დღეს, საღამოს 7 საათზე წიგნის მაღაზიაში „დიოგენე“
შეხვედრა მერაბ რატიშვილთან
მისამართი:ა.აფაქიძის 9. სპორტის სასახლის გვერდით. 2213321, 2183787
პარასკევს, 22 თებერვალს, საღამოს 7 საათზე წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ გაიმართება შეხვედრა მერაბ რატიშვილთან, რომელიც მკითხველს წარუდგენს ორ ახალ წიგნს, „დაკარგული ფურცლები“ და „ოდესღაც“.
პოლიტპატიმარი მერაბ რატიშვილი დაიბადა 1959 წლის 16 მაისს, საქართველოში, ქალაქ გორში, პედაგოგების ოჯახში. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. დაამთავრა მოსკოვის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია. პროფესიით ეკონომისტი-ფინანსისტი, საერთაშორისო სამართლის იურისტი, პოლიტოლოგი. მუშაობდა მოსკოვის მეტრომშენში, მოსკოვის კომკავშირის საქალაქო კომიტეტში, მოსკოვის აღმასრულებელ კომიტეტში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე და მას შემდეგ 5 წლის განმავლობაში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას, ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებში. მუშაობდა საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატაში, დსთ-ს აღმასრულებელ სამდივნოში, 1999 წლიდან „ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტად. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში. დააარსა საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაცია. არის რამდენიმე ეკონომიკური პროექტის ავტორი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 2007 წლის 26 ოქტომბერს დააპატიმრეს, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტირური მხარდამჭერი და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობის პერიოდში მეუღლის დახმარებით შექმნა პოლიტპატიმრების საიტი www.politzek.ge , რომელზეც მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მრავალი კრიტიკული წერილი და ინტერვიუ გამოაქვეყნა. საქართველოსა და საერთაშორისო ადამიანების უფლებათა ორგანიზაციებმა აღიარეს პოლიტპატიმრად. 2013 წელს გაანთავისუფლეს სტატუსით პოლიტპატიმარი.
მისი ინტერესების სფეროა უძველესი ისტორია, პოლიტიკა და ლიტერატურა. არის არაერთი წიგნის ავტორი (ილიადი ჯუღა, თეთრი ლამა), რომლებიც ციხეში ყოფნისას დაწერა.
This post has been edited by tezevs on 22 Feb 2013, 13:38
მიმაგრებული სურათი