მოკლედ
თამაშობენ
Antonio ტონი MontanaScoorpვიღაცRhaegarვდებ ვარიანტებს
დანარჩენი იცით თქვენც
* * *
მაშ ასე
1.მძიმედ და ნელა მოაბიჯებდა კიდიდან მისკენ. სწრაფადვე დაემთავრებინა ყვავილების კრეფა, თუმცა ცისფრად მოფრიალე სარაფანა უკვე ღრმად შეჭრილიყო ყვავილების ზღვაში და მასსავით ნათელ ფერებს შერწყმოდა. - სათუთი სილამაზე, თავის მსგავსს შეგებებული. - კაცი ერთხანს შეჩერდა, მძიმედ და უხეშად სუნთქავდა. მისი ფილტვები ბავშვობიდანვე სუსტი იყო და ახლა, ნაადრევი დაბერების გზაზე მდგომს, მით უფრო აღარ შეეძლო ამდენ ყვავილთან ურთიერთობა. ის ხომ თავიდანვე არ იყო სისათუთისთვის შექმნილი. დაღლილი, დაძაბული ნაბიჯებითა და შავი სილუეტით არაბუნებრივ კონტრასტს ქმნიდა ფერად ყვავილებთან. - ყვავილი იყო არაბუნებრივი, თუ მისი სიტლანქე?.. - ერთხანს კიდევ ჩაფიქრდა, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და მშვენიერი ქალისაკენ ზანტად გზა განაგრძო.
2.- რამდენიმე თვეა შეუჩერებლივ წვიმს. თითქოს სისველეს შეეზარდა ყველა ცოცხალი თუ არა ცოცხალი არსების სხეული. მართალია , უკვე დამღლელია სულ წვიმა ისეთი მელანქოლიკი კაცისთვისაც კი , როგორიც მე ვარ. სახლში გაჩერება არ შემიძლია. ნერვოზი გამიჩინა მუდმივმა - "ტკაპ-ტკუპ" "ტკაპ-ტკუპ" "ტკაპ-ტკუპ"... ისევ მირჩევნია ვისეირნო და თავი შევუშვირო , დავსველდე და სიცხე ავიკიდო. ამ პარკში კი ძალიან ლამაზი არის წვიმა როგორც ყოველთვის. ფოთლებზე წვეთების დაცემის ხმა , ულამაზესი მოსასმენი არის... ეს პატარა და ნაზი არსება რა არის ფოთოლზე ?
3. ქუჩა სტადიონს ჰგავდა. მთელ ქუჩაზე კოინდარი იყო ამოსული. ამ კოინდარში ბაიები და გვირილებიც აქა-იქ ერია. ქუჩის აქეთ-იქით კი, სახლების წინ, თუთის ხეები იყო ჩამწკრივებული, ზოგი შავ თუთას ისხამდა, ზოგი- თეთრს და ზოგი კიდევ კაკაისფრად იყო აჭრელებული.
ომი იყო და ეს თუთის ხეები კარგ საქმეს გვიკეთებდა.ფოთოლი აბრეშუმის ჭიის საკვებად მიჰქონდათ. ნაყოფით კი ბავშვები ვიტკბარუნებდით პირს.
4.აი ესეც ჭადრები! რატომ ეჩვენება იგი ასე პატარა, გზა ვიწრო, ბაღ-ვენახები ერთი ციდა.ნეტავი მოედანზე აღმართული ძველი ციხე-კოშკი რაღამ დაადაბლა?!აქ გაატარა ბავშვობა.დილიდან საღამომდე ქარივით დაქროდა სოფლის გზებზე, იხვივით ცურავდა ჩქარ მდინარეში, სოფელს შორიახლო რომ ჩამოუდის.ბუდეს უშლიდა ყვავებს, კაჭკაჭებს. ერთხელ არწივის მართვეების ამოსხმაც განიზრახა, რაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა : დედა არწივი თავზე დააფრინდა, ღონივრად დასცხო ფრთები და ცოტას გაწყდა, ფრიალო კლდიდან უფსკრულში არ გადაისროლა.
5.სამი დღე გადაუღებლად წვიმდა.წვიმდა ჩემს გულშიც.ყოველთივს მჯეროდა რომ არსებობს მოგონებები რომელთაც ადამიანი ვერასდროს დააღწევს თავს.წითელი ფერი მოდის ჩემს ფიქრებში, როგორც პაწაწინა ჭიამაია.თან მოაქვს ფიქრი იმაზე,ვისაც ვერასდროს დავივიწყებ 10 სიცოცხლეც რომ ვეცადო.
This post has been edited by Magdala on 4 Sep 2012, 22:40