აბა წავიდა

1. მოხუც მარტინს დიდად არ ანაღვლებდა, რას იფიქრებდნენ მასზე ცნობისმოყვარე გამვლელები, როცა ვერცხლისბუნიკიანი ხელჯოხის კაკუნით მიუყვებოდა ძველთაძველი ხიდის ფართო მოაჯირს და დროდადრო უწმაწური შეძახილებით იგერიებდა უხილავ მტრებს.
2. ღორი ტახტზე გაიმართა და განაჩენის გამოსატანად მოემზადა. ჩლიქებს შორის ოქროს კალამი ელვარებდა.
"მოკვდა, ვეღარ გავასამართლებთ" - გაისმა ხმა.
ღორი გაქრა, ფუნქციადაკარგულს აღარაფერი ესაქმებოდა ჩემს ოთახში. კალამი კი მაგიდაზე დარჩა.
ასე არ შეიძლება, დღესაც ვერ გამოველაპარაკე მას. დრო კი უფრო და უფრო ცოტა მრჩება. მალე აღარავინ იქნება გასასამართლებელი და ისიც საბოლოოდ წავა.
სანამ ჩემს ოთახში ხდება მართლმსაჯულების აღსრულება, მანამდე იმედი მრჩება, რომ მოვახერხებ მისალმებას.
3. თითქოს ჩვენ საერთოდ არ გვაღელვებდეს ჩვენი სამშობლოს ბედი. ამაზე ადრე არასოდეს გვიფიქრია და ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებდით, მაგრამ ბოლო დროინდელმა ამბებმა შეგვაშფოთა.
მოედანზე, კაიზერის სასახლის წინ ფეხსაცმელების მაღაზია მაქვს. გარიჟრაჟზე ვხსნი და რას ვხედავ, ყველა ჩიხი სავსეა
შეიარაღებულებით. მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები როდი არიან, არამედ ჩრდილოელი ნომადები, ვერ ვხვდები რა ხერხებით მოაღწიეს დედაქალაქამდე, რომელიც საზღვრიდან ძალიან შორსაა. ყოველ შემთხვევაში ახლა ისინი აქ არიან და ალბათ მომავალში უფრო მომრავლდებიან.
4.ცამეტი წლის რომ გახდა, მამამ ქალაქში, დედათა მონასტერში წაიყვანა. გზად სენ-ჟერვეს ქუჩაზე ერთ-ერთ ფუნდუკში გაჩერდნენ. სადილად წვნიანის თეფშები მოუტანეს, რომელზეც მადმუაზელ ლავალიერის ცხოვრების ამსახველი სცენები იყო გამოსახული. დანა-ჩანგლით დაკაწრულ თეფშებზე სარწმუნოების ქება-დიდების, გრძნობათა სინატიფისა და სამეფო კარის პომპეზურობის ნაწერები იკითხებოდა.
5. მინდოდა თუ არა უცხო ადამიანთან ერთად ვახშმობა? ვფიქრობდი და პასუხი არ მქონდა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მას ჩემთან ერთად კიდევ მინიმუმ საათნახევრის გატარება სურდა.
რატომ? ვცდილობდი, რაც შეიძლება სწრაფად მომეძებნა პასუხი:
იმიტომ, რომ ნოსტალგია აქვს? ანუ იმდენად ვაგონებ სამშობლოს, რომ ფიქრობს იმ საათნახევრით მაინც გავუქრობ ნოსტალგიის გრძნობას?
იქნებ მარტოობა მობეზრდა?
ან ისეთი ადამიანია, ვისაც უბრალოდ მარტო არ უყვარს ჭამა და ნებისმიერ ნაცნობს რესტორანში ეპატიჟება?
ხომ შეეძლო, უბრალოდ, კონვერტი გამოერთმია და წასულიყო, მაგრამ ეს არ გააკეთა.
6. ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ ,როცა ჰაბსბურგების საგვარეულოს კიდევ შერჩენოდა საღვთო რომის იმპერიის მართველობის დროინდელი ძლევამოსილი სახელი. თუმცაღა ძნელია წარმოდგენა იმისა, რომ უწინ უძლიერესი გვარი, რომელიც ლამის მთელს ევროპასა და ნახევარ მსოფლიოს განაგებდა დღეს აგრე რიგად დაუძლურებულიყო და უკანასკნელ დღეებსღა ითვლიდა. კუტნა ჰორაში მომხდარი ამბავი კი წარმოადგენდა ბოლო წვეთს ჩეხი ხალხის მოთმინების ფიალაში, რომელსაც საბოლოდ შეეწირა კიდეც ჰუნტრამის უკანასკნელი შთამომავალი.
7.ახლა, როცა საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების დალაგებულ გადმოცემას მივყო ხელი, თავში ათასი მოგონება ამომიტივტივდა. ვზივარ და ვხედავ, როგორ ერთდებიან ისინი ერთ დიდ ფოლიანტად, ქრონოლოგიის დაუცველად ერწყმიან ერთმანეთს და გრძელ, ბრინჯაოსფერ ფოლიანტზე მიყოლებით იწერებიან, ზოგან - მომცრო, ზოგან - მსხვილი, მრგვალი ასოებით. თითქოს, ვიღაცამ რუდუნებით ამოტვიფრა ჩემი ცხოვრება ამ უცნაურ ეტრატზე და ახლა ცხვირწინ მიფრიალებს. ჩემს წარმოსახვაში ნელ-ნელა გამოიკვეთა პატარა ოთახი, სადაც ბავშვობის წლები გავატარე. ჯერ ისევ ყურში მიდგას, როგორ ჭრიალებს ხის ძველი კარი.
შევესიეთ.

გენაცვალათ მამა