#60507868 · 28 Jun 2023, 18:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საბჭოთა კავშირში მწერლობის მორჯულების და სოცრეალიზმის სამსახურში ჩაყენების მერე თარგმანებს მიდგნენ. ან ისეთ წიგნებს თარგმნიდნენ რაც იდეოლოგიურად აწყობდათ ან რაც გაიპარებოდა და ზუსტად მაგათთვის არ იყო, იქ წინასიტყვაობაში უნდა დამუშავებულიყო მკითხველი, მათი წარმოდგენით. შესაბამისად იყო ის რაც იყო. ძალიანაც ნუ განიკითხავთ ავტორებს, ეპოქა ისეთი იდგა, რომ როგორც ერთი ბრძენი ამბობს, გეომეტრიის წიგნის შესავალშიც კი სოციალიზმის შესახებ იყო საუბარი.
პ.ს ახლებშიც მიჰქარავენ ხოლმე, მაგრამ რაოდენობრივად და ხარისხობრივად ნაკლებია. იმხელა იდეოლოგიურ უროს არავინ გირტყავს. თან ეხლა წინასიტყვაობებსაც მაინცდამაინც აღარ ვკითხულობ. პ.პ.ს დოსტოევსკის "ეშმაკნის" საბჭოთა წინასიტყვაობა არის უუუუუფ.... ეტყობა, ძალიან ეწვოდათ. თან ალბათ რობაქიძის მერე მითუმეტეს
|