მამაჩემის ანდერძშიჩ წერია ქარჩხაძის შესახებ...
1989 წელს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის პიკისას დაგვიწერა მე და ჩემს ძმას...
რაღაც მოთხოვნები ქონდა...
როგორები უნდა ვყოფილიყავით და რაც მთავარია როგორები არ უნდა ვყოფილიყავით...
და ერთ-ერთი პუნქტი ამ ანდერძში იყო იმ მწერლების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წაგვეკითხა...
და ჭილაძესთან, დოჩანაშვილთან და კიდევ რამდენიმესთან ერთად ჯემალ ქარჩხაძეც ეწერა...
ხო და რო წავიკითხე ეგ ანდერძი, მაგრად ვიკაიფე, ეს ჯემალ ქარჩხაძე ვინღაა ნეტა, რას არ მოიტანს მამაჩემი მეთქი... (კიდევ სხვა "სასაცილო" გვარ-სახელებიც ქონდა მწერლების)...
ქარჩხაძის წიგნებს ახლახანს მივაკვლიე სახლში, თორემ იმდენი წიგნი მაქს, ადრე არც გადავწყდომივარ...
ხო და 2010 წლის აპრილშ პრეზენტაციაზე მოვიდნენ სამსახურში ქარჩხაძის გამომცემლობიდან და მამაჩემის ანდერძი გამახსენდა დაქარავანი, ანტონიო და დავითი და იუპიტერის სინანული ვიყიდე...
ხო და მაგის მერე მივყევი და მივყევი...
პ.ს. მამაჩემი გადაურჩა იმ არეულ დროს და რადგან ცოცხალი იყო, მაგიტომ არ ვაქცევდი დიდ ყურადღებას მაგის ანდერძს

ხო და რო წავიკითხე ეხლა ქარჩხაძე და მაგრად მომეწონა, დავუწყე ეხლა გამოკითხვა მაგის პიროვნების შესახებ...
რატომ არ იყო ცნობილი, რატომ არ რეკლამდებოდა და ა.შ...
და როგორც მითხრა ქარჩხაძე არ მეგობრობდე მეტრაკე (მამაჩემის სიტყვებია) წითელ მწერალთა კავშირთან და მაგიტომო...
თუმცა ქართული ლიტერატურის მოყვარულ ხალხში დიდი მოწონებით სარგებლობდაო..