ერთი კვირაა ბიბლუსში დავდივარ და ვთვალიერებ ქარჩხაძის წიგნებს. რატომ ადევს ასეთი ფასები
ორივე თემა წავიკითხე დღეს, გული მწყდება რომ ელექტრონული ვერსიებიც არაა თითქმის არაფრის.
მეც თითქმის არაფერი მაქვს წაკითხული.
შეგიძლიათ მათხოვოთ წიგნები
– წარმოიდგენთ, რომ ამ ხნის კაცი ხომალდზე პირველადა ვარ? – ამ სიტყვებით ისევ
ღიმილით შემომხედა, – თქვენ იმდენი გიმოგზაურიათ, ალბათ მობეზრებულიც გექნებათ.
– არა. მოგზაურობა ისე მიყვარს, ალბათ არასოდეს მომბეზრდება.
– უცნაურია... – დაფიქრებით თქვა ანტონიომ.
– უცნაური? რატომ?
– უცნაურია, რომ კაცს დაბეჯითებით შეუძლია თქვას, რა უყვარს და რა არა.
– განა ეს ასე ძნელია?
– არ ვიცი... მე, მაგალითად, სანამ ბოლომდე ვიტყოდე იმას, რაშიაც დარწმუნებული ვარ, უკვე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ვცდები.
ქვეყნად იმიტომ არ მოვდივართ, სანამ სიკვდილი მოგვკლავს, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი სიცოცხლის შენარჩუნება იყოს.
ანტონიო და დავითი.
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია...