აი, ადამიანი!
დიდი მადლობა ქალბატონ ჯოანას, ასე ერთად რომ შეგვყარა და დაგვაახლოვა ამხელა სამყაროს ამდენი ნაშიერი!
გაგვამაგა და გაგვაჯადოქრა!
გაგვაპროფესორა და გაგვაანიმაგუსა!
გვასწავლა უამრავი(მიუტევებელი)შელოცვა-წყევლა, დათარსვა და გათვალვა!
გვასწავლა ნდობა და უნდობლობა!
გვაზიარა ლეგილემენსსა და ოკლუმენციას!
გაგვათვითცნობიერა შხამ-წამლებსა და ათასგვარ მცენარესა და სოკოს მავნებლობა-სარგებელში!
აგვიხსნა ყოველგვარი ელექსირის მომზადების წესი!
წარმატებით გადაგვალახვინა დაბრკოლებანი ბნელ ძალებში და დაგვაძლევინა შიში ბოგარტის წინაშე!
გვიჩვენა უამრავი სახიფათო ჯადოსნური არსება და მათი გულუბრიყვლო პედაგოგი!
გვატარა უამრავ სახიფათო დაბლოკილ თუ წყევლადადებულ ბილიკზე. მაგიის სამინისტროსა თუ წმინდა მუნგოს კლინიკაში. აკრძალულ ტყესა თუ მიწისქვეშეთში.
მოგვცა ონავრების რუკა და დაგვარღვევინა უამრავი შიდასასკოლო წესი!
ჩაგვსვა ჰოვორტის ექსპრესში, გაგვანაწილა სხვადასხვა ფაკულტეტზე და მიგვიღო ქვიდიჩის გუნდში(მე მეკარე ვარ!!!).
დაგვსაჯა და გვალაგებინა სხვადასხვა საკლასო ოთახი თუ დარბაზი. გვაწმენდინა დამტვერილი აბჯარი, გვახეხინა ღამის ქოთნები და გვასრულებინა უამრავი სადამსჯელო წერითი სამუშაო!
გვახეტიალა ჰოგსმიდის ქუჩებსა და გოდრიკ ჰოლოუს შუკებში.
შეგვასახლა ბუნაგსა და ნიჟარაში, გრიმოს 12 ნომერსა და პრივიტ დრაივის 4 ნომერში.
გზა აგვიბნია მრუდესა და მრუმე ქუჩებზე!
გრიგოტსის ბანკში შეგვიყვანა ცარიელ-ტარიელი, უკან დაგვაბრუნა გალეონებით, სიკლებითა და კნატებით სავსე ჯიბეებით!
ცეცხლოვანი ვისკი და ბურბურახი გაგვასინჯა ღორის თავსა და თაფლუჭში, გახვრეტილ კარდალასა და სამ ცოცხში!
დაგვაგემოვნებინა შოკოლადის ბაყაყები და ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს კანფეტები!
ერთად ვსწავლობდით და ვაბარებდით გამოცდებს ბ.უ.ა.-სა და კ.ა.ტ.ა.-ში!
ერთად დავიპარებოდით საიდუმლო ოთახსა და აკრძალულ ტყეში!
ვიზუთხავდით გაკვეთილებს ჰერმიონთან ერთად!
ვაბრაზებდით ჰერმიონს რონთან ერთად!
ვქირდავდით და დავცინოდით დრაკოსთან ერთად!
ვიყავით ლუნასავით უცნაურნი და სასაცილონი!
ვხუმრობდით და ვოინბაზობდით ფრედისა და ჯორჯის თამადობით!!
ვსაუბრობდით რუნულად და პარსულად!
ერთად ვუშლიდით ნერვებს და ხელს ფილჩს!
ერთად ვცელქობდით ჯეიმსთან და სირიუსთან, პიტერთან და რემუსთან!
გვიყვარდა და ვჯაშუშობდით სევერუს სნეიპთან ერთად!
ერთად დავიღუპეთ დობისა და ჰედვიგთან, სირიუსსა და დამბლდორთან, სევერუსსა და ფრედთან!
ერთად მოვისაკლისეთ მუდი და სკრიმჯერი, ტონქსი და ლუპინი!
ერთად განვიცადეთ ბელატრისასა და ლორდის დაცემა!
ერთად ვსვამდით ათასნაირ ელექსირს, ვიღებდით ათასნაირ სახეს და ვმონაწილეობდით ათასგვარ მოვლენაში!
