შეესიეთ აბა

1.პიჯაკი და პერანგი ერთი ფერის არ უნდა იყოს, რამდენჯერ ვთხოვე!" - ბუზღუნებდა მოხუცი მოსამართლე და ერთი-მეორეს მიყოლებით აღებდა ძველი კარადის უჯრებს.
აგერ, უკვე 50 წელი შესრულდებოდა რაც ქალაქის მთავარი მოსამართლე ერქვა და ამიტომ ყოველი სახლიდან გასვლის წინ, საგულდაგულო არჩევდა ტანსაცმელს.
"ხალხმა დაუდევრად ჩაცმული რომ მნახოს, ჩემს მიმართ პატივისცემას დაკარგავენ" - ამბობდა იგი და მართლაც, მისი ჩაცმის მანერა ყოველთვის გარკვეულ პატივისცემას იწვევდა ქალაქის მაცხოვრებლებში
2. ახალგაზრდა მხატვარი, პიერი, შთაგონებას ყოველთვის ზღვის პირას მდგარ, მიტოვებულ, სახლში ჰპოვებდა, რომელიც საკმაოდ პირქუშად გამოიყურებოდა, ის ხომ ჟამთა სვლის უტყვი მოწმე იყო. როდესაც პიერმა პირველად შედგა ფეხი ამ სახლში მთელი სხეული აუკანკალდა, მუზისგან აღგზნებულმა როგორ გაასწორა მოლბერტი და პალიტრაზე ფერები გამოიყვანა დღემდე არ ახსოვს, მას შემდეგ ყოველ მოსვლაზე განსხვავებული შეგრძნება ეუფლება და მისი ყოველი ტილო ამის უტყუარი საბუთია.
3 . გამოცდების პერიოდი მოახლოვდა თუ არა, მალკოლმ მალკოლმსონმა გადაწყვიტა, ისეთ ადგილას განმარტოებულიყო, სადაც კითხვაში არავინ შეუშლიდა ხელს. ზღვის მომხიიბვლელობა ცოტა არ იყოს აფრთხობდა, მაგრამ არც სრული მარტოობის მომხრე იყო, ერჩივნა, რომელიმე მყუდრო ქალაქში ეპოვა თავშესაფარი. მეგობრების კომპანიაში ყოფნა არ სურდა, მათთან ერთად ისე გულიანად ვერ ჩაუჯდებოდა სამეცადინოს, ამიტომ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ჩაალაგა თავის პატარა სამგზავრო ჩემოდანში ტანისამოსი და წიგნები, გაემგზავრა სადგურში და პირველივე უცნობ დაბამდე აიღო ბილეთი.
4. ასე შუაღამე იქნებოდა, როცა მორფის შეშხაპუნების მერე დაეძინა. ელენა მისი საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში მოკალათდა. სასტუმრო ოთახში კი სამხედრო საბჭო შედგა.
გადაწყვიტეს, ღამის გასათევად ყველანი აქ დარჩენილიყვნენ. ჯერ ერთი, ღამე სიარული, თუნდაც კარგი საბუთები გქონდეს ხეირს არ დაგაყრის. მეორე ელენასათვის უკეთესია- ვინ იცის, რა დასჭირდება. მთავარი კი ის არის, რომ ასეთ დროს, შინ არ იჯდე და სადმე სტუმრად იყო.
5. დიდი ხის კარი ო'კონელის ქუჩაზე ყოველთვის იპყრობდა ჩემს ყურადღებას (ეს დუბლინის ულამაზესი ქუჩაა), ჩუქურთმები ისე ოსტატურად იყო გამოსახული ხეზე, თითქოს მათ ამომკვეთს რაღაცის თქმა ვერ გაუბედავს და ასე ცდილა ამ ამბის გამხელას. არასოდეს დამინახავს ამ კარიდან ვინმე გამოსული ან შიგნით შესული, წარწერა კარზე კი სახლის მფლობელის არც თუ უმნიშვნელო თანამდებობაზე მიუთითებდა.