ნოეს შვილი დღეს ჩავამთავრე. სულ რამდენიმე საათიანი თავაუღებელი კითხვის შედეგად.
იმდენი სტატია თუ წიგნი წამიკითხავს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკზე, დევნილ ებრაელებზე, გაზის კამერებში ამოხუთულ ხალხზე, ცოცხლად დამარხულებსა და სასტიკად ნაწამებ ხალხზე რომ ნაკლებად ვარ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შთაბეჭდილების ქვეშ. ძალიან სუსტი ნაწარმოებია. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ასეთი ამბავი უკვე წაკითხული მქონდა. თხრობა ისე წარიმართა ერთი წამითაც არ დავეჭვებულვარ რომ ცუდი დასასრული შეიძლება ქონოდა, ანუ თავიდანვე გაშიფრული იყო

ყველა სიუჟეტი ისე კეთილად სრულდებოდა, იმდენი კეთილი თავგადადებული პერსონაჟით საერთოდ არაფერმა გამაკვირვა, გამაოცა, დამაფიქრა.

არადა ასეთ თემაზე შექმინი ნაწარმოებიდან უფრო მძაფრ ემოციებს ველოდი.
სახალისო იყო პარალელებზე ფიქრი. საერთო ჰქონდა (ან შეიძლება არც ქონდა და მომეჩვენა ) პოლანსკის პიანისტთან
მაგალითად ის გესტაფოელი ტიპი რომელმაც ბანაკი დაინდო, (ანალოგიური ფინალით, როცა ის ჯარისკაცი პარტიზანებმა ომის ბოლოს შეპყრობილი ჩაატარეს)
არ მიყვარს ასეთი ლიტერატურის კითხვა რომელიც ვიცი გონებიდან 2 დღის შემდეგ გამომერეცხება, მაგრამ იმ რამდენიმე საათის უქმად ხარჯვას ამის წაკითხვა ჯობდა
. . . ფანჯარა იყო - საშინლად ბნელი, ოთახი იყო - საშინლად პატარა, გარეთ დღე იყო - გველივით ჭრელი და მზე - ძალიან , ძალიან ცხრათვალა!