საყვარელი წიგნია, სახალისო, დასამახსოვრებელი პერსონაჟებით. პაპიდა, პეგოტი, მის მორდსტონი ძალიან კარგები არიან. გაწელილიც გარკვეულად არის, მიკობერები და ური ჰიპი საერთოდ ვისთან არიან-მეთქი, ვფიქრობდი. რამდენიმე ფრაზა ეხლაც მახსოვს ბავშვობიდან:
"პაპიდაშენმა გაჰქუსლა ცეცხლოვან მხარეს, მზის კუნძულზე და ბაკენბარდები შეიტრუსაო"

ან
"გამისკდეს ღვიძლი! შენ ისევ აქ ხარ?? დამეგლიჯოს ნაწლავები! დაიკარგე აქედან!!"
დიდი ჰუმანისტია დიკენსი. ბავშვის (და ზოგადად ადამიანის) ადამიანად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი, არადა თითქოს შეუმჩნეველი წვლილი რომ შეაქვთ ხოლმე , ეგეთი. არ მიკვირს ცვაიგის ნათქვამი.