Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(24)
« პირველი
...
11
12
[13]
14
15
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აინ რენდი
, გაამერიკელებული რუსი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_Pablo_
WLD
ჯგუფი: Members
_Pablo_
WLD
ჯგუფი: Members
წერილები: 9649
წევრი No.: 223985
რეგისტრ.: 15-September 16
#52923087
· 17 Jun 2018, 00:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ქალების დიდად არ მწამს ლიტერატურაში
ცოტა "სექსისტურად" კი ჟღერს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამ მიზეზის გამო ავუარე გვერდი, არადა კინაღამ წამიცდა ხელი.
არ დამცხოთ, ჩემით
--------------------
30 כסף
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#52923090
· 17 Jun 2018, 00:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
seeman
QUOTE
(seeman @ 16 Jun 2018, 23:21 )
ქალის ფსიქოლოგიას
ჯერ ერთი, ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, და არა როგორც პოპულარული სიტყვის მასალა,
არ გამოყოფს ქალის და კაცის ფსიქოლოგიას, ფსიქოლოგები საუბრობენ პიროვნების ფსიქოლოგიაზე.
პიროვნების ფსიქოლოგიას კი არ აქვს სქესი.
საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპულ წარმოდგენებს, სქესის მიხედვით ადამიანების უნარების,
თუ სოციუმში დასამკვიდრი როლის შესახებ,
ადამიანები სოციალიზაციის შედეგად იღებენ, ოჯახიდან თუ საზოგადოებიდან. თანდაყოლილი არაფერია.
QUOTE
მოლის ცნობიერების ნაკადი
მეორეც, ე.წ. ,,ქალის ფსიქოლოგიაზე’’ საუბარი მოლი ბლუმის მონოლოგით, ჩემთვის, ცოტა გულუბრყვილოა. გამეღიმა.
რადგან მოლი ბლუმი და მთელი მისი მონოლოგი კაცის მიერ არის შექმნილი.
მოლი ბლუმი ჯოისის მიერ ,,შექმნილი ქალის" იდეის რეპრეზენტაციაა და არა რეალობა.
QUOTE
კაცი მწერლები გაცილებით მაგარ რომანებს წერდნენ
კი, ბატონო. ამაში არ გეკამათები. ჩემი საყვარელი მწერლების უმრავლესობა მამრობითი სქესისაა.
მაგრამ ყველა კაცი მწერალი არ წერდა მაგარ რომანებს.
ლოგიკის წესებით რომ შევაფასო, დანაკსვში გაქვს შეცდომა და არასწორად ანზოგადებ.
,,ქალების დიდად არ მწამს ლიტერატურაში" იგივე დატვირთვის არის, როგორც რომ ვთქვა, მაგალითად:
,,ყველა კაცი მწერალი ომზე და მკვლელობებზე წერს".
ლოგიკიდან ჩვეულებრივი საუბრის ენას, რომ დავუბრუნდე, შენი არჩევანია, როგორც გინდა ისე ირწმუნო და როგორც გსურს, ისე შეაფასო რომელიმე ავტორი.
მაგრამ შენი ფრაზას ვერ გავიზიარებ, რადგან ამ ფრაზის ლეგიტიმურად მიჩნევისთვის, ვერანაირ წინამძღვრებს ვერ ვხედავ(ისევ ლოგიკას დავუბრუნდი).
ანუ დასკვნა გამოგაქვს წიგნზე და ავტორზე, რომელიც ჯერ საერთოდ არ გაქვს წაკითხული, რაც, სულ მცირე, ღიმილისმომგვრელია.
QUOTE
ეს გასაგებიცაა,მეოცე საუკუნემდე საერთოდ ლამის ხმის ამოღების უფლება არ ქონდათ ნიტოშტო რომანები ეწერათ ან ეხატათ
მადლობა, რომ თავად ახსენე ეს მომენტი, თორემ კიდევ ბევრის დაწერა მომიწევდა.
მაგალითად, ფილოსოფიაში არსებობს ,,ქალი ფილოსოფოსების პრობლემა".
