ამაშია საქმე:
1. საქმე ძალიან კარგად მისდიოდა ალესანდრე აბაშელს. რამდენიმე დიდი ტენდერი ზედიზედ მოიგო. თანამშრომლებს ხელფასები საკმარისზე მეტად გაუზარდა. ისინიც კმაყოფილები და გახარებული ორმაგად
პროდუქტიულად შრომობდნენ. თითქოს არაფერი მოასწავებდა იმას, რაც მალე მოხდებოდა.
2. ახალი წლის ღამეს მეგობრები შევიკრიბეთ. ყველა მარკის და ჯიშის სასმელი იყო მაგიდაზე ყველა რაღაცას ყვებოდა და ვერთობოდით. მხოლოდ ნინო იდგა ბალკონზე ჩაფიქრებული, რამე აწუხებდა. ცოტა ხანში შემოვიდა და ჩამჩურჩულა რომ უნდოდა მოეყოლა მისი სიცოცხლის ამბავი და ითხოვა ყველასთვის მეთქვა მოესმინათ.
3. ამ ამბავს რამდენიმე დასაწყისი აქვს. არც კი ვიცი, რომელი ავირჩიო, რადგან ყოველი მათგანი დასაწყისია.
ამ ამბის დაწყება ბერლინის ერთი ძველი სახლის ბინაში შეიძლება, სრულიად ბანალურად, ორი შიშველი სხეულით ლოგინში. ოცდაშვიდი წლის მამაკაცით, უღმერთოდ ნიჭიერი მუსიკოსით, რომელიც თავის ნიჭს
ჭირვეულობაში, დაუოკებელ ვნებასა და სასმელში ფლანგავდა.
4. ლეგენდის თანახმად, კატებს ცხრა სიცოცხლე აქვთ, ეს ისტორია კი , ბორიას მერვე სიცოცხლის პარალელურად იწყება. ბორია თევდორაძეების ოჯახის წევრი და განუყრელი მეგობარი იყო. ის ჯერ კიდევ კნუტობაში, მრავალი წლის წინ იპოვა პატარა ტასომ ქუჩაში, წვიმისაგან გალუმპული, ტალახიანი, ძალიან შეშინებული და ცალთვალა. მაშინ, ბორიას ცხრავე სიცოცხლე ჰქონდა.
5. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
მიწა იყო უსახო და უბადური,ბნელი იდო.უფრსუკზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
თქვა ღმერთმა:იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
და წარმოიშვა სიცოცხლე მისი
მადამ ფისუნია
George_Best
Malotru
sunny-day-today
ორიგინალი
შეგიძლიათ უკვე გამიცნოთ ვისი რომელია. პირადში მომწერეთ