგ სამივე ერთია!
-როგორ შეიძლება სამივე ერთი იყოს?
-მზეს ხომ ხედავ, მზეც სამებაა-დისკო, შარავანდედი და ნათელი.აი, როგორც ესენია განუყოფელი და წარმოუდგენელია
მათი ცალ-ცალკე ყოფნა,ასე წარმოუდგენელია ცალ-ცალკე
სამებაც.
....
-არ დაგვწვა ამ უპატრონომ!
-მზეზე ამბობ მაგას? ახლავე პირჯვარი გადაისახე და თქვი:
ღმერთო შეგცოდეო! მზეს არ ეკადრება ეგ, მზე ხატია მზიანი ღამისა.
-მზიანი ღამე რაღა ოხრობაა?
-ღმერთო შეუნდე ცოდვილს, რამეთუ ბრიყვია, უმეცარი და არ
ესმის რას ლაპარაკობს.
-მაინც რა არის მზიანი ღამე?
-ღ მ ე რ თ ი!
-თან მზე და თან ღამე?
-ჰო და იმდენად ნათელი, რომ უკუნი ღამეა ადამიანის
თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე.
-ახედე მზეს?-უბრძანა უცებ მღვდელმა მილიციელს,
-გაუსწორე თვალი!
-ვერ ვუსწორებ მამაო!
-უყურე, უყურე დიდხანს.
-რა ფერია?
-სპილენძის ფერი!
-კიდევ უყურე!
მილიციელს მოეჩვენა თითქოს მზე ჩამოეღვენთა თვალებში და
უნებურად ხელი აიფარა თვალებზე, აიფარა და განცვიფრდა
-გაშავდა მამაო-თქვა მან ათრთოლებული ხმით-მ ზ ე გაშავდა!
-მღვდელი შებრუნდა და მანქანისაკენ წავიდა.......
(მზიანი ღამე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xatushka
ხატია
ჯგუფი: Registered
xatushka
ხატია
ჯგუფი: Registered
წერილები: 1184
წევრი No.: 95168
რეგისტრ.: 5-July 09
#26407864
· 11 Jul 2011, 13:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xatatula
QUOTE
მე ხატია მქვია, დედამ ნოდარ დუმბაძის სიყვარულის გამო დამარქვა ასე, მამას სოსო ჰქვია და ყველაზე ძალიან "მე ვხედავ მზეს" მიყვარდა მაშინ.
:)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
drozera
Crazy Member
ჯგუფი: Members
drozera
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2896
წევრი No.: 124254
რეგისტრ.: 29-November 10
#26407941
· 11 Jul 2011, 13:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიყვარს, ძალიან მიყვარს, უბრალოდ კი არ მომწონს - მიყვააააააააააააარს! გულში :love: :love: :love:
QUOTE
ბავშვობას მახსენებს და იმ ბედნიერებას, მაშინ რომ განვიცდიდი....როგორ მახსოვს დენი არ იყო ხოლმე, არც იმდენი საშუალება გვქონდა რომ ალტერნატიული დენის წყარო გვქონოდა, ტკბილეული და ლამაზ-ლამაზი რაღაცეები სულ მენატრებოდა, ზამთარში უზარმაზარ ჭიქით ჩაის ვსვამდი და ლამპის შუქზე ვკითხულობდი, ერთიდაიგივეს ათჯერ, ოცჯერ....მერე აღარც უშუქობა მახსოვდა და აღარც არაფერი, ისეთი ბედნიერი ვიყავი ხოლმე.
ძალიან ნაცნობია :) ლამპის სუნი დღესაც მახსოვს და რბილ სავარძელში სხვანაირად კომფორტულად მოკალათება, დედა ამბობდა, მარტო შენ ჯდები ასეო, რაღაც სხვანაირად :)
ზაფხული ჯერ დუმბაძის მერამდენიღაცაჯერ გადაკითხვით იწყებოდა და მერე სხვა ლიტერატურით გრძელდებოდა :)
მე ის მოთხრობა მიყვარს ძალიან "ზუსტად 8 საათზე"
გახსოვთ?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(18)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0282 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.