mtis_yoili
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1975
წევრი No.: 132528
რეგისტრ.: 14-June 11
|
#28666048 · 8 Dec 2011, 15:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქამდე შენსკენ ვიდოდი, დღეს ვაჩქარებდი: _ გათავდი! მაგ შენი ეშხის ხვითოთი ხვალეს სამოთხედ ვხატავდი...
ახლა კი თერგის რიყე ვარ, დღედადღე უფრო გშორდები, თუ რამე ვალი მიმყვება, იმქვეყნად გაგისწორდები. * * * წინათ და ახლა
აქ მივდიოდით ჩვენ ცხრა წლის წინათ, ქვეყნად და გულშიც მაისი იდგა, გულში იმგვარად მნათობის ბრწყინვა ქვეყნად მზის ხილვა აწ ვეღარ ითქვას... მზექა, შენ ახლა საფლავში გძინავს, მე ამას ვამბობ და სული მიდგას... ახლა მნათობი სისხლისფრად ბრწყინავს, ჰგავსგულიც, ახლა, მეწამულ მიტკალს... ასე მგონია: უსისხლოდ დამკლეს, ჩემი მზე უფსკრულს გადაექანა... თავით შეასკდი, გაბრიელ, ამ კლდეს, რომ გაგებზაროს წყეული ქალა. * * * რა საჭიროა
რაც სულეთს წახველ, მას მერე უფრო ხშირ-ხშირად მაწევ... _ მოვალ!.. მაიცა... ხომ სულერთია: _რაგინდ ვუფარო ფარი არყოფნას, _ მომსრავს მაინცა... ხომ ვერ მიშველის ლოცვა თუ ღმერთი და ვერც სამზეო დამიქრობს სახმელს. მე შენი სახით, _ მანდ ვდგავარ ერთი ფეხით, _ აქ სუფევ შენ ჩემი სახით. გადმოვდგამ ამ ერთ წყეულ ნაბიჯსაც, _ ვთელოთ სულეთიც ერთად, სწორებმა; შენს გარე რა მზე დამთბეს მახინჯსა, რა საჭიროა ეს გაორება?
დავსხედით, დავსამხრდეთ
მე ეს ოთხი დღე მთებში ვეხეტე, გულს მიხურავდა მაგ ხვედრზე დარდი, წყაროთა თვალში თალხად ვეხატე... ახლა კი ხრამთან ვუყელე ნადირს. ეხიც მოვხელე. ტყავი გავხადე ჯიხვს და ავასხი ბერხენის მწვადი. დაეხსენ ხაროს, _ ეხში დავსამხრდეთ, ერთხანს დავსხდეთ და... კვლავ უკუნ წადი.
* * *
უცებ გაცივდა სიცოცხლის ცხენი... ჩამოხდა ის და ჩაემხო ხრამთან... გულს იხოკავდნენ ხვატისგან ხენი და მხრებს უხრიდნენ სხივების ხანძარს. ... სამყაროს სჭვრეტდა ვერრას მხედავი: _ მოყმეს მიღმური გაეხსნა ხედვა, მერე: არც ცხენი... აღარც მხედარი... მხოლოდ ხრამი და შრიალი ხეთა.
* * * სარკმლიდან: _ თბილისი ღამით
მე ქუთუთოებს ვსალტავ თითებით, რომ არ დამისკდეს თვალთა ქვევრები... დიდი ხარ! _ ღმერთსამც ნუ ედიდები, ბევრი ხარ! _ ღმერთსამც ნუ ებევრები!
ამდენი სხივი სად შევინახო? _ დიდმა ნათელმა დაბინდა მზერა; ჰაუ, რამდენი ბაგე მარხულობს, რამდენი ფიქრი და ბედისწერა...
მე ქუთუთოებს ვსალტავ ცერებით, რომ არ დამისკდეს თვალთა კაკლები... დიდი ხარ! _ მტერსამც ნუ ემცირები, ბევრი ხარ! _ მტერსამც ნუ ენაკლები!