წარმოიდგინე და, ისე მოხდა, რომ თავდაჯერებული, წარმატებული და განათლებული კაცების რაღაც ნაწილი,
საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ყველანაირად გაენადგურებინა ქალ ფილოსოფოსებზე ინფო და მათი შრომები.
აი, ესეთი Sad story გვაქვს
ამიტომ, დიახაც, ემანსიპაცია და რამე.
თემის ცოტათი გაოფება კი გამომდის, მაგრამ, ვფიქრობ, დეიდა რენდს არ ეწყინებოდა.
ისიც ამ სტერეოტიპულ წარმოდგენებს აკრიტიკებდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Joiner
Mars' sole survivor
ჯგუფი: Members
Joiner
Mars' sole survivor
ჯგუფი: Members
წერილები: 5491
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13
#52923160
· 17 Jun 2018, 00:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ქალების დიდად არ მწამს ლიტერატურაში
დიდ ლიტერატურაში არ ვიცი რა სიტუაციაა, მაგრამ ფანტასტიკაში ერთია (გატყუებთ კიდევ არინ), თან ისეთი რომ მთებს დგამს.
--------------------
It's not the answers that matter, it's the questions.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Margot
Member
ჯგუფი: Registered
Margot
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 84
წევრი No.: 151222
რეგისტრ.: 19-June 12
#52923950
· 17 Jun 2018, 09:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Joiner
ვიზე ამბობ ? ვერ მივხვდი.
--------------------
"Никогда и ничего не просите! Никогда и ничего, и в особенности у тех, кто сильнее вас."
"Contrariwise' continued Tweedlebee, ' if it was so, it might be; and if it were so, it would be; but as it isn't, it ain't. That's logic."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Joiner
Mars' sole survivor
ჯგუფი: Members
Joiner
Mars' sole survivor
ჯგუფი: Members
წერილები: 5491
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13
#52923986
· 17 Jun 2018, 09:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Margot
ურსულა ლე გუინი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
წერილები: 6385
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08
#52925119
· 17 Jun 2018, 13:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
როგორაა იცი ფორუმი ( ეს ბეჭდვითი ფორმა) ძაან ზღუდავს სერიოზულ მაშტაბურ დიალოგს (თან ასეთ თემებზე) .ანუ თითოეულ სიტყვას ფრაზას ინტონაცია ჭირდება ახსნა განმარტება დაკონკრეტება განვრცობა .აქედან გამომდინარე ძაან შორს წავალ თითოეულ ჩემი წინა პოსტის (ან შენსას) წინადადებას ახსნა რო დავუწერო (თუმცა რო ვწერდი იმ პოსტს ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა ) ბუნებრივია მოლის ცნობიერება ეს კაცის ცნობიერებაა თან საკმაოდ ეჭვიანი კაცის და ზოგად ინტერპრეტაციას არ გვაძლევს არანაირად.
ანუ ეხლა რო დავყვეთ ცალკე შეგვიძლია ვიკამათოთ რენდზე.მისი აღქმის ჩემებურ ვერსიაზე,ქალებზე, კაცებზე, ფსიქოლოგიაზე ზოგადად, ფსიქოლოგიაზე დაყოფილად, ფსიქოლოგიის საფუძვლებზე, ჯოისზე, მოლიზე , ემანსიპაციაზე ფემინიზმზე ლოგიკაზე,ვიქტორიანული ეპოქის ბრიტანეთზე
და ასშ
დასკვნებს რაც შეეხება მასე მაშტაბურად თუ ვიმსჯელებთ მაშინ მსოფლიოში ყველა ავტორი წაკითხული უნდა გქონდეს ადამიანს, ყველა სფეროში ძირეული ცოდან უნდა გქონდეს რომ ილაპარაკო საერთოდ რამეზე
.თუმცა არსებობს მეორე ვარიანტი წაიკიტხო განხილვები ან საინტერესო ადამიანების იუზერების შეფასებები მოსაზრებები ( შენი მაგალითად და კიდე რამდენიმე დარჩა ამ განყოფილებაში) და აქედან გამომდინარე გამოიტანო ვერდიქტი გიღირს თუ არა ესა თუს ის მწერალი .მითუმეტეს თუ ზოგადად კითხულობ ხოლმე და მეტ ნაკლებად ინტუიციაც გაქვს განვითარებული შეგიძლია გამოიტანო დასკვნა ვინ რა დონის მწერალია და რა დონის მომხმარებელს მოწონს .ან სარტრის "გულისრევის" იმ გმირივით იქნები ანბანური თანმიმდევრობით რო კიტხულობს ბიბლიოთეკაში წიგნებს
This post has been edited by
seeman
on 17 Jun 2018, 13:54
--------------------
LOBOTOMY, LOBOTOMY , the best thing you can have
You’ll never be depressed again you’ll never be sad
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#52926154
· 17 Jun 2018, 16:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
seeman
Ok, როგორც ჩანს ვერ მივალთ საერთო აზრამდე.
