T1ko
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2947
წევრი No.: 118930
რეგისტრ.: 28-July 10
|
#29534166 · 3 Feb 2012, 21:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კობო აბე "საბავშვო ოთახი"
1. ნორი! ტომოკიმ მაჯის საათზე დაიხედა. საათი ყოველთვის რამდენიმე წუთით ჩამორჩებოდა დროს. რამდენჯერაც არ გაასწორა, ყოველი მომართვის მერე ის დაჟინებით მიიწევდა ორიოდე წუთით უკან. სამ ხელოსანს მიუტანა შესაკეთებლად, სამჯერ დაშალეს და სამჯერ ააწყვეს, სამჯერ გაკვირვებით აიწურეს მხრები და უკანვე დაუბრუნეს უშედეგოდ. პირველი დიდხანს ეწვალა, დაძარღვული ხელით გულმოდგინედ აპრიალებდა ოდნავ ჟანგშეპარულ უმცირეს ნაწილებს. ბოლოს ამოიოხრა - საათი რომ დაიჟანგება... ასეთი რამ არ მინახავს - უთხრა მან ტომოკის, რომელიც იქვე იდგა და ოდნავი სკეპტიციზმით აკვირდებოდა მის ხელებს.
2. მე და ჩემი ცოლი უნიკალურ სახლში ვცხოვრობთ. მას არც კუთხეები აქვს, არც ფანჯარა, არც კარი, არც ოთახები. მასში მხოლოდ სივრცეა, ეს ისეთი სივრცეა უკიდეგანოც რომ არის და ამ დროს სულისშემხუთველად ვიწროც. ჩვენ მასში სახლობანას ვთამაშობთ. როგორც პატარა ბავშვები, რომლებიც თანდათან სწავლობენ თამაშის წესებს.
3. ტილო უზარმაზარი კალეიდოსკოპივით ტრიალებდა. შიგნით ისევ ჩემი ბავშვობა ჩანდა..ტრიალებდა კანე, ფუნჯით ხელში, ისევ და ისევ მიხატავდა ჩემს წითელ თევზებს და მარაოებს..ტრიალებდა დღეები და კიდევ ვინ ჩამოთვლის, რამდენი რამე ტრიალებდა..-ის ყველაფერი, რაც აქ არ, ან ვერ, გავბედე დამეწერა..გული მიგრძნობდა ეს ტრიალი მუდმივად გაგრძედებოდა, რომ არაფერი წაშლიდა იმ ჯადოსნურ გამოსახულებებს, რომელსაც ჩემი წარსული, ჩემი აწმყო და ჩემი მომავალი ერთ დიდ წრეში აერთიანებდა და რომელსაც ცხოვრება, თავის უზარმაზარ კალეიდოსკოპში გეომეტრიული სიზუსტით, შიგადაშიგ ქაოტურად და მერე კი ისევ ჰარმონიულად ატრიალებდა...
4.. ხის მჭრელებმა გამთენიისას დაიწყეს მუშაობა. კაკუნის და ხეების დაცემის ხმა მაღვიძებს. ამ ტყეს თუ არ გავეცალე, ვიცი მომაგნებენ. ძონძებიდან ბალახს და მიწას ვიბერტყავ . ის დროც მახსოვს სუფთა ფრჩხილები და მოვლილი, წმინდად გაპარსული პირი რომ მქონდა, თუმცა თანდათან წარსული ცხოვრების გახსენება მიჭირს. მხოლოდ მამაჩემის განიერი მხრები მაქვს სამუდამოდ ჩამარხული გონებაში. მამა ამბობდა რომ კაცი წარსულის გარეშე იგივეა რაც ზღვა უთევზოდო. საჭმლის გახსენებაზე მუცელში წვას ვგრძნობ . კაცი წარსულის გარეშე... უახლოეს სოფლამდე შუადღემდე მივაღწევ, იქ არავინ მიცნობს, არავინ.
