კაროჩე დღეს ვიყავი და მეგობრულად გირჩევ ნუ წახვალ და ნუ გადაყრი წყალში 12 ლარს

სასწაულად არ მომეწონა... რამოდენიმე პუნქტად ჩამოვწერ

უარყოფითები:
1. 3D. ამაზე საშინელი 3დ ალბათ მსოფლიოში არ არსებობს... ჯერ ერთი რო სათვალეები ისეთი მძიმეა ცხვირი ახლაც მტკივა, მეორე სასწაულად ჭუჭყიანია და ნახევარი საათი უნდა წმინდო. თუ გაწმინდე როგორმე ისეთი ბნელია რო Cam.rip-ით უფრო გაარჩევს კომპში რო უყურო რა ხდება. განსაკუთრებით ბნელი კადრები თუ იჩIთება. ასე რომ ნახევარზე მეტი მოხსნილი სათვალეები ვუყურე. ჩვეულებრივი 2დ იყო, შეიძლებოდა ისე ყურებაც.
2. მთლიანობაში ნორმალურად ითამაშა გარფილმა პიტერის როლი მაგრამ აი ყოველ მეორე სცენაში ტიროდა

###### ტარიელს იქ რო ტირილი ატყდა, პლიუს კიდე რავი რაღაც სხვანარად ითამაშა... უფრო ცოტა ცანცარა ტიპის იმიჯი ჰქონდა ვიდრე პარკერის.
3. დიალოგები არ ვარგა არაფრად... აი ###### ბოლივუდს ისეთი რაღაცეები იჩითებოდა. განსაკუთრებით ფლეშის პერსონაჟი არ მომეწონა. ერთხელ გაარტყა და ეგ იყო დალშე წავიდა მე მესმის შენი ძმაო, დამარტყი, ხო გადაგიარა სიბრაზემ და ჩახუტებები და ბაზარი. არადა მაგაზე დიდი ჩათლახი არავინ იყო პიტერის ცხოვრებაში როცა სკოლაში სწავლობდა.
4. თითქმის ყველამ იცის ფილმში რო პიტერია ობობა. არადა ყველაზე მეტად მაგას უფრთხილდება რო არავინ გაიგოს... ამათ კიდე პირდაპირ ეგრევე ხვლიკს გააგებინეს

5. სასწაული ბოლივუდური ბაზარი იჩითება როგორც უკვე ვთქვი... განსაკუთრებით ის ამწეები რო დაულაგეს რიგზე მშენებლებმა. და კიდე ბოლოს შენობიდან ვარდება პიტერი და უცბად ხვლიკი დაიჭერს და ააახ ააახ ეძიდება მაღლა დიდი ძალისხმევით... როცა შეუძლია კედლებზე ცოცვა ჩვეულებრივ
6. ერთი დიდი მელოდრამაა მთლიანობაში 2 საათი 15 წუთი არის ფილმი და ალბათ მაქსიმუმ 15 წუთი იქნება ექშენი და ჩხუბი. დანარჩენი უაზრო დიალოგებია.
7. არა აჩვენეს აფტერქედიტი. ხვლიკი რო ციხეშია და ვიღაცას ელაპარაკება, სავარაუდოდ მეორე ნაწილის პლოტი უნდა დებულიყო შიგ. აქ კიდე ტიტრები როგორც კი წავიდა ეგრევე ჩააქვრეს შუქი.
8. სპაიდის მთელი არსი და აზრი რაშიც დევს მაგ პერსონაჟის, რომ great power takes great responsibility არცერთხელ არ არის ნამიოკითაც კი ნახსენები, არადა ეგ არის ობობას კრედო.
დადებითები.
1. ჩხუბები არის კარგად გაკეთებული. მომეწონა
2. first person ეპიზოდები არის ძაან ჯიგრული. მართალია სულ 1-2-ჯერ აჩვენეს და ტრეილერში რო იყო ის ნაწილები ამოჭრეს მარა რაც იყო ისიც კარგად იყო, იმედია მეორე ნაწილში გამოიყენებენ კიდე უფრო მეტად.
3. სტენ ლის ეპიზოდი არის აი ძაან სასაცილო
4. ნორმალური იუმორია ფილმში. არც ძაან მაგარი და არც ცუდი.
მთლიანობაში 10-დან 5-ს დავუწერდი მე...
This post has been edited by Dzigo on 7 Jul 2012, 01:49