ქალებს რა ვუთხრა მიჯნურ ბიჭებზე? ვაჟებს რა ვამცნო სატრფო ქალებზე? ფერით ვეფერო ვაკის სიჭრელეს თუ ვიბურთაო საბურთალოზე? დაციმციმებენ შუქთა ტევრები, ვით ჯიხვთა მზერა დანაფერები... ბევრი ხარ! _ ღმერთსამც ნუ ებევრები, მეტი ხარ! _ ღმერთსამც ნუ ემეტები!
მშვიდობით... მშვიდობით... მშვიდობით...
მშვიდობით! ახლა კი: _ სამუდამოდ, სამუდამოდ ვშორდებით... მშვიდობით! მშვიდობით! მშვიდობით... ეს ღილღოს ზეცა და ეს ღილღოს მიდამო მოწმეა: _ ჩვენ ერთად არც დღემდე ვიდოდით...
და მაინც: _ აქამდე ხომ შენთან ზიარი ზეცა თავს მეხურა. მთები გარს მეზღუდა, თუმც ჩემთვის არ ენთო ეგ მზერა მზიანი, _ შორიდან შენი ხმა ხომ მაიც მესმოდა... წაირღვნა იღბალი, ვით ზღვაზე სამუმი, _ მოლიზღეთ ზიზღი და დღის უამინდობით... ახლა კი: _ სამუდამოდ, სამუდამოდ, მშვიდობით! მშვიდობით! მშვიდობით! მშვიდობით...
თბილისის დილა
ჩამომიჯდება დილა კალთაში, ვით ჩვილი ბავშვი უტკბილეს დედას, ხედვას გამიხსნის სხივთა კაშკაში, _ მიწას ვხედავ და ზეცასაც ვხედავ... მზერის სიმაღლე ენას ამიდგამს, რომ გრძნობას ჰანგი მივუსადაგო, ხოლო თბილისი თიმსარს ჩამითქვამს და უმალ დამსვავს ლექსის ქადაგად. ვბორგავ, ვბუბუნებ, როგორც მინდია, მზეს ერთვის ჰიმნთა ამანათები და მეც პროსპექტზე მზისებრ მივდივარ, _ სიტყვით სამყაროს გამნათებელი.
* * * ხმა და ექო
სადღაცა მამალს დილა ეზმანა, დაიძახა და ფრთა ფრთას შემოჰკრა: ექოს ეწადა: _ ჩუმად ესმინა ეს ხმა და მისი ტანზე შემოკვრა გაივლო გულში, _ ხელი მოხვია, როგორც ნიავმა ნისლების ნახევს, მაგრამ, _ ვით მკვლელებს კობა _ მოხევე, _ დაუსხლტა ხმა და მოედო მთა-ხევს... მეტი სირბილით დაოესული და ხმა ხელახლა მობრუნდა სოფლად ღრმა ორწოხებში გაასებული.
თერგი _ შამილი
ცაზე ზის ღრუბელი _ მიურიდი, ველზე დგას მუხა _ ყაზახი. ვისაც გეშინიათ, _ ბრძოლას მოერიდეთ, შინ წადით ვისაც ბრძოლა არ ძალგიძთ.
დარიალში ნისლი შეიმალა, ან იქნებ ეს მეფის ჯარია? უცებ გამოხტა თერგი _ შამილი: ,, _აბა, ახლა მეხთატეხის ჯერია!’’
ლაშარის ჯვარში
აქ გინდა რაღაც უფრო მაღალი, სანამ ლექსია, სიტყვა თუგინდაც. სანათას მოაქვს სუფრა ახალი, ლელა ლალის ლუდს გვისხამს თუნგიდან. ასე მგონია, ლუხუმი ბერი შემოადგება შემართულ ლაშარს და შემოიყვანს ის _ ხევისბერი ქადაგად დასმულ ფერწასულ ვაჟას. მის ხმალს და ნამუხლს უხმოდ დავეძებ, ახ, თუნდაც ერთი მასმინა სიტყვა. აქ ლექსიც უნდა მუხლზე დაეცეს, რომ დიდმა ვაჟამ მას მიაკითხა.
ხრამი _ ჭრილობა
ჯანღია თუ რძის ნაღები, _ ვერა გამიგია რა; დაწეულან ცას თაღები, ჟონავს ხრამის იარა.
წყლული განა შეუხვიეს მოთქარუნე ქარებმა, შავ არაგვზე შეუხვიეს ნისლთა დასტაქარებმა.
|