Huckleberry Finnრაღაცებში ერთდროულად გეთანხმები და არ გეთანხმები. და ასე მანამ იქნება სანამ ორაზროვნად საკამათო მომენტებს განვიხილავთ,
მაგალითად _ უყვარდა თუ არა, რომელს უფრო უყვარდა და ა.შ. მაგრამ როგორც კი საუბარი ისეთ მომენტებზე ჩამოვარდება, რომელზეც
ავტორი ცალსახად მიუთითებს 1 პოზიციას და ერთ აზრს, იქ საკამათო არაფერი რჩება და მასეთ მომენტებში უკვე ან გეთანხმები ან არა.
მაგალითად ვერ გეთანხმები იმაში რომ პოლინას იქამდე უყვარდა. არ ვიცი რა მომენტებს გადახედე და პოლინას რომელი სიტყვები ან ქცევა აღიდგინე,
მაგრამ მე ისეთი არაფერი მახსოვს მთელი ნაწარმოების მანძილზე, სადაც მკითხველი შეიძლება დაფიქრდეს და იაზროს _ მგონი უყვარს ამ ქალსაც და
რაღაც მიზეზების გამო იკავებს თავსო. სულ ვეძებდი მსგავს მომენტს და ვერსად წავაწყდი. არცერთი ენაზე შეყინული სიტყვა, მომდგარი ცრემლი,
უხმო განშორება, უსიტყვო აღიარება, არცერთი გულწრფელი ბავშვურობა (სიყვარულით გამოწვეული) ამ ქალის მხრიდან მთელი წიგნი არსად ჩანს.
და მარტო დასასრულს გამოჩენილი ნიუსით ნაღდად არ ეხდება მთელს ნაწარმოებს ფარდა მაგ კუთხით. მხატვრულად არფერი აკლდება ამით მოთხრობას,
მაგრამ თვითონ იმ მტკიცებას, რომ პოლინას ალექსი ყოველთვის უყვარდა, ნაღდად არ ამყარებს. უბრალოდ ავტორი ამ უცაბედი ამბით სჯის ალექს მისი
შეცომების, პოხუისტობის, უბრძოლველობის, სისუსტეების, სიზარმაცის, მფლანგველობის, ვერცხლისმოყარეობის გამო. აძლევს გმირს ერთგვარი კათარზისის საშუალებას
და მარტო ამიტომ არ ღირს იმაზე ფიქრი, დადებითი გმირია თუ უარყოფითი ან მით უფრო რეგვენი. რა თქმა უნდა დადებითი გმირია, მარტო იმიტომ იმსახურებს სიმპატიას, რომ
უყვარს (თავისებურად), განცდებშია, აკვირდება მოვლენებს, სულ ფიქრობს, სვამს ამოცანებს, გამოწვევებს, დასცინის ირგვლივ გამეფებულ მარაზმს,
აპროტესტებს მის ირგვლივ თავმოყრილ მყრალი საზოგადოების ჯოგს, მაგრამ მეტს ვერაფერს იზამს.... იმიტომ რომ ეს პატარა კაცია, სოციალური სტატუსით;
ერთი მასწავლებელია, რომელიც პურის ფულზე ფიქრობს. ფაქტია რომ მდიდარი რომ ყოფილიყო აზარტულობას ისეთ ნაკლშია ღარ ჩაუთვლიდი,
როგორადაც ამ მოცემულობით უთვლი _ როცა უკანასკნელ ცენტსაც კი ხარჯავს. მდიდარი რომ ყოფილიყო მაშინ პოლინას საკითხიც მარტივად გადაწყდებოდა მისთვის (ამაში ხომ უეჭველი მეთანხმები?)
მოკლედ, აქ საქმე რაღაც წმინდა და ნაჟურ სიყვარულთან არ გვაქვს, სამწუხაროდ ეს საზოგადოების ფერხულს აყოლილი გრძნობაა, ყოფიერებით ნაკარნახევი და არა ცნობიერებით ნასაზრდოები,
ერთი ფულზე ფიქრობს და ფულის გამოჩენისთანავე თანახმაა (სავარაუდოდ) საუკუნოდ შეუღლდეს ამ კაცთან, ხოლო მეორეც რა თქმა უნდა იმიტო ფიქრობს ფულზე,
რომ პირველის მოთხოვნა დააკამყოფილოს; ან თუნდაც ინერციით, გაუაზრებლად აკეთებს ამას. და ამ მოცემულობით ცალსახად ვერ იმსჯელებ რომლის გრძნობა რომლისას აღემატება,
რომელი უფრო შეცდა, რომელმა შეწირა ნაკლები და რომელმა მეტი. ცალსახად ვერ, მაგრამ ორსახად ვფიქრობ რომ ალექსის პოზიცია უფრო ბუნებრივი და გულწრფელია. საერთოდ არ მიყვარს
ფინალში უმიზეზოდ აღზევებული გმირები, მოულოდნელი აფსეთებით რადიკალურად სხვა კუთხით დანახული პერსონაჟები. და თუ ეს ხდება, ხდება იმისთვის, რომ ასეთი გმირისადმი კაკ რაზ იგივე აზრის დავრჩე,
რაც აფსეთამდე (და მგონია დოსტოც ამიტომ წერს ასე პოლინაზე). უბრალოდ პოლინას სიყვარულის გამხელის ფაქტით ახალი რეალობა იშლება და ალექსის გმირს კათარზისისთვის არის ეს საჭირო, და ასეც ხდება.
იმაზე კამათს, რომ მოთამაშეა, აზარტი აქვს და "ცუდი ბიჭია", რა თქმა უნდა არ აქვს აზრი, ეგ ვიცით. იმის მიღმა გრძნობებზე კი ცალსახად ზემოჩამოთვლილი "ცუდი თვისებებით" მსჯელობა არ გამოვა.
არ ვიცი იცნობ თუ არა ალექსისნაირ ტიპს რეალურ ცხოვრებაში. მე ვიცნობ და კარგად მესმის მისი განცდების, მინუსების და პლიუსების,
და დამიჯერე, ეს არ არის დამდაბლებული და დაცემული გმირი. ეს კარგი პერსონაჟია, გულწრფელი, საკუთარი შეცდომების დამნახავი, ცრემლიანი მამაკაცი,
პატიოსანი, ნიჭიერი და ჯენტლმენი; და რაც მთავარია შეყვარებული მამაკაცი. მისი სიყვარულში წარუმატებლობა კი ცალსახად გარემოებების და ქალის ყოფითი სიმდაბლის ბრალია;
და მიუხედავად ამისა საკუთარი შეცდომის დანახვა-აღიარებასაც არ გაურბის.
რულეტის ტრიალისას კი, ცოტა ხნით, ყველა ვკარგავთ თავს,
და მარტო მაგის გამო ადამიანის ჯვარცმა არ პრავდება
This post has been edited by SCO on 2 Sep 2012, 14:09