Nirvana11მწერენ მე და წერენ აზიზ ნესინი-ს "გიჟი მაღლა ავიდა"
სამმა უკვე მომწერა
* * *
აბა ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო

))
1. ცხელი დღე იყო, ზედმეტად მზიანი. ვიჯექით მარტო მე და ის. შორიდან მუეძინის გამყივანი ხმა აღწევდა, ის ამ ხმას უსმენდა და თან ჰორიზონტს უყურებდა მოჭუტული თვალებით, მე კი დავცქეროდი საკუთრ ფეხებს, ქვიშის მბრწყინავი ნამცეცები რომ დაჰკროდა. გამობურცულ კოჭთან იწყებოდა ნაზი ძვლოვანი ხაზი, რომელიც გადასერილი იყო ღია ცისფერი, წვრილი ზოლით, შემდეგ კი რძისფერ კანში უკვალოდ იკარგებოდა. მის ქვემოთ, ოდნავ მოშორებით კი იწყებოდა ჩაღრმავებათა მოცისფრო რიგი, რომელიც ხუთი თხელი, ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული თითით სრულდებოდა. ლამაზი ფეხის თითები მაქვს - ვიფიქრე მე. მუხლები გავმართე და წვივები მთელ სიგრძეზე გავჭიმე, ტერფები წინ წავწიე, მინდოდა რომ მასაც შეემჩნია ეს. თუმცა ის არც განძრეულა, უტეხი მზერით ისევ შორეთს გასცქეროდა. განაწყენებულმა მუხლები ისევ მოვხარე და გაბუტული ნიკაპი ზედ დავადე.
2. სახურავზე გიჟია, გიჟი! - დაიძახა ვიღაცამ.
მთელი უბანი ფეხზე დადგა.
ქუჩა თავიდან ბოლომდე ხალხით გაივსო. ყველას სეირის ყურება უნდოდა. მალე პოლიციელებიც მოგრიალდნენ მოტოციკლეტებით. ზოგი საგუშაგოდან მოდიოდა, ზოგიც თვით სამმართველოდან. სახანძრო რაზმიც უცებ გამოიძახეს, არ დაუყოვნებიათ.
- ჩემო შვილო, ჩემო საყვარელო, ჩემო ჭკვიანო, ჩამოდი ძირს! - ეხვეწებოდა დედა გიჟს.
3. ცხელოდა, გულაღმა მწოლიარეს სილიდან ამოჩრილი წვეტიანი ქვა ზურგში ერჭობოდა. ანგარიშმიუცემლად გადაბრუნდა მხართეძოზე, მერე წამოჯდა, ხელები ქვიშას დააყრდნო. ქვიშა ცისფერი იყო, ხასხასა ცისფერი. ცისფერი ქვიშა კი არც დედამიწაზეა სადმე და არც სხვაგან. ცისფერი ქვიშა ცისფერ გუმბათქვეშ. და ეს უჩვეულო გუმბათი არ იყო ზეცა, არც ჭერი, არამედ რაღაც ხუფივით გადმოფარებული ტატნობი. უმცდარად გრძნობდა გარშემორტყმული სივრცის დახშულობას, თუმცა ადრე მსგავსი რამ არც ნახვით არასოდეს უნახავს და არც ყურმოკვრით არავისგან სმენია.
4. დილაობით ადრე ვდგები. სახლში გრილა. მე აკანკალებული, შიშველი ფეხებით გავრბივარ დედაჩემის ოთახისკენ, იქ დიდი ღუმელი ანთია და ყოველთვის თბილა. დედა ზის. ან ქსოვს, ან სადილს ამზადებს. ჩემს დანახვაზე სახეზე ღიმილი გაუკრთება ხოლმე და მეკითხება - ადექი უკვე? მე სასწრაფოდ ხელებს მაგრად შემოვხვევ და ვიყურსები. ვიცი, ცუდი ჩვევაა ამხელა ბიჭისთვის, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ძალიან მჭირდება გაღვიძებისას ოთახის და დედაჩემის სითბო ვიგრძნო. მამაჩემი სამსახურშია. დილაობით კვირაში ორჯერ შემიძლია მისი ნახვა.
5. მე ვარ იესო ქრისტიანთათვის, სიდჰარტი ბუდისტებისთვის, მუსლიმანები მუჰამედს მეძახიან, ინდუიზმში - კრიშნას. მე ყველგან და ყოველთვის ვარ. ჩემზე ლოცულობენ. მე ვარ იმედი მომავლისა. მე ვარ ღმერთი, მოვლენილი ამ ქვეყნად კაცობრიობის ხსნისთვის. ჩემი ადამიანური სახელია დენიზი. მე ვცხოვრო იქ სადაც არავის სჯერა ჩემი. მე ერთხელ ვცადე თვალი ამეხილა ურწმუნოთათვის და სასადილოში, ჩემს გვერძე მჯდომ ნაპოლეონს, სუპი გავუქრე, მაგრამ ხალხი ბრმაა და არ უნდათ დანახვა ღვთიური ძალისა, ცილი დამწამეს შეუჭამეო. განა შეიძლება ღმერთს ესეთი რამ დააბრალო?!