5. აბა გახედეთ. აი, იქით… არა, დღეს არ ჩანს…კარგ ამინდში სწორედ აგერ, იქ დაინახავთ სატელევიზიო კოშკის წვეროს… უქმე დღეა, შეიძლება ჩვეულებრივი კვირადღეს. ელექტრომატარებლის ბოლო გაჩერების მახლობლად ხალხით გჭედილ რესტორანში ათასგვარი სუნი ტრიალებს.მის ერთ მყუდრო კუთხეში. მორყეულ, პატარა მაგიდას ერთმანეთის პირდაპირ უზის ქალი და კაცი. ქალს დაკონსერვებული ხილისა და შოკოლადის ნაყინი უდევს, კაცს ფინჯრით ნაღებიანი ყავა უდგას. კაცს, ეტყობა, იმის გამო, რომ სიგარეტის გამუდმებით ქაჩვასთან ერთად აჩქარებით ხვრეპს ყავას, სასულეში წვეთი გადასცდა და ბოლს ნესტოებიდან უშვებს. ქალის მზერაში კვლავინდებურად სრული გულგრილობა გამოსჭვივის. ორივე, ეს პირველი შეხედვით ჩანს, ჯერჯერობით ვერა და ვერ შეეწყო ერთმანეთს.როგორც ახალ საგარეო ტანსაცმელს ვერ ეთვისებიან.
6. არც პირველად მომხდარა და არც უკანასკნელად, კარგად იცოდა ეს ფუმიომ, სახეშეწმუხნული ნელა მოდიდოდა ქუჩაში და ძლივს იკავებდე თვალებზე მომდგარ ცრემლს, ცდილობდა არ ეტირა, ხელები მუშტად ქონდა შეკრული, ისე უჭერდა ერთმანეთს რომ თითები გალურჯებოდა და ტკიოდა.თითქოს შეეგუა კიდეც კლასელებისგან აბუჩად აგდებას, მაგრამ დღეს, მიუკოს გასაგონად რომ დასცინეს პირველად შერცხვა საკუთარი უსუსურობის , უნდოდა გამქრალიყო ანდა საერთოდ არ ეარსება ოღონდ ის შესაბრალი მზერა არ დაენახა გოგოს თვალებში მას რომ მისჩერებოდა.
7. ექვსი წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო, არ მაწუხებდა ქუჩიდან შემოსული გამაყრუებელი ხმაური და უფრო მეტიც: საოცრად არ მადარდებდა როგორ ზოლს დატოვებდა კატარღა ზღვაზე ვიწროს, თუ შედარებით ფართოს. რატომღაც ყველას სერიოზული ბავშვი ვეგონე, არადა როგორ მხიარული ვიყავი ჩემს თავთან! ზოგჯერ იმდენს ვიცინოდით ხოლმე ერთად, დაჯერებაც კი მიჭირს ახლა. მით უმეტეს რომ, შტორებს მიღმა, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, საერთოდ აღარ მოსჩანს ის ფანჯარა რომელსაც გაბრწყინებული თვალებით შევყურებდი მთელი ბავშვობა
8. გულმა რეჩხი მიყო მაჯის საათს რომ დავხედე. 1.11. უკვე მერამდენად ვხედავდი ასე ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულ ერთნაირ ციფრებს ჩემს ციფერბლატზე. ცრუმორწმუნეთა რიგს როდი განვეკუთვნები. მეტსაც მოგახსენებთ, გარკვეულწილად ამრეზითაც კი ვუყურებ ამოუხსნელი მოვლენებისადმი შიშით შეპყრობილ ადამიანებს. მახსოვს, ერთხელ კიოტოში როგორ გადაგვირბინა შავმა კატამ მე და ჩემს მეგობარს. მის თვალებში ამოკითხულმა შიშმა სამუდამოდ მის წინააღმდეგ ამამხედრა. მერწმუნეთ, ზოგჯერ პატარა დეტალიც კი საკმარისია, რომ ადამიანი შეგძულდეს. და აი, პირველ საათსა და 11 წუთზე, აუტანელმა მოუსვენრობამ შემიპყრო.
9. გინახავთ ახლადფეხადგმული, ატირებული ბავშვი როგორ წვალებით გარბის, ბოლოს და ბოლოს რომ იგრძნოს ის თბილი ხელები, რომლებიც ცრემლებს მოწმენდენ? ამ დროს აღარავინ ახსოვს, საერთოდ არაფერი,არც ის, რატო ტირის, არც ის რა ტკივა, არც ის, რა აწუხებს. ამ დროს იმ ხელებს ხედავს მარტო, იცის, მთავარია იქამდე მივიდეს, მთავარია ერთი ორი ნაბიჯი კიდევ გადადგას. მერე ყველაფერი გაქრება, ტკივილიც, ცრემლებიც, წუხილიც. თბილი ხელები დარჩება მარტო...
|