#45909923 · 10 Oct 2015, 14:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Sky Movies-მა, გაერთიანებულ სამეფოში ახალი ტელეარხის შექმნა გადაწყვიტა, რომელსაც ,,ჰარი პოტერის” მაყურებელს მიუძღვნის. ისინი ამბობენ, რომ ტელეარხზე ფრანჩაიზის გარდა არაფერს გაუშვებენ და ფილმი მუდმივად იტრიალებს ტელევიზიაში. ეს სიახლე ფილმის 15 წლის იუბილეს დაუკავშირეს და ასევე განაცხადეს, რომ გარდა სერიებისა, აჩვენებენ დოკუმენტურ მასალასაც, კადრს მიღმა სცენებს, ინტერვიუებს დენიელ რედკლიფთან და ქასთის სხვა წევრებთან.
თუმცა, ეს არხი სამუდამოდ არ იარსებებს. მისი ხილვა მაყურებელს მხოლოდ 9 დღის განმავლობაში შეეძლება, რომლის ათვლაც 24 ოქტომბრიდან დაიწყება.
|