მდაა... ისევ მძიმედაა საქმე.
ე.წ. ლიტერატურული ელიტის თანამედროვეობა ისევ ვერ გამოდის სექსისა და ინტიმური თემების შესახებ
ერის დამოძღვრის, სწავლა-განათლების და ევროპის გზაზე დაყენების მესიანური იმიჯიდან

ყოველი მეორე მოთხრობა ამ "დუხშია". ზოგიერთი მკითხველი ბლომად იპოვის ასეთ სტილში უწყინარ პასაჟებსაც, რა თქმა უნდა, ხო არის ხალხი ვისაც მოსწონს ეს სტილი...
ინტიმური თემატიკა და თავისუფალი თხრობა ის სინთეზია, რომ იუმორსაც აძლევს გასაქანს და რადგან დასაწყსიშივე აღიარებ თემატიკის პრიმიტიულობას _
დიდი შანსია გაგიმართლოს და გულწრფელადაც გამოგივიდეს აქა-იქ ნაწერი, ან მით უფრო გაგიმართლოს და _ მკითხველმაც უბარიეროდ დაინახოს შენი გულწრფელობა,
ან უბრალოება დავარქვათ, ან შეუკაზმავობა და პირდაპირობა. რაც გინდა.... მაგრამ ფაქტია, რომ ჯამში მდარე დონეა.
ნუ ერთ-ორ მოთხრობა სხვებთან შედარებით კიიიიდე არაუშავს...
იმის იქით, კი, სიუჟეტური ფანტაზია თითქმის ყველასთან მოიკოჭლებს. მწერლის ქვეცნობიერი მხოლოდ ნაჭორავებ-გაგონილს და უბნის ბირჟაზე ყურმოკრულ ამბებს,
უკეთეს შემთხვევაში კი მათსავე თავს გადახდენილ „ძიშოვი“ ისტორიების დააფდეითებული და დასლენგებული ვარიანტებია. ისევ ის ციხეების და ბიჭ-ბუჭობის ამბები, დანის ტრიალი და „დვიჟენიები“...
დაგეუფლება შეგრძნება, რომ სადღაც სუფრაზე ან სულაც ხის ჩრდილში ისმენ ტიპური გალიბერალებული და გაკაიტიპებეული ნაძველბიჭარის სტანდარტულ აღსარებას, ოღონდ მესამე პირში.
უბედური ქალების უბედური ისტორიები, რომელიც თანაგრძნობაზე მეტად გაურკვევლობას იწვევს (არადა თანაგრძნობისთვის რომ დაიწერა აშკარად).
და რაც თითქმის ყველა მთავარ გმირს ახასიათებს _ შეფარული ეგოიზმი (ალბათ საკუთარ პესონაზე ცუდად წერის გამო)...
ნუ სტანდარტულად ნარკოტიკების, ბოზების, გეების [ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, პრობლემური თემატიკის ჭრილში, აბა ისე როგორ.. : ) ] და სხვათა ყალბი ისტორიები და უხორცო ჩონჩხები...
არის შედარებით კარგი იდეებიც და შუაში ან ბოლოსკენ დასანანად გაფუჭებული.
მოკლედ, თანამედროვე ქართული პროზა : )
იმედია, თავის დროზე, ეს ადამიანურ ურთიერთობებს დახამებული და მშრალად გადმოკოპირებულ დეფექტებზე ნაკვები თაობა რომ თავისას დაწერს და ჩაიფილტრება,
ნორმალური ნაკადი წამოვა და უფრო ძლიერი ლიტერატურა დაიწერება
This post has been edited by SCO on 3 Jul 2012, 00:08