#37213569 · 12 Jul 2013, 13:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (ლექტერი @ 9 Jul 2013, 19:01 ) | Menestrel ეგ სსრკ_ს დროს გაზრდილი მასწავლებლების ბრალია . სსრკში ხახლისთვის ფაშიზმისა და ნაციზმის ახსნა განმარტება და პარალელების გავლება --- ეზარებოდათ და მტრის ხატი იყო ერთი - ფაშიზმი , ფაშისტები და ა.შ.
საერთოდ სსრკ ს დროს როგორც ესე , ნაცისტური გერმანია თუ არის ნახსენები ისტორიის სახელმძღვანელოებში არ. ვიცი .... ყველგან ფაშისტური გერმანია მხვდება მე .....
|
მარტო სიზარმაცის ბრალი არ უნდა იყოს, მე უფრო იდეოლოგიური მიზეზი მგონია:
"ნაცისტები" რომ ეთქვათ, იქვე ისიც უნდა განემარტათ, რომ "ნაციზმი" ნაციონალ-სოციალიზმს ნიშნავს.
შესაბამისად, საბჭოელ მოქალაქეს გაუჩნდებოდა ბუნებრივი შეკითხვა - თუ ისინიც სოციალისტები არიან და ჩვენც, მაშინ რაღა გვაქ საომარი?!
ამიტომაც ჭკუაში დაუჯდათ ტერმინი "ფაშიზმი" და ორი რადიკალურად განსხვავებული მოვლენა ერთიმეორეს დაუკავშირეს.
სინამდვილეში იტალიური ფაშიზმი ისევე ჰგავდა გერმანულ ნაციზმს, როგორც... მაშინდელი იტალიური არმია გერმანულ არმიას.
|