აჰათ

1 - რა უნდა გითხრათ ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა, რა უნდა დაიწეროს აქ ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ზუსტად ისეა, როგორც ერთ სიმღერაში -
"Nothing you can sing that can't be sung..."
ამიტომ დავიწყებ თხრობას ისე, როგორც ეს აქამდე გაუკეთებიათ, ანუ თავიდან. როდის იყო ეს “თავიდან” - წესით მაშინ, როცა მე დავიბადე, მაგრამ მკითხველისათვის ხომ უინტერესო იქნება რადგან ზუსტად ისევე ბანალურად და უინტერესოდ მოვევლინე ამ ქვეყანას, როგორც მილიარდობით ჩემნაირი.
ჰ, საგონებელში ჩავვარდი, დალახვროს ეშმაკმა, მართლაც - როგორ დავიწყო თხრობა.
2- შემოდგომით სახლში დაბრუნება ძალიან რომანტიკულია. ქვაფენილიან ქუჩაზე ტრამვაი მისრიალებს, ფანჯრიდან უყურებ როგორ ენაცვლება პარკები, სახლები და ძველი ტაძრები ერთმანეთს, მზე სადღაც მდინარის გაღმა ეშვება, მკრთალი განათებები უცნაურ ჩრდილებს ქმნიან ფოთლებით მოფენილ ტროტუარებზე, კაშნეში თავჩარგული ადამიანები ნაბიჯს უჩქარებენ- უნდათ სახლებში შეასწრონ ფეხდაფეხ დადევნებულ წვიმის მაუწყებელ ღრუბლებს.
3 - ახალი დღე იწყებოდა ღამის სიბინძურით დაღლილ ქალაქში, მზე თანდათან ანათებდა ირგვლივ ყოველივეს და უკვე შეიძებოდა იმ ფუსფუსის გარჩევა რომელიც გამთენისას მოედანზე იყო. სისხლით იწყებოდა დილა, დღეს მეფეს მოკვეთავდნენ გილიოტინაზე თავს და ამით იაკობინელთა მიზანიც აღსრულდებოდა, სიკვდილი მეფეს!
4- ყოფილან ძველად ადამიანები, შიში რა იყო რომ არ იცოდნენ. იმათი ამბავიც მსმენია, ახალპირშეკრულ სიფრიფანა ყინულზე გავლა კიდევაც რომ ეამებოდათ. უხედნი ცხენით ჯირითი ხომ მთელ ქვეყანას ერჩიათ. ისეთნიც გამოერეოდნენ, უდრტვინველად გაჰყვებოდნენ ბანქოს თამაშში თვით იუნკერ-ალეგორდს, თუმცა თავიდანვე იცოდნენ, დანიშნული ბანქო ჰქონდა და ამიტომაც იგებდა ყოველთვის. რამდენიმე ისეთ გულადსაც ვიცნობდი, პარასკევ დღეს გზად დადგომას რომ არ უფრთხოდა და არც 13 კაცისთვის გაწყობილ სუფრასთან დაჯდომას ერიდებოდა და მაინც ვეჭვობ რომელიმეს გამბედაობა ჰყოფნოდა თითზე წამოეცვა ეს საშინელი ბეჭედი, რომელიც ჰედებიუელ მხცოვან გენერალს ეკუთვნოდა,
5- სული მეხუთება იმდენად სავსე ვარ სიცარიელით, ყურისწამღებად ხრჩოლავს ნაცრისფერი მარტოობა, თითქოს საკუთარ თავში ვარ გაბნეული, გრძნობების შეკოწიწებას ვცდილობ და ვერ ვახერხებ, მიზეზს ყველგან ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ, ისინი თითქოს მოლეკულებივით ყველგან და ყველაფერში არიან. მინდა თითოეულ ადამიანს თვალებში ჩავხედო და ნიღბები შამოვაგლიჯო, მაგრამ მეშინია თავი დემონთა წრეში არ აღმოვაჩინო - ამას ფიქრობდა იუნა, როცა ოთახში მისი პატარა ძმა ავგუსტი შემოვიდა
6- ეს ამბავი მეთევზეთა სოფელ სკეპსელმენში იანვრის ბოლოს დაიწყო, როცა საშინელი ქარიშხალი ზღვას ისე ატორტმანებდა რომ, მეთევზეთაგან უმამაცეს ჰანსენს ბადის გაშლაც ვერ გაებედა და იძულებული გამხდარიყო თავი ქოხისთვის შეეფარრებინა, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი და რომლის გამჭვარტლული კედლებიც გულგრილად უძლებდნენ უკვე მერამდენე ზამთრის შემოტევას.ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ზამთარი იდგა, ხუტორის მოსახლეობა მოთმინებით ელოდა დათბობას რომ ზღვაზე გასულიყო. ყოველდღიურ ერთფეროვნებას დარღვევის საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდა, მაგრამ ერთ დღეს სოფელს შავ მოსასხამში გამოხვეული, უცნაურად აწოწილი, იდუმალი მგზავრი მოადგა.
აბა შეესიეთ
თქვენს პასუხებს მიგზავნით პმ ში
აქ არ დაწეროთ!