1) "ლას ბენტანასის ქუჩაზე უკვე აღარავის ახსოვდა როდის დასახლდა ექიმი ხულიო ხის ერთსართულიან კუთხის სახლში. სახლი სხვა სახლებისგან დიდად არ გამოირჩეოდა, მისი კედლები სხვა სახლების კედლებივით დაბზარული და ხვიარებით დაფარული იყო. თუმცა მის წინ ჩავლილი ადამიანი ერთ უცნაურობას მაინც შენიშნავდა: ფანჯრებზე ფარდების ნაცვლად ძეწკვიანი საათების მთელი გროვები იყო ჩამოკიდებული."
2) "სიჩუმეს ვგრძნობთ, არა იუმედობას, არა მოლოდინს ან შიშს , მხოლოდ სიჩუმეს. წრეში ვსხედვართ და შეთქმულებივით სახეში შევყურებთ ერთმანეთს. ყველამ იცის, ერთი ხმამაღალი ამოსუნთქვაც კი შეიძლება საბედისწერო გახდეს. სიტყვები ისე გადავმალეთ წლობით ვეღარ ვილაპარაკებთ. საიდანღაც მაინც აღწევს გაბმული კვნესა და ჩვენს სიჩუმეს წალეკვით ემუქრება. ყურებზე ხელებს ვიფარებთ. საოცრებაა რომ ასეთ დროს სადღაც ალუბალი ყვავის"
3) "თებერვლის ბოლოდან ზღვა აღელდებოდა ხოლმე, მთელ ნაგავსა და სიმყრალეს გამორიყავდა და მალე ყველაფერი აუტანელი სუნით იჟღინთებოდა. ამ ხნიდან მომავალ დეკემბრამდე ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდებოდა და რვა საათის შემდეგ სოფელში მღვიძარ კაცს ვერ ნახავდი."
4) "ირიჟრაჟა თუ არა, ხუანმა თვალები გაახილა, ოთახი უსიამოვნოდ მოავთვალიერა,, როცა გონს მოვიდა თავი დამძიმებოდა და კოღოებისგან დაკბენილი სხეული საშინლად ექავებოდა. გუშინდელი ღამე თვალწინ დაუდგა, მაგრამ თავი ისე უბრუოდა იმ წამსვე წყლიან ჭიქას დასწვდა და სულმოუთქმელად გამოცალა."
5) "სამყარო რომ პატარა ნაწილაკებისგან შესდგებოდა ჯერ კიდევ ბავშობაში აღმოვაჩინე, როდესაც ვარდის კოკორი ნაგლეჯებად ვაქციე. შიგნით პატარა, მრგვალი სხეული იყო, ამ სხეულის შიგნით სხვა სხეული და ასე უსასრულოდ, თუმცა ჩემი თვალი ამას უკვე ვეღარ ამჩნევდა. უფროს ძმას ვკითხე, ეს ჯაჭვი სადამდე გრძელდება მეთქი. მითხრა, რომ არავითარი ჯაჭვი არ არსებობს, რომ ვარდი შესდგება ფოთლებისგან, ეკლებისგან და კოკორისგან. მე ვუთხარი, რომ კოკორში ის პატარა, ყვითელი ბურთები დავინახე. მხრები აიჩეჩა და არაფერი მიპასუხა. "
აბა
This post has been edited by dariala on 1 Feb 2012, 21:41