ჯეიმს ჰედლი ჩეიზი, "დათარსული კაცი"
თბილისი, 2010 გამოცემა 1. ციხიდან ივლისის თვეში გამოვედი, დილის 8 საათზე, კოკისპირულად წვიმდა.
სამწლინახევრის წინ დამახსოვრებულ სამყაროს უცნაური, ცოტა არ იყოს შიშნარევი გრძნობით ვუბრუნდებოდი. რკინის ჭიშკრიდან რამდნენიმე ნაბიჯი გადმოვდგი და შევჩერდი, მინდოდა ღრმად ჩამესუნთქა თავისუფლების სურნელი.
ჩემი ავტობუსი იქვე კუთხეში ჩერდებოდა, მაგრამ შინისკენ გული არ მიმიწევდა.
2. - შემდეგ მარცხნივ გაუხვევთ და უოლშების კარმიდამოს ფლუგელსაც დაინახავთ - დაასრულა პასუხი ინსპექტორმა.
ჯეკმა მადლობა გადაუხადა და ვიწრო ბილიკს თავქვე დაუყვა. თითქმის სამი წელიწადი გავიდა მას შემდეგ რაც იგი დემობილიზირებული იქნა ვიეტნამიდან.
ამ ძველისძველ, ჯერ კიდევ უილიამ ჰოვარდ ტაფტის დროს აშენებულ სახლში კი მისი ჯარის მეგობარი არტურ უოლში ცხოვრობდა.
3. პატარა ქალაქებში სადაც დილით ფაშფაშა ქალბატონები ყვავილებს რწყავენ და ვერანდაზე ცივ ჩაის მიირთმევენ, საღამოობით კი მაცხოვრებლები სანაპიროს გრილ ბრიზს მიუშვერენ ხოლმე სახეს, იშვიათად ხდება ცვლილებები. და უფრო იშვიათად საინტერესო ან მნიშვნელოვანი ცვლილებები. რომელიღაც ქუჩაზე სკოლის მასწავლებლის გარდაცვალებას ან ახალშობილის დაბადებას ყველა უმალ შეიტყობს ხოლმე. ღამით კი სიმყურდოვეს მხოლოდ კნოთეატრიდან გამოსული ახალგაზრდების ჟრიამული არღვევს. ასეთ ქალაქებში როგორც წესი, ყოველთვის დგას იდუმალი სახლი, სადაც აყლაყუდა უცხოელი დასახლდება, ქუჩებში გრძელი ქურთუკითა და სახეზე ჩამოფხატებული შლაპით ივლის, ხალხის საყვარელი საჭორაო თემა და ბავშვების ძილისწინა ზღაპრების გმირი გახდება ხოლმე. რას ვიფიქრებდი რომ ასეთი პერსონაჟის როლი, პატარა სანაპირო ქალაქ ნ-ში, - რომელშიც შემთხვევითობების მეტად სასაცილო ჯაჭვის გამო აღმოვჩნდი - მე მერგებოდა , მითუმეტეს, რომ არც შლაპა იყო ჩემი , ვიღაცის სახლში ქურდულად ვიპარებოდი და ქურთუკიც მხოლოდ წინა ღამით ვიყიდე მეძველმანისგან . ქალაქში ჩემი შესვლისას დაწყებულ ჭექა-ქუხილსა და მოქცევას კიდევ, დედა-ბუნების იუმორს თუ მივაწერთ, თორემ მე ამასთან ნამდვილად არაფერი მქონია საერთო.
4. დილაობით, ფანჯრის რაფასთან წვერის პარსვისას, კარგად ვხედავდი, ცარიელ ქუჩებს, რომლებიც არასოდეს იყო მშვიდი. ახალგაზრდა კაცისთვის შეუფერებელი ჩვევა მაქვს, საუბრების მოსმენის, ამიტომაც ახლაც მახსოვს, ის დილა, როცა ბუჩქის ძირას მდგარი ჯარისკაცი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი შევამჩნიე. ისინი თითქმის ჩურჩულით საუბრობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შევძელი რამდენიმე სიტყვის გარჩევა.
5. ტანზე რაღაცის გადარბენამ გააღვიძა. გააჟრჟოლა. სცადა თვალების გახელა. მხოლოდ მარჯვენა ქუთუთო დაემორჩილა. ისიც ოდნავ. დამორჩილებული ქუთუთოს წვრილ ზოლში რაღაც სიმწვანე გამოჩნდა. მზერა დაძაბა. აშკარა იყო, ხის კენწეროები მოჩანდა.
გადაბრუნება სცადა. ოდნავი მცდელობაც საშინელ ტკივილს იწვევდა მარცხენა ფერდში. დაფიქრდა. შეეცადა წინა დღე გაეხსენებინა. მარჯვენა ხელი ფრთხილად წამოსწია. სტკიოდა, თუმცა არა უსაშველოდ.
_რაღაც მაინც მაქვს წესრიგში_გაიფიქრა . ღიმილის მცდელობამ მტკივნეულად დაუღრიჯა სახე. _ გუშინ... გუშინ... ტყე? რა შუაშია ტყე? სასმელი? სასმელს არ ვეტანები. ნარკოტიკი? გამორიცხულია. მტერი. მტერი. ვინ მყავს მტერი? _დაფიქრდა და ისევ დაუღრიჯა სახე მტკივნეულმა ღიმილმა. _ კაცს მტერიც გასახსენებელი რომ გეყოლება. მეზობლის როტვეილერის მეტი არავინ გაახსენდა.
Circus_Closetsetaფრენოლოგი
alkonost * * *
თქვენი ვერსიები გამოფრინდეს PM-ში