#41893917 · 9 Aug 2014, 17:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხანდახან, როცა გიყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შორეულ ვარსკვლავს ვუცქერდე, ის ხომ ბრწყინავს, მაგრამ მისი შუქი ათობით ათასი სინათლის წლით დაშორებული მანძილიდან მოდის. არადა, სავსებით შეიძლება, თავად ის ვარსკვლავი აღარც კი არსებობდეს. ჩვენ კი ამ ნათების წყალობით გვეგონოს, რომ ის კვლავ ცაზე ჰკიდია. შენ აქ ხარ, ყოველშემთხვევაში ისე გამოიყურები, თითქოს მართლაც აქ იყო. არადა, იქნებ არც კი ხარ აქ? იქნებ რასაც ვხედავ მხოლოდ შენი ანარეკლია? ხოლო შენი ნამდვილი მე, ეგებ სულ სხვაგანაა? ან იქნებ უკვე გაუჩინარდი, დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ? შენს არსებობაში დასარწმუნებლად ვცდილობ შეგეხო, შენ კი იმალები ვარაუდთა ბუნდოვნებაში.
|