MagdalacqafunaaakranciSPCამ 5-დან მხოლოდ ერთია ორიგინალი. წავიდა გამოცნობაააა
Nirvana11 მოდი შენც
1. სანების ჯვრის გამყოლი ყოფილა ერთი კაცი, სახელად ბათური. მის წელზე შემობოჭილი ხმალი არყისა და მურყანის ტოტებს სხეპბდა მარჯვენის ერთი მოქნევით.ხალიბების ნაჭედს მოაგონებდა მნახველს,ვერცხლში ჩასმულს,ვერცხლის ასოებით გამოყვანილს : ღერმეთ, დიდაბ აჩხად!, ღერმეთ, დიდაბ აჩხად!, ღერმეთ, დიდაბ აჩხად!
2. შთამბეჭდავად დაიწყო ორშაბათის თათბირი ჩვენს სამთო გამამდიდრებელ კომბინატში, უშანგი მაღლაფერიძემ გონს მოსვლაც არ აცალა მთავარ ინჟინერს და გამანადგურებელი შეკითხვებით ფაქტობრივად კუთხეში მიიმწყვდია ცვლის უფროსი ანტონი. სწორედ ამ უკანასკნელის წინდაუხედავი განკარგულებების შედეგი იყო მასალების დანაკლისი კვარტლის ბოლოს და ახლა ოფლში გაწურული თავჩაღუნული ისმენდა უშანგის სამართლიან ბრალდებებს. მე ღიმილით შევყურებდი ამ ორთაბრძოლას და მახსენდებოდა ამ რამოდენიმე წლის წინანდელი პერიოდი, როდესაც უშანგი ჯერ კიდევ პირტიტველა ჭაბუკი პირველად მივიღეთ ჩვენს კოლექტივში და ისიც თავდაუზოგავად გადაეშვა შრომის ფერხულში.
3. ზამთრის სუსხიანი საღამო იდგა. გარეთ შეუჩერბლივ ბარდნიდა. ირგვლივ ყველაფერი თეთრად იყო და აქა-იქ მხოლოდ საკვამურებიდან ამომავალ კვალი ჩანდა მკრთალად. გამურულ ოთახში დედა ორ პარასტან ერთად ღუმელთან იჯდა და სამუშაოდან მომავალ ქმარს ელოდებოდა.
4. სამხრობა იყო, თებრო რომ შინ მობრუნდა. მთელი დილის სიარულით დაღლილი მუხლებში საშინელ სისუსტეს გრნობდა. თავსაფრის ყურები შეიხსნა, კეფაზე გადაიკრიფა, გაოფლილი ყვრიმალები ნიავს მიუშვირა. ბალღობიდანვე ესმოდა, ცხოვრება მშიერი მგელი იყო; თუ ერთს ჩაუჩოქებდა, კიდევ უნდა გამოსალმებოდ ასამზეოს. ამიტომ ყოველთვი ზამბარასავით დაჭიმული იყო.
5. "C'est la vie" - ჩაილაპარაკა ჩემმა მეგობარმა და მხარი გამკრა, რითაც მანიშნა, რომ გზა უნდა გაგვეგრძელებინა.
ხუთიოდე წუთის წინ გაცხოველებული სჯა-ბაასი გვქონდა. განვიხილავდით იმხნად მოდაში შემოსულ ახალგაზრდა რეჟისროს, რომელმაც თუ გაზეთებს დავუჯერებთ შესანიშნავი სპექტაკლი დადგა არცთუ ისე შესანიშნავი პიესისგან, ხოლო თუ ჩემს მეგობარს დავუჯერებთ, მან უბრალოდ ხალხის ემოციებზე ითამაშა მოხერხებულად. მე ზუსტად ვუმტკიცებდი, რომ ესეც თავისებური ნიჭია, როდესაც ქუჩაში ერთად შეჯგუფებული ხალხი შევნიშნეთ. ახლოს მივედით და დავინახეთ, რომ ქვა-ფენილზე ახალგაზრდა მამაკაცი იწვა უხერხულ პოზაში და ჩემი მწირი სამედეცინო ცოდნის მიუხედავად სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. ჩემს მეგობარს არ უყვარდა მსგავსი თავშეყრის ადგილას ყოფნა. არც მე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ იქ ბევრი სეირის სანახავად იყო მისული. ამიტომ, სიამოვნებით გავყევი ჩემს მეგობარს, როდესაც მანდ გამოსვლა დააპირა.