ვიყავით მეამბოხეები და ონავრები, სიკვდილის მხვრელები და ორდენის წევრები, ტაციები და თვითმარქვიები!
ერთად ვმოგზაურობდით ბუხრებითა და პორტაჟებით!
დავფრენდით ცოცხებით, თესტრალებითა და ჰიპოგრიფებით!(დრაკონებითაც)!
ერთად დავფათურობდით საფიქრელაში და ვიმზირებოდით სილივრუს სარკეში!
ერთად მოვიპოვეთ ფილოსოფიური ქვა და მოვკალით ბასილისკო!
გადავარჩინეთ ბაკბიკი და მაწანწალა უსამართლო სასჯელს!
მივიღეთ მონაწილეობა სამი ჯადოქრის ტურნირში! შევხვდით დრაკონებსა და სირინოზებს, გავიცანით სფინქსი და თავი დავაღწიეთ ლაბირინთს!
გავერთიანდით ფენიქსის ორდენში და სიკვდილის მხვრელობაში დავხელოვნდით!
დავიმალეთ მიშველე-ოთახში, დავარბიეთ სამინისტრო და გავაქციეთ ამბრიჯი!
პრინცმა გვასწავლა არალეგარული შელოცვები და ამა თუ იმ მიქსტურა-ელექსირის სწორად მომზადება!
სიკვდილმა დაგვირიგა თავისი შეუფასებელი საჩუქრები!
ერთად ვიპოვეთ და გავანადგურეთ ჰორკრუქსები!
ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ ბნელი ლორდი!
ერთად ვუსმენდით და ვეკითხებოდით მაკგონაგელს!
ერთად გვეშინოდა და გვერიდებოდა პროფესორ სნეიპის!
ერთად გვასწავლიდა და გვაზეპირებინებდა ფლიტვიკი!
ერთად გვიხსნიდა და გვაჯიბრებდა სპრაუტი!
ერთად გვცდიდა და გვმოძღვრავდა პროფესორი დამბლდორი!
ერთად ვიგებდით და ვაგებდით მონინააღმდეგე გუნდთან ქვიდიჩში!
ერთად ვიღებდით და ვკარგავდით ქულებს!
ვიყავით დამბლდორივით ძლიერნი და გონიერნი!
პროფესორ სნეიპივით დიადნი და იდუმალნი, გულჩათხრობილნი და ცივნი!
ვიყავით ლორდ ვოლდემორტივით გულქვანი და ბოროტნი, სასტიკნი და უნდონი!
ვიყავით ბელატრისასავით იმპუსურნი და ცივსისხლიანნი!
ლუციუსივით მდიდარნი და ნარცისასავით მედიდურნი!
ჰაგრიდივით გულუბრიყვლონი და ტონქსივით მოუხერხებელნი, თუმცა მეტამორფოზმაგუსნი!
ვიყავით ფლერივით ლამაზნი და სირიუსივით სიმპატიურნი!
ჯეიმსივით ტრაბახანი და რემუსივით მორჩილნი!
პიტერსავით გამცემნი და მომნანიებელნი!
ქსენოფილიუსსავით ქარიზმატულნი და ექსტრავაგანტულნი!
გაჩეჩილნი და თმაგაზიპულნი!
წითურნი და შავთმიანნი!
ჭორფლიანნი და სახენაიარევიანნი!
ლაჩარნი და მამაცნი!
ამაყნი და თავმდაბალნი!
ჭკვიანნი და ქარაფშუტანი!
ძლიერნი და სუსტნი!
პედაგოგნი და აღსაზრდელნი!
დამცველნი და დაცულნი!
ვიყავით მაქციებიც და გოლიათებიც, ვიილებიც და ლეპრეკონებიც, ელფებიც და გობლინებიც, სქვიბებიც და მაგლებიც!
სლიზერინელებიც და გრიფინდორელებიც!
ჰაფლეპაფელებიც და რეივენქლოელებიც!
ერთად დავდიოდით, დავდივართ და ვივლით სათვალიანი, შუბლზე ელვისდარ ნაიარევიანი ბიჭის ნაკვალევზე!
ერთად! ერთად!
და ეს ყოველივე ამ შესანიშნავი ქალი-მწერლის შესანიშნავი ნაწარმოების მეოხებით!
ქება და დიდება მას!
და ყოველ თქვენგანს, ვინც დედა ჯოანის დიდი ჯადოსნური სამყარო გაითავისა და შეიყვარა!