მარტო ბერძნული "ფი" კი არა, "დელტა" (the) და "თეტაც" (θάλασσα) არ გვაწყენდა. ეს ბოლო ორი ბგერა მეზღვაურ ხალხებს აქვთ ანბანში _ ბერძნებს, ესპანელებს, ინგლისელებს. ზღვის სუსხში უფრო იოლად გამოითქმის

ქართველებსაც გვაქვს ზღვა და მომავალში ჩვენი დასწრება ზღვაზე იმედია გაიზრდება. იქნება დაგვჭირდეს როდესმე...
ენა, რომელიც არ ვითარდება, არის მკვდარი ენა. ჩვენ ცოცხლები ვართ და უნდა ვცადოთ განვითარება... თუ ჩიხში შევალთ, ამოვაკლოთ ისევ და ეგ იქნება
ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე ამოაკლო 5 სიმბოლო ანბანს, იმ მოსაზრებით, რომ ბავშვებს სწავლა უჭირდათ ანბანის. ახლანდელი ბავშვები თავისუფალი ქვეყნის ნიჭიერი ბავშვები არიან და ნამდვილად აღარ გაუჭირდებათ 5 ზედმეტი სიმბოლოს ათვისება
ხუთი ამოკლებული სიმბოლოდან იოტაც (ჲ), ჩემი აზრით, ნამდვილად დასაბრუნებელია... დანარჩენების (ჱ — ჰე, ჳ — ვიე, ჴ — ხარი, ჵ — ჰოე) დაბრუნების დიდ საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.
აი ეს ოთხი გამქრალი სიმბოლო შეგვეძლო ჩაგვენაცვლებინა ჩვენ φი, δელტა, θეტა ნიშნებით, ჩვენი ძვირფასი მეგრელების ხათრით შეგვიძლია დავამატოთ ნახევარხმოვანი ჷნი, სილფაენის კოდში ისეც ზის უკვე და ძალიან გამოსადეგია. მე, მაგალითად, იოლად გამოვთქვამ

საკმარისია "უ" თქვა ცოტა მოგუდულად. იტყვი ადამიანი შუბლშეკრული სახით: "ჷ..." და უკვე წონა გაქვს და ფილოსოფოსი ხარ, ასეა ეს!
ასე და ამგვარად, ისევ 38 გახდებოდა ქართულის ნიშანთა რიცხვი, აღდგებოდა ანბანის მათემატიკური ფუნქცია და ფარნაოზის აჩრდილსაც მიეგებოდა პატივი...
ასომთავრულთან რომ კავშირი არ დავკარგოთ, შეგვიძლია შემოვიღოთ მთავრული სიმბოლოებით წინადადებების დაწყება. ხუცური ეკლესიური ტექსტების პრეროგატივად შეგვიძლია დავტოვოთ.
სრული სერიოზულობით, მე მაქვს კომპიუტერზე ასეთი ანბანი (38/38-ს ვეძახი) და ჩემთვის როცა ვწერ ტექსტებს, ასე ვწერ. სიტყვების შემოქმედებაშიც მიყვარს გაუმცროსმეცნიერება-ჩამოლაბორანტობანას თამაში, ახალი ფუძეების გადმოქართულება და ამასთან დაკავშირებული კალამბურების მხიარული ტრიალი და ასე შემდეგ...
ბევრს შეიძლება არ მოეწონოს ჩემი ასეთი გაიოლებული დამოკიდებულება ქართული ენის მტკიცე ბალავრის, ანბანის მიმართ, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი ეს პოსტი მხოლოდ იდეაა და არა კანონი, თუ არ მოგწონთ, გაუშვით ყურადღებიდან უარყოფითი ემოციების გარეშე და ეგ იქნება...
This post has been edited by ლაბარნა on 28 Jun 2012, 23:22
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)