99 არ წავა 50-ის ნაცვლად? ჩემი სია შევადგინე, აქამდე რაც უფრო ძალიან მომეწონა და ახლა მეასეს ავარჩევ რა უნდა წავიკითხო კიდევ...
ისე, ჯობია ანოტაციებით ვწერდეთ, რა მოგვეწონა თითოეულში...
მაგალითად, აზიმოვში მომეწონა სიმსუბუქე, რითაც წერს ფანტასტიკას. ასე გგონია, მართლა მომხდარ ამბებს უსმენ. აზრები ლოგიკური და დაწყობილია. სიუჟეტი აქტუალურია _ კაცობრიობა რობო-ერაში შედის. დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მეტად დააფასებენ, პოსტჰუმურად, ანუ. რობოტიკის სამი კანონი გენიალურია. მშვენივრად აღწერს პერსონაჟებს, მისი ქალი-სპეციალისტი რობოფსიქოლოგი, სიუზენ კელვინი ახლაც ცოცხლად წარმომიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ არ არის კლასიკური ჟანრი და უბრალო ფანტასტიკაა, მაინც ნამდვილად ღირს 1 წაკითხვად და რამდენიმე გადაკითხვად )))
ასეთი ანოტაციები მიეხმარებოდა მათ, ვინც არჩევს წასაკითხად, შემდეგი რა უნდა
ოკ, წავიდა სია... ანბანით არის დაწყობილი, არა მნიშვნელობით...
1. აზიმოვი, აიზეკ _ „მე, რობოტი“
2. აკუტაგავა, რიუნოსკე _ „ნოველები“ („უსიერ ტყეში“, მაგალითად)
3. ამირეჯიბი, ჭაბუა _ „დათა თუთაშხია“
4. ანდერსენი, ჰანს კრისტიან _ ზღაპრები
5. არაბული ზღაპრები _ „1001 ღამე“
6. ბალზაკი, ონორე _ „მამა გორიო“, „შაგრენის ტყავი“
7. ბარათაშვილი, ნიკოლოზ _ „ბედი ქართლისა“, ლექსები
8. ბარი, ჯეიმს მეთიუ _ „პიტერი და ვენდი“
9. ბორხესი, ხორხე ლუის _ "ენიგმათა სარკე"
10. ბრედბერი, რეი _ „მოთხრობები“, „453 ფარენჰაიტით“
11. ბრონტე, შარლოტა _ „ჯეინ ეარი“
12. ბულგაკოვი, მიხეილ _ „ოსტატი და მარგარიტა“, „ძაღლის გული“
13. გაბრიაძე, რევაზ _ „უცხო ჩიტი ანუ შერეკილები“
14. გამსახურდია, კონსტანტინე _ „მთვარის მოტაცება“, „დიდოსტატის მარჯვენა“
15. გიუნთექინი, რეშათ ნური _ „მგალობელი ნარჩიტა“
16. გოთუა, ლევან _ „გმირთა ვარამი“
17. გოლზუორთი _ „პირველი და უკანასკნელი“
18. დე მოპასანი, გი _ „ლამაზი მეგობარი“ (ასევე მოთხრობების კრებული)
19. დე სენტ-ეგზიუპერი _ „პატარა უფლისწული“
20. დე სერვანტეს საავედრა, მიგელ _ „დონ კიხოტი“
21. დეფო, დანიელ _ „რობინზონ კრუზო“
22. დიკენსი, ჩარლზ _ „დევიდ კოპერფილდი“
23. დიუმა, ალექსანდრე _ „სამი მუშკეტერი“
24. დოსტოევსკი, თევდორე მიხეილის ძე _ “დანაშაული და სასჯელი”, “ძმები კარამაზოვები”, "დანაშაული და სასჯელი", "იდიოტი"
25. დოჩანაშვილი, გურამ _ „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა“ და ბევრი სხვა მოთხრობა
26. დუმბაძე, ნოდარი _ „მარადისობის კანონი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
27. ევრიპიდე _ „ბაკხი ქალები“, „მედეა“
28. ესქილე _ „ტრაგედიები“
29. ვერნი, ჟიულ“80000 კილომეტრი წყალქვეშ”
30. ვოინიჩი, ეტელ ლილიან _ „კრაზანა“
31. ვოლტერი _ „ზადიგი ანუ ბაბილონის პრინცესა“, „კანდიდი ანუ ბედისწერა“
32. ზოლა, ემილ _ „ქალთა ბედნიერება“
33. თეკერეი, უილიამ _ „ამაოების ბაზარი“
34. ი გასეტი, ხორხე ორტეგა "მასების ამბოხი"
35. ილფი, ილია და პეტროვი, ევგენი „12 სკამი“ , „ოქროს ხბო“
36. კამიუ, ალბერტ _ „უცხო“, „შავი ჭირი“
37. კეროლი, ლიუის _ „ალისას თავგადასავალი სასწაულების ქვეყანაში“
38. კიზი, კენ _ „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“
39. კიპლინგი, რადიარდ _ „ჯუნგლების წიგნი“
40. კონან-დოილი, არტურ _ „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“, „თეთრი რაზმი“
41. კრონინი, არჩიბალდ ჯოზეფ _ „ციტადელი“
42. ლემი, სტანისლავ _ „სოლარისი“
43. ლერმონტოვი, მიხაილ იურის ძე _ „ჩვენი დროის გმირი“
