ყოჩაღ!
აი, კიდევ:
ჩემი ჭამა ჭამა არის, სხვისა - ჭაპა-ჭუპიაო.
ჩიჩიაც უნდა და ბაბაცო.
აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია.
ვის პურსაც სჭამდე, იმისივე ხმალი მოიქნიეო.
ვჭამე, ვჭამე და შემეჭამაო.
პილპილი თუ არ გიჭამია, პირი რად გეწვისო?
პური ვჭამე და წყალი ვსვი, ახლა მომეცა ხალისი.
პური პურიჭამის შემდეგაც დაგჭირდებაო.
პურმარილის დასწავლა ძაღლმაც იცისო.
პურმარილის შენახვა ქვამაც იცისო.
მუცელში ჩაყრილი და ცეცხლზე დაყრილი, არცერთი არ ჩანსო.

კუჭი სჯის და კუჭი ფიქრობსო.
კუჭი ძმაზე ახლოაო.
მშია, მშია, კატა მქვია, რომ გავძღები - როსტომიო.
მშიერ დათვს რა ათამაშებსო?
მშიერ ქათამსა, სიზმარში, სულ ფეტვი ელანდებაო.
მშიერი დამშეულს უბეს უსინჯავდაო.
მშიერი კაცი ქვას გაკვნეტსო.
მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო.
მშიერს ნამცეცები ვერ გააძღობსო.
მშიერს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და მშიერი მუცელიო.
მაძღარ მღვდელს მშიერი დიაკონიც მაძღარი ეგონაო.
მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო.
არც მწვადი დასწვა, არც - შამფურიო.
ხაფანგში გაბმული მელა იძახდა: თუ მთელი ქათამი არ მომეცით, ბარკალს არ დავჯერდებიო.
ენამზე თამადამ თანამეინახენი უჭმელ-უსმელი დატოვაო.
ერთი არის მთოხნელი, ოცდახუთი - მცოხნელი.
This post has been edited by varisvincvar on 11 Oct 2013, 16:22