1. სკვინჩა მიფრინავდა,ფრინავს სკვინჩა,ფრინავს და გზაში გადააწყდა სახლს,სახლს რა ქოხს,ქოხში ვიღაც გოგო იჯდა და ძაღლი ყავდა ჩახუტებული,სკვინჩამ შეიხედა არ გაუსწორდა პონტი
ამის დედაც #####ანო გაიფიქრა ,მარა სიზმარი არ ანებებდა თავს,ეს ქოხი დაშვებას რო იწყებდა,უნდა მოვხიოო და რაღაც ზებუნებრივი ძალით თავი გაიღვიძა
გაიღვიძა,კაი ჯიგარი ტყე იყო ირგვლივ,თვალები მოიფშვნიტა,მიაფსა და სკვინჩური საქმიანობისთვის გაემზადა,საინტეერესო დღე მელისო,მოსფისას ფიქრობდა
2. ფრანი მწვანე იყო.
ფარიდს რომ მიუტანეს, სულ რაღაც ერთი თვისა იყო. ძირითადად პატარა მაგიდაზე, მე-6 კლასის წიგნებს შორის თვლემდა ხოლმე, მაგრამ ხანდახან ამ ერთფეროვნებას დიდი სილურჯე არღვევდა.
სილურჯეს თავისუფლება მოჰქონდა და ისიც ელვასავით სწრაფად ნავარდობდა ღრუბლებს შორის, მაგრამ როდესაც ფარიდს ჩახუტებული მიჰყავდა სახლში, ოცნებობდა რომ მისი სახლი ამ სილურჯეში ყოფილიყო, ყვითელი ბურთისაგან სამხრეთით.
3. ყველა ხმა მიჩუმდა კარს უკან, ყური მანამდე არ მოვაშორე კარს, სანამ არ დავრწმუნდი. ესეიგი ჩადგა ქარიშხალი , ხვალამდე არავის გავახსენდებით, შეგვიძლია ფანჯრიდან ეზოში გადავიპაროთ , ეს რამდენიმე საათს მოგვცემს. ღმერთის ოფიცრების ადევნებას გირჩევნია ავმა ძაღლებმა დაგგლიჯონ. თუ ნორელი თავის სიტყვას არ გადაუხვევს და იმ ნავში ადგილს გამოგვინახავს, შევძლებ ამოსუნთქვას. ბიჭს ნაპირზე გადავიყვან და მერე დავტოვებ,არც ისეთი უსუსურია როგორც თავს მაჩვენებს, მაისურის ქვეშ გამოთლილ დანას მალავს, მე კი თავგანწირვა მისთვის არ აღმითქვამს. ღამით გამოჩნდება რაც შუქზე არ ჩანს.
4. ცუდი ზაფხული იყო, ცხელი, უწყლო, უშუქო. იყო ომი, შიში და სიბნელე. მასუდ დ. თითქოს შფოთიან ძილბურანს მისცემოდა. აფორიაქებულმა და დაბნეულმა, ხელი დაავლო ცოლ-შვილს
და საფრანგეთის გზას დაადგა. არც კი გაუაზრებია, წინ რა ელოდა. არც სურდა, წინდახედული და შორსმჭვრეტელი ყოფილიყო. არ სურდა, ვინმეს მოსთათბირებოდა. არც მათ, ვინც მასზე გამოცდილი იყო, არც მათ, ვინც ყოველგვარ ცვლილებას და გადაადგილებას უფრთხოდა და არც მათ, ვისთვისაც დარჩენა ზნეობრივ არჩევანს წარმოადგენდა, რადგანაც საკუთარ ფესვებს, მიწას და ადათ-წესებს იყვნენ მიჯაჭვულნი.
5. სამი დღე მიდიოდა ქარავანი უდაბნოში. სამი დღის შემდეგ აქლემები დაიხოცნენ. ქალი ძუძუმწოვარა ბავშვით იძულებული გახდა წყალი მისი გარდაცვლილი ქმრის მოსისხლე მტრისთვის, ქამალისთვის ეთხოვა. ქამალმა უხალისოდ მიაწოდა მათარა. ერთადერთი იმედი ვერტმფრენის გამოჩენა იყო. ეს იმედიც უკვე ეწურებოდა ეკიპაჟს. და მეოთხე დღის ბოლოს, შებინდებისას ჰაერში ვერტმფრენის მოახლოების ხმა გაისმა.
George_Bestფრენოsunny-day-todayPepper_Crowley2გინალიდროა გამოიცნოთ ვისი რომელია

თქვენი პასუხები პირადში მომწერეთ
This post has been edited by LOLZ on 24 Jun 2022, 01:52