#54952551 · 10 Jul 2019, 18:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,ხელის აუკანკალებლად" დავასრულე. მართალია იანვაში დავიწყე კითხვა, მაგრამ თავიდან იმდენად იდეალური ოჯახი იყო აღწერილი, პირველ 60გვერდის შემდეგ დამამთქნარა და გადავდე წიგნი. მერე იმდენიხნით შემომავიწყდა, მხოლოდ ახლა დავუბრუნდი.
ჰოდა, ალბათ, მართლა შესაბამისი დრო და განწყობა სჭირდება ყველა წიგნს. დანარჩენი სამასი გვერდი სადღაც 20საათში წავიკითხე. ვერ ვიტყვი, რომ იმდენად მაგარი ან ახალი რაღაც წავიკითხე, რომ რაღაც განსხვავებული ან საოცარი წავიკითხე-მეთქი, მაგრამ ზაფხულში სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნების სიას დაემატა. ეს მკვლელობაც ისეთ სტილში აქვს კეპოუტს აღწერილი, თავს არ შეგაწყინს. თხრობის სტილიც სასიამოვნოდ იცვლება, ხან მკვლელების ტყავში ხარ, ხან გამომძიებლის, ხანაც ფსიქოლოგების, რომლებიც მარტივი შიზოფრენიის ფორმით ცდილობენ ახსნან ასეთი ცივსისხლიანი მკვლელობის არსი. ყველაზე მეტად წერილების ანალიზი მომეწონა. და რომ წერს წერილს ციხეში მყოფ ძმას და მერე ერთ-ერთი მეგობარი მთელ ანალიზს აყოლებს, რეალურად რისი თქმა უნდოდა იმ წერილით, ძირითად მომენტებს აჯერებს. მოკლედ, მომეწონა თხრობის სტილი, მცირეოდენი ფსიქოლოგიზმი და მკვლელებიც, რომლებსაც რაღაც მომენტში ვერ იტან და რაღაც მომენტში თანაუგრძნობ.
|