მოვედი და ფრენოლოგისაც მაქვს. დავდებ მაშინ ეხლავე.
1
პიერ, ჩვენს ბაღში რაღაც ისე არ არის, - ჩაფიქრებულმა თქვა სოფიმ, ფანჯარა გამოაღო და იმ მიწის ნაგლეჯს გადახედა, სადაც თითოეულ ბალახსაც კი იცნობდა. გაოცებისგან ტანში გასცრა. პიერი საუზმობდა და თან გაზეთს კითხულობდა, როგორც ყოველთვის. ალბათ ამიტომაც იყო, რომ სოფია ხშირად იყურებოდა ფანჯარაში. თუნდაც იმის გასაგებად, როგორი ამინდი იდგა. ასე ხომ ხსირად იქცევიან დილაობით. ყოველთვის როცა გაავდრდებოდა, საბერძნეთზე ფიქრობდა. ნაღვლიანი მოგონებები შემოაწვებოდა ხოლმე. მერე ისევ გაუვლიდა. მაგრამ დღეს ბაღში რაღაც ისე არ იყო.
2
ღამის წყვდიადით მოცულ და ზამთრის სუსხით დატეხილ სხეულს ძლივს მივათრევდი სასაფლაოს გრძელ, ოღროჩოღრო ბილიკზე. უკვე ორი წელი და ოთხი თვეა ყოველ კვირას ვსტუმრობ ლუარის მიცვალებულთა ნავსაყუდელს. თავიდან უდიდეს ტკივილსა და შიშს განვიცდიდი, ახლა კი - ასე მგონია მეც აქაურობის ბინადარი ვარ. აქ ხომ ჟულიენია, ჩემი პატარა ჟულიენი და ყოველ კვირას, დათქმულ დროს, მელოდება ისევ ისეთი - ღიმილიანი...
ჟული, ძვირფასო, დღეს შენი საყვარელი შოკოლადი მოგიტანე.
3
ჯერ კარი მოვხურე, შემდეგ ჩავკეტე, შემდეგ ჩემს ეზოს ღობე შემოვავლე, შემდეგ ღობე ქვის გალავნით შევცვალე, შემდეგ ციხე-სიმაგრე ავაშენე...და მაინც ვერ დავიცავი ჩემი შინაგანი სამყარო თქვენგან.
ის ყვავი ხომ თქვენ ხართ, რომელმაც გალავანს ზემოდან გადმოუფრინა და ჩემს ეზოში ამოსული ხორბლის თავთავები ასე საგულდაგულოდ დაკორტნა.
თქვენ ის მეხი ხართ, რომელმაც ჩემი ყვავილები ერთიანად მიწასთან გაასწორა.
თქვენ ის ონავარი ბავშვები ხართ, ჩემი ეზოს ვაშლები რომ დაკრიფეს და იქვე დააგდეს.
ის ნისლი, ჩემი ეზო, რომ მთლიანად დაფარა და მე მისი ცქერით ვეღარ ვტკბები! - თქვენ ხართ!
ვხედავ კედლიდან გამოშვერილ თქვენს გამხდარ ხელებს, რომლებსაც ჩემი სულის ნაფლეთებად ქცევა განუზრახავთ. მე კი მისი დაცვა გამჭირვებია.
4
არავის შეუნიშნავს ქუჩის კუთხეში, უპატრონო კატების საყვარელ ადგილას როდის წამოიმართა პატარა შენობა, როდის გაუჩნდა შენობას ლურჯი სახურავი და წითელი კარი. როდის დადგეს ფანჯრებზე ათასგვარი ყვავილი , მოხატული ქოთნებით და როდის გაჩნდა შენობაზე მოციმციმე წარწერა ”დამკრძალავი ბიურო”, მაგრამ როცა ქუჩის მაცხოვრებლებმა რიგრიგობით დაიწყეს საიქიოში გადაბარგება, ეს პატარა და ლამაზი შენობა მაცხოვრებლების სევდიანი ყურადღების ცენტრში მოექცა. ზოგი ამბობდა ნამდვილი დაცინვააო, ზოგიც, სანამ მაგას ააშენებდნენ ამ ქუჩაზე საერთოდ არავინ კვდებოდაო, ზოგს უხაროდა რომ შორს არ მოუწევდა წასვლა მიცვალებულზე საზრუნავად. დამკრძალავ ბიუროს კართან დაკიდული ზანზალაკი კი შეუწყვეტლივ წკარუნებდა, დილის შვიდიდან საღამოს ცხრა საათამდე...
საინტერესო ნაწერებია აბა გელოდებით
* * *
თიკომ მომწერა უკვე პასუხი. ფრენოლოგიც აქ არის მომწერს მემგონი უკვე.
SPC-იც გაიშრობს თმებს და ეგ არის რა ))