ოკ დავდებ ახლ რაც მაქვს
მომიტევეთ, გასული ვიყავი მთელი დღე, ...
ვინ დადებს ახალ სათაურს?
* * *
აი მოვიდა დრო ნათელში გამოვიდეს PM=ებით დამალული სიმართლე

"პატარა მუკის" 4 ვარიანტი, აქედან 1 ორიგინალი.
ჰა ბურთიდა მოედანი, გამოიცანით ვისი რომელია

1. თითქოს შენ არ გადარდებდეს გუშინდელი შეხვედრის ბედი, ისე გაყინული თვალებით მიყურებ, ხომ ვიცი, ცნობისმოყვარეობა გტანჯავს და თუნდაც ერთი სიტყვის გაგება გუშინდელ დღეზე ამ შენს ტანჯვას ბოლოს მოუღებს, მაგრამ სიამაყე თუ სიჯიუტე იმდენად ღრმად ბუდობს შენში, ჯერ ის შეკითხვაც არ დაგისვამს შარშან რომ უნდა გეკითხა და დღემდე უხმოდ ინახავ გულში.
2. ასეთ დღეებს, ზამთრის ყინვა რომ ლოყებს გიწვავს და ნისლი თვალებს გიბინდავს, მამა თავის ოთახში ატარებდა. თუ გაგვიმართლებდა მე და ლილისაც თავისთან გვიხმოდა ხოლმე და მატარებლების კოლექციის ნახვის უფლებას გვაძლევდა, ნეტავ იცოდეთ რამდენი იყო, როგორი ფერადები და პრიალები ! ყველას საკუთარი ისტორია ჰქონდა - მამას სულ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოეტანა - და ჩვენსც მათ მოსმენას არაფერი გვერჩივნა. ასე რომ როცა სხვა ბავშვები სახლებში მოწყენილები ისხდნენ და ზამთრის წაბრძანებას ნატრობდნენ, მე და ლილი ყველაზე ბედნიერი პატარები ვიყავით მთელს გათოშილ სოფელში.
3. ნიკეაში, ჩემს მშობლიურ და საყვარელ ქალაქში ცხივრობდა კაცი, რომელსაც პატარა მუკს ეძახდნენ. მართალია, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ მუკი ძალიან კარგად მახსოვს, მით უმეტეს, რომ მამაჩემმა მის გამო ერთხელ ცემით სიკვდილის პირას მიმიყვანა.
4. ცხენის ოფლისა და სინესტის სუნი მცემდა, მესმოდა ფლოქვების თქარუნი და ხანდახან ერთმანეთს შეხლილი ნალების კრიალი. თებერვლის ნისლი სულ უფრო და უფრო სქელდებოდა. ნისლში მკვეთრად გამოირჩეოდა ერთი ჟოკეი რომელიც ცხენს ხის მესერზე გადასახტომად ამზადებდა
ფრენოლოგიkranciScoorpდა სხვებო.