ახლავე დავდებ არ დაიშალოთ
* * *
1. სამსახურში რომ მივედი 2-ს 15 წუთი აკლდა. დერეფანში თამბაქოსა და იაფფასიანი სუნამოს სურნელი ერთმანეთში არეულიყო. ჩემი თანამშრომლების ერთნაირი სახეები კი ოთახის კედლებში აზელილიყო. ყველაფერი ერთმანეთში იყო უშნოდ გადახლართული ამ დაწყევლილ ოფისში. რაღაც ერთ მასას წარმოადგენდა. სარკეში ჩემს გამოსახულებას მოვკარი თვალი. ცხვირი და პირი ერთმანეთში გადამხლართვოდა, ცხვირი ხორთუმივით ჩამოშვებულიყო და პირისკენ ეშვებოდა.
2. 12 ოქტომბერი , 4:53 AM
ქალაქს ჯერ კიდევ უშფოთველად სძინავს. შემოდგომის ამ სუსხიან დილას ვერავინ წარმოიდგენდა რომ ღმერთისგან დავიწყებულ ამ პატარა ქალაქში ასეთი ამბები დატრიალდებოდა.
3. ნიუ -იორკში წვიმდა. მივუყვებოდი გზას და ვფიქრობდი ქუჩაში მიმავალ ხალხზე. თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავდა. მათ შორის თავს გენიოსად ვგრძნობდი. ისეთი თავისუფალი ვიყავი,როგორც ჩვენი დიზი გილესპი,რომელიც ბებოპის შესრულებისას არაერთხელ გასულა სხვა სამყაროში...სადღაც შორს ასტრალში.. თითქოს მეც იქ ვიყავი.
ტაქსი გავაჩერე და მედისონ ავენიუზე წაყვანა ვთხოვე... რადიო საზარელი მკვლელობის შესახებ გადმოსცემდა. ნიუ-იორკში წვიმდა...
4. სოფელი ჰოლკომბი დგას დასავლეთ კანზასის მაღალი ხორბლის ვაკეზე, ეული მხარე რომელსაც სხვა კანზასელები უწოდებენ “აგერ იქ”. სულ რაღაც 70 მილი კოლორადოს საზღვრის აღმოსავლეთით, სოფლის დასახლებას, თავისი მძიმე ლურჯი ცით და უდაბური- სუფთა ჰაერით, აქვს ატმოსფერო რომელიც შორეული დასავლეთის უფროა ვიდრე შუა დასავლეთის.
5. სამი რამ აღძრავს ჩემში დაუძლეველ გაქცევის სურვილს, მოსაცდელი დარბაზები . მორეცხილი იატაკი და დარიჩინიანი ფუნთუშები. ფუნთუშები იმიტომ რომ ბავშვობაში , როცა შიმშილისგან კუჭი მიხმებოდა საკონდიტროდან ავწააპნე და ამისთვის ზაფხულის ორი კვირა მეფუნთუშის იატაკის რეცხვაში გავატარე, მოსაცდელ დარბაზები კი იმიტომ რომ ორი წლის წინათ რკინიგზის სადგურის ახლად მორეცხილ მოსაცდელში მარჯვენა ფეხი მოვიტეხე. ენის მატარებელი ბაქანზე თორმეტ საათსა და ოც წუთზე ჩამოდგება , ახლა თორმეტი და თხუთმეტია. მინდა აღვნიშნო რომ რკინიგზის სისუფთავეზე ზრუნვა დასაფასებელია, მაგრამ მე ჩემი კიდურებიც მენანება ახლიდან დასამტვრევად, მეორეს მხრივ , იმის სურვილიც მკლავს მი ენის როგორც კი დავინახავ მისკენ გავექანო. ისღა დამრჩენია ხუთი წუთი იატაკს მივაშტერდე და იმედი მქონდეს რომ მზერით გავაშრობ.
6. სახლთან მანქანის დამუხრუჭების ხმამ გამომაღვიძა. ფრთხილად მივუახლოვდი სარკმელს და აჭედებული ფიცრების ჭუჭრუტანიდან გავხედე ეზოს. მტვერში გახვეული მუქი ლურჯი მანქანიდან გადმოსულს შავი შარვალი და ასეთივე ფერის ლაკირებული ფეხსაცმელი ეცვა, საკმაოდ ახლოს იყო იმ სარდაფთან, რომელშიც ვიმალებოდი, მაგრამ ჩემსკენ არ გამოუხედავს, ამიტომ სახე ვერ გავარჩიე._ პოლიციის განყოფილებაში საცოდავად მობუზული, დაფლეთილ სამოსში ჩაცმული კაცი ჩვენებას აძლევდა.
7. მიცვალებულთან როდისმე მარტოდმარტო თუ დარჩენილხართ, შიში აგიტანდათ ალბათ. დაფიქრებულხართ კია, მაინც რა გაფრთხობთ ასე? მაშ, მე გეტყვით: "ეჭვი!" ცხოვრებაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ, სწორედ ეჭვია ერთადერთი გრძნობა, თითოეულ ადამიანს რომ გვახასიათებს - უნდობლობა ყველასა და ყველაფრის მიმართ. ვიღაც შემეკამათება, ცხრაჯერ სამი უეჭველად უდრისო ოცდაშვიდს და არც დავფიქრდები, მართლა მოსდევს თუ არა ორშაბათს სამშაბათი. განა ასე არ ეგონა ჩვენს ძვირფას დოქტორ სმიტსაც, სანამ - დამშვიდობებისას - კარის ნაცვლად ფანჯარას მოიჯახუნებდა?!
8. მთელი 40 დღე სიბნელეში გავატარე.
მარტო ვიყავი ამ მიგდებულ სამლოცველოში, წიგნებით და ხატებით გარშემორტყმული. არასდროს არ მიყვარდა აქ ყოფნა, მაგრამ ჯორჯის სიკვდილის მერე ყველაფერი უფრო აუტანელი გახდა. ვიჯექი მთელი დღეები სიჩუმეში და ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. მხოლოდ დანაშაულის გრძნობა შემომეპარებოდა ხოლმე მყინვარის სუსხივით. აი აქ, სწორედ ამ დღეებში მომწიფდა ჩემი საბრალო და მოუმწიფებელი სული.
NiNson
SPC
LanceInMyPants
Circus_Closet
varisvincvar
seta
ფრენოლოგი * * *
წამოვიდეს PM-ები
This post has been edited by LOLZ on 4 Sep 2013, 15:11