44. ლინდგრენი, ასტრიდ_ „სახურავის ბინადარი კარლსონი“, „პეპი გრძელიწინდა“
45. ლონდონი, ჯეკ _ „მოთხრობები“, „ზღვის მგელი“, „მარტინ იდენი“
46. მანი, თომას _ „სიკვდილი ვენეციაში“, „ბუდენბროკები“
47. მარკესი, გაბრიელ გარსია _ „მარტოობის ასი წელიწადი“, „ათი დღე ზვიგენების პირისპირ“
48. მელვილი, ჰერმან _ „მობი დიკი“
49. მერიმე, პროსპერ _ „შარლ მეცხრის მეფობის ქრონიკა“, „კოლომბა“, „კარმენი“ და მრავალი სხვა მოთხრობა
50. მიტჩელი, მარგარეტ _ „ქარწაღებულნი“
51. ორუელი, ჯორჯ _ „ცხოველების ფერმა“, „1984“
52. ოსტინი, ჯეინ _ „სიამაყე და ცრურწმენა“
53. ო'ჰენრი _ მოთხრობები
54. პასტერნაკი, ბორის _ „დოქტორი ჟივაგო“
55. პო, ედგარ ალან _ „მოთხრობები“
56. პუშკინი, ალექსანდრე სერგოს ძე _ „კაპიტნის ქალიშვილი“, „ევგენი ონეგინი“
57. რემარკი, ერიხ მარია _ „სამი მეგობარი“, „ტრიუმფალური თაღი“
58. რიდი, თომას მაინ _ „უთავო მხედარი“
59. რობაქიძე, გრიგოლ _ „გველის პერანგი“
60. რონი უფროსი (დე ჟოზეფ ანრი ბოექსი) _ „ბრძოლა ცეცხლისათვის“
61. როსტანი, ედმონ _ „სირანო დე ბერჟერაკი“
62. რუსთაველი, შოთა _ „ვეფხისტყაოსანი“
63. საბატინი, რაფაელ _ „კაპიტან ბლადის ოდისეა“
64. საიდი, ყურბან _ „ალი და ნინო“
65. სარტრი, ჟან პოლ _ "ცხრაკლიტური" + "ბუზები"
66. სელინჯერი, ჯერომ _ „თამაში ჭვავის ყანაში“
67. სენკევიჩი, ჰენრიხ _ „ჯვაროსნები“, „ვიდრე ჰხვალ“
68. სვიფტი, ჯონათან _ „გულივერის მოგზაურობა“
69. სოფოკლე _ „ოიდიპოს მეფე“
70. სტეინბეკი, ჯონ _ „მარგალიტი“, „მრისხანების მტევნები“
71. სტენდალი _ „წითელი და შავი“
72. სტივენსონი, რობერტ ლუის _ „განძთა კუნძული“, „შავი ისარი“
73. ტვენი, მარკ _ „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, „უფლისწული და მათხოვარი“ და ბევრი სხვა
74. ტოლსტოი, ლევ _ „ომი და მშვიდობა“, „ანა კარენინა“
75. უაილდი, ოსკარ _ “დორიან გრეის პორტრეტი”
76. უებსტერი, ჯინ _ „გრძელფეხება მამილო“
77. უელსი, ჰერბერტ _ „უჩინარი კაცი“
78. უნსეტი, სიგრიდ _ „კრისტინი, ლავრანსის ასული“
79. ფირდოუსი _ „შაჰ-ნამე“
80. ფლობერი, გუსტავ _ „მადამ ბოვარი“, „სალამბო“
81. ფონ გოეთე, იოჰან ვოლფგანგ _ „ფაუსტი“
82. ფოულსი, ჯონ _ „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“
83. ფრანსი, ანატოლი _ „ღმერთებს სწყურიათ“
84. ფშაველა, ვაჟა (რაზიკაშვილი, ლუკა) _ ლექსები, მოთხრობები, პოემები
85. ყაზბეგი, ალექსანდრე _ მოთხრობები
86. შექსპირი, უილიამ _ „ჰამლეტი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ჰენრი მეხუთე“, „ჭირვეულის მორჯულება“
87. ჩეხოვი, ანტონ პავლეს ძე _ მოთხრობები, "კაცი ფუტლიარში"
88. ცვაიგი, შტეფან _ „საჭადრაკო ნოველა“ და სხვა მოთხრობები
89. ხაიამი, ომარ _ „რობაიები“
90. ჯავახიშვილი, მიხეილ _ „არსენა მარაბდელი“, „ქალის ტვირთი“, „ჯაყოს ხიზნები“, „ლამბალო და ყაშა“, „ოქროს კბილი“, „მართალი აბდულაჰ“ "კვაჭი კვაჭანტირაძე" "გივი შადური" "ჩანჩურა", „თეთრი საყელო“ და სხვა მრავალი
91. ჯიოვანოლი, რაფაელო _ „სპარტაკი“
92. ჰაგარდი, ჰენრი რაიდერ _ „სოლომონ მეფის საგანძური“, „ყინულის ღმერთები“
93. ჰარდი, თომას _ „ტეს დ’ერბერვილი“, „შორს გაგიჟებული ბრბოსგან“
94. ჰელიოდორე _ „ეთიოპიკა“
95. ჰემინგუეი, ერნესტ _ „მოხუცი და ზღვა“
96. ჰესე, ჰერმან _ „ტრამალის მგელი“
97. ჰიუგო, ვიქტორ _ „საბრალონი“, „ოთხმოცდაცამეტი“
98. ჰოლდერლინი, ფრიდრიხ _ „ჰიპერიონი“
99. ჰომეროსი _ „ილიადა“ და „ოდისეა“
This post has been edited by ლაბარნა on 6 Oct 2012, 21:08
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)