filthმე
Nook simple touch with glowlight გირჩევ. ესაა ღამის განათებიანი ვერსია და ახალი ღირს 119 დოლარი. მე მაქ განათების გარეშე რომელიც 75-80 დოლარი ღირს. მოკლედ ძან კარგათ მუშაობს ხელში დასაჭერადაც მოსახერხებელია. უნდა გითხრა რომ თავისი რიდერით ქართულ ასოებს ვერ კითხულობს მაგრამ იმიტო ვიყიდე რო ანდროიდ სისტემაზე მუშაობს და დავრუთე და ახლა რომელი ქართული ფონტიც გამიხარდება იმით ვკითხულობ. დარუთვის მერე ანდროიდის სრულ შესაძლებლობებს იყენებ.
დავაყენე ორი აპლიკაცია წასაკითხი რომლითაც ვკითხულობ. მათ შორის ლიტ.გეს იოტა რიდერის აპლიკაციაც.
ამასთან შეგიძლია ამაზონის აპლიკაცია დააყენო და ამაზონზე ნაყიდი წიგნებიც იკითხო.
ამასთან კინდლისგან განსხვავებით აქ მეხსიერების ბარათის ჩასადგმელი შეგიძლია ჩადვა 1დან 32 გბ მდე. მარა 4 გბ -იანი ჩიპი გადაგივა თავზე

თავისი შიდა მეხსიერებაც აქ 200 რაღაცა მბ
ამასთან კომპლექტაციაში მოყვება დამტენიც და მისი ყიდვა ცალკე არ მოგიწევს როგორც კინდდლის შემთხვევაში.
ამასთანავე დარუთვის მერე თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო თავისი რიდერიც. პდფ ის წასაკითხად მაგ რიდერზე უკეთეს რიდერს ვერ ნახავ იმიტო რა სხვა რიდერებზე პდფ იზუმება ან ძან უნდა დააპატარავო და ხელიტ უნდა ათრიო წინ და უკან და მაქ ნორმალურ შრიფტის ზომაზე ეკრანს ერგება ტეკსტი.
მოკლედ ამაზე უკეთეს აღწერას ვერსად ნახავ მაგ პროდუქტის

ვინანე რო განათებიანი ვერსია არ ვიყიდე მარა იმ დროს მეტი ფული არ მქონდა