მე უფრო ემპირისტი ვარ,
წიგნის შესახებ რაიმე ვერდიქტის გამოტანა, ვიღაცის შეფასებიდან გამომდინარე, ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდან არის.
სულ რომ ჩემი საყვარელი მწერალი წერდეს სხვა მწერლის შემოქმედებაზე, მაინც არ ვენდობი მის აზრს, სანამ თავად არ წავიკითხავ,
იმდენად ინდივდუალურია, ჩემთვის, ლიტერატურის აღქმა.
რადგან წიგნში, თუ ზოგადად ხელოვნების ნაწარმოებში, ყველა იმას ,,იჭერს", რაც მისთვის მნიშვნელობს.
დიდი შანსია, რომ იმას, რასაც მე შევამჩნევ, შეიძლება სხვა მკითხველმა, საერთოდ, არ მიაქციოს ყურადღება და პირიქით.
ამიტომ, რომელიმე ავოტრს, სულ რომ დიფერამბები უმღერონ, სანამ თავად არ წავიკითხავ,
მანამდე ვერ შევაფასებ და არც ,,უნიტაზის ბაჩოკზე შემოსაგდები წიგნის" იარლიყს მივაწებებ, წაუკითხავად.
QUOTE
(seeman @ 17 Jun 2018, 13:51 )
რა დონის მომხმარებელს მოწონს
ლიტერატურული ბაზრის სეგმენტაცია, მომხმარებლების ტიპის მიხედვით, ჩემთვის, საოცრად სახალისო რამ არის.
დღეს, ჰესე, მანი და კიდევ რამდენიმე ავტორი, იმდენად პოპულარულია ,,ქართველ მომხმარებელში’’,
რომ ამ ავტორთა წიგნების შეფასების მცდელობამ, ამ მომხმარებელთა ტიპიდან გამომდინარე, შესაძლოა აბსურდამდეც მიგვიყვანოს
(რა საჭიროა, მაგრამ რომ სცადო, იმ შემთხვევაში).
მაგალითად, ამ მომხმარებელთა პოზიციიდან, ან წიგნზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, რომ შემეფასებინა,
ჩემი რამდენიმე საყვარელი მწერლის ნაწარმოები, შეიძლება, დღეს, საერთოდ, არ მქონოდა ის წიგნები წაკითხული.
ამიტომ, ეს აზრი, ჩემთვის, ძლიერ არგუმენტად არ გამოდგება.
მთლიანობაში, შენი პოზიცია გასაგებია,
მაგრამ ,,ატლანტზე" ,,უნიტაზის ბაჩოკზე შემოსაგდები წიგნიას" შეფასებას, უკომენტაროდ, ვერ გავატარებ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
წერილები: 6385
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08
#52934284
· 18 Jun 2018, 21:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
QUOTE
წიგნის შესახებ რაიმე ვერდიქტის გამოტანა, ვიღაცის შეფასებიდან გამომდინარე, ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდან არის.
სულ რომ ჩემი საყვარელი მწერალი წერდეს სხვა მწერლის შემოქმედებაზე, მაინც არ ