ფრენოლოგიT1kokranciglavke1) შუადღის მზე ახალი გადასული იყო, როცა ძველისძველი ეკლესიიდან, რომელიც იოკნაპატოფას ოლქის მთავარ სიამაყეს წარმოადგენდა, ახლადჯვარდაწერილი წყვილი გამოვიდა. ქალს სქელი ქსოვილისგან შეკერილი თეთრი კაბა ეცვა და ფურისულების თაიგული ეჭირა. "მონასტერში უფრო ლამაზი იყო"- გავიფიქრე ჩემთვის და უხმაუროდ გავეცალე იქაურობას.
2) ღმერთმა იცის, რაც სასამართლოზე ითქვა ყველაფერი წმინდა წყლის ტყუილი რომაა. მხოლოდ იმ ზანგმა ბიჭმა არ მიმტყუნა, რას ვიფიქრებდი! მსუქანა ექიმი და მისი თხისწვერა ვაჟიშვილი კი, უნდა დაისაჯონ, ფულით გაბერილი არამზადები! ყველა, ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ბრალი დამდო, თუმცა მე მათ დასჯას ვეღარ მოვახერხებ. მოგეხსენებათ როცა კაცს სიკვდილს მოგისჯიან ისღა დაგრჩენია სამართლიანად მაინც გაანაწილო შენი უხეირო ცხოვრების ნარჩენები. მიუყარო ნათევებსადა ახლობლებს, პირდაღებული ყვავის ბახალებივით რომ შემოგჩხავიან . ანუ ანდერძი შეცვალო.
3) ჯუელი და მე მინდვრიდან მოვდივართ, ბილიკზე. მე წინ, ის უკან, თუმცა ჯუელს თხუთმეტი ფუტით წინ ვუსწრებ, მაგრამ, საწყობიდან თვალი რომ ვინმემ გვადევნოს , მისი ფარფლებიანი , დაგლეჯილი ჩალის ქუდი, ჩემს ქუდზე ერთი თავით მაღლა გამოჩნდება.
4) როცა დეიდა ელის უკანასკნელ წერილს - რომელმაც ჩვენამდე საკმაოდ გვიან, ორი წლის შემდეგ მოაღწია - ვკითხულობდი ნათლად ვხედავდი ომის დაუნდობელ სისასტიკეს, ჯოჯოხეთურ ცეცხლში გახვეულ, გაჩირაღდნებულ ევროპას, გადამწვარ ქუჩებს და მიცვალებული ადამიანების გორებს, ცოცხლად გადარჩენილებს - განწირული, მავედრებელი სახეებით უკანასკნელ მაცოცხლებელ ძალას ,იმედს, ჩაფრენილები შველას რომ ელიან და დაკარგულ ახლობლებს დაეძებენ. საკუთარ ძალებში დაეჭვებულ, ჯერ კიდევ ყმაწვილ ჯარისკაცებს, მაინც მტკიცედ, იარაღასხმულნი რომ მიდიან მოწინააღმდეგის დასახვედრად, რათა სამშობლო დაიცვან, მათსავით უდანაშაულო დამნაშავეებისგან, ისტორია კი უსახელო გმირების წოდებით აჯილდოვებს, იმ დაუფასებელი ღვაწლისთვის, რომელსაც თავგანწირვა ჰქვია.
5)-სძინავს ალბათ ჯერ ბეტის, ეს გავიფიქრე თუ არა თვალწინ წარმომიდგა მისი გაბუსხული ტუჩები და საბანს ზემოდან დაწყობილი პატარა ბავშვივით მომუშტული ხელები. რას არ მივცემდი ახლა მის გვერდით ყოფნაში, რომ ხარბად ჩავისუნთქო მისი თმის სურნელი, ფრთხილად შევუსწორო საბანი სუნთქვისგან ატორტმანებულ მკერდზე, მერე დავჯდე მის საწოლთან და ვუყურო სახეში სანამ არ გაიღვიძებს.
აბა გისმენთ
This post has been edited by Mathilda on 19 Feb 2012, 22:08