მეც გადავავლებ ხოლმე შუაშუა ხანდახან
განსაკუთრებით მეორე და მეხუთე ნაწილებს ხოლმე

პირველად წავიკითხე მე-2 ნაწილი და სხვა გრძნობაა ხოლმე მაგის გადაშლა რა
2008 წლის 7 მარტი იყო და ჩემმა კლასელებმა თქვეს ხვალ დამრიგებელს ვუყიდოთ რამეო

და რო ვათვალიერებდით რა შეიძლებოდა მაღაზიის შესასვლელში ვნახე წიგნები იყიდებოდა და რო დავინახე გამახსენდა როგორ მინდოდა მეორე თუ მესამე კლასში ყოფნისას ჰარი პოტერის ყიდვა და დედაჩემმა მაინცდამაინც იმ გვერდზე გადაშალა წვინტლის გემოიან კანფეტს რომ ახსენებს რონი მატარებელში :დ და საზიზღრობააო არ გვიყიდა
ხოდა სახლში რო მოვიედი დედაჩემს ვუთხარი მინდაო ყიდვა და ოღონდ არ დადოთ ფული მასწავ;ებლის საჩუქრისთვის და ხვალვე იყიდითო იმ ფულითო რა :დ ვერ იტანს მასეთ რამეებს
რიგრიგობით ვკითხულობდით მე და ჩემი ძმა. ჯერ მე წავიკIტხე მეორე და იმან პირველი მერე გავცვალეთ :დ ნუ პირველი კინო მქონდა ნანახი და არ გამიჭირდა :დ
მერე პირიქით, მესამე წავიკითხე მე და იმან მეოთხე >> თანმიმდევრობა არ ვიცოდით, არავინ გვყავდა ვინმე წაკითხული რომ ჰქონოდა და რადგან ცეცხლოვანი თასი უფრო მსხვილი იყო მეოთხედ ჩავვალეთ... ხოდა ამ ლოგიკის გამო მეექვსე ნაწილი მეხუთედ მივიჩნიეთ და იმან ნახევარპრინცი დაიწყო (მეხუთე ეგონა) მე ფენიქსი და ერთ საათში მითხრა ბიჭო სირიუსი მომკვდარა ეგაა მეხუთეო

გამიტყდა ძაან :დ
მაგრამ ყველაფერი წინ მელოდა
მეორე დღეა მე ვიყავი სოფელში და სახლში რო დავბრუნდი ქუჩაში დამხვდა ჩემი ძმა, დავამთავრე კითხვა და აღარ ვიცი რა უნდა მოხდეს ემრე დამბლდორი მოკლა სნეიპმაო :დ
ხოო... ეს იყო საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში

ფეხისთრევით ავედი ჩემ ოთახში და საწოლზე ვეგდე მთელი საღამო მახსოვს თან სულ დამბლდორი მედგა თვალწინ :დ
ეს იყო მაისის ბოლოს დაახლოებიტ და აგვისტოში მე-7ეც გამოვიდა :დ თან აი მაშინ ის ასწორებდა რო არც როულინგი ვიცოდი სახეზე არც ის მეშვიდე რომ ჰქონდა დაწერილი და თუ ქართულად გამოვიდა არც ეგ, სუულ შემთხვევით ვნახე წიგნების მაღაზიაში :დ რამდენიმე დღეა გამოვიდაო და მაშინვე დავითრიეთ
ორი დღე ერთად ვკითხულობდით და ამის მიუხედავად მაინც სწრაფად და კარგად წავიკითხე
ბიჭოს რამდენი ვწერე
დღეს და გუშინ მეშვიდეს ორივე ნაწილს ვუყურე :დ
რა მიხარია
შუალედურები ახლოვდება
*Artless*კი ოღონდ მე-7ეს წაკითხვამდე :დ

მერე ვერ ვწირავდით სიკვდილისთვის ერთმანეთს
This post has been edited by ზურატი96 on 25 Nov 2014, 22:51