1 .მე ვარ არავინ, - შენ, ნეტავ ვინ ხარ? -
ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?
კეთილი, მაგრამ ნურავის ვეტყვით,
ყველა არავინ იმქვეყნად მიჰყავთ.
ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად.
კიდევ კარგი, რომ არვინ არა ვართ
როგორ ადვილად ავცდით ორივე -
აურზაურს და დავიდარაბას...
2 . მე ვარ არავინ - შენ, ნეტავ ვინ ხარ? -
ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?
მე ხომ ვიცოდი, ამქვეყნად იყო:
ტანჯვა, ვაება, სიკვდილი ბოლოს.
მაგრამ იმედით აღვსილი დღემდე,
ცრემლიან თვალით შევვედრი უფალს:
"შენ დაგვიფარე მოყვასო ჩვენო,
შენ აგვაცილე დარდი, წვალება.
და იქნებ ჩვენ ორს, ქვეყნად არავის,
თქვენ მოგვანიჭოთ სიცოცხლე მარად.
3. მე ვარ არავინ - შენ, ნეტავ ვინ ხარ? -
ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?
ამა სოფლისა შენ არა გიგავს,
და მე შენს გვერდით, მითხარი ვინ ვარ?
ჩემი ფესვები ცაშია, გრგვინავს
მეხის ფერია, ვერხცლისფრად ბზინავს
This post has been edited by ფრენოლოგი on 31 Mar 2012, 21:48