თარგმანებზე რა აზრის ხართ?
ლიონ ფეიხტვანგერის "ცრუ ნერონი" თუ გაქვთ ვინმეს წაკითხული? დავით წერედიანთან ერთად რომ თარგმნა..
* * *
ადრე, დიდზე დიდი ხნის წინათ მქონდა ამ თარგმანის შესახებ წანაკითხი და საერთოდ რომ არ ველოდებოდი ისეთ დროსა და ადგილას გადავაწყდი შემთხვევით... წიგნი საკმაოდ ძველი იყო, ალბათ სულ პირველი გამოცემა და შეიძლება უკანასკნელიც, არ ვიცი.. მაგრამ ხელშეუხებელი რომ იყო ეს აშკარად ეტყობოდა და ახლაც ცხადად მახსოვს ჩემი მაშინდელი სიხარული
* * *
ეს ლექსი რაღაცნაირად მომწონს, ამეკვიატა
სიმღერა მექოთნე მაქსიმუს ტერენციუსზე "ცრუ ნერონი"
"მექოთნემ გამოძერწა ოინი ლამაზი,
ქვეყნად წარემართა ოინი თამაშით,
ოინი მოედო ქვეყანას.
აქტა ჩამოვიდა და დარჩა სახტად:
ოინთან ოინი ეწადა აქტას,
მაგრამ აქ გაწბილდა ოინი მკვეხარა.
მექოთნე ცხოვრობდეს ქოთანთა შორის ,
ქოთანი აკეთოს ერთი თუ ორი,
რამეთუ მეფეთა არ არის სწორი.
მაგრამ ეს მექოთნე უვიცი თუა,
ტალახის ზელაზე თუ ამბობს უარს,
მას იმპერატორი ასწავლის ჭკუას,
და კარგად გაიგებს მექოთნე ფლიდი-
ვინ არის მცირე და ვინ არის დიდი.
უკვე გვიანღაა მექოთნევ ჩემო,
რაც არ შეგფერის ტყუილად ჩემობ,
მაშინ შენ გაიგებ სიცოცხლის გემოს,
როს იმპერატორი ხელს მაგრად მოგკიდებს.
იგი აქ გაჩნდება დღესა თუ ხვალე,
სულ გაგიცამტვერებს, მაგ ამბავს მალე,
მაღლა ჩამოგკიდებს."
This post has been edited by _Moxuci_ on 6 Nov 2013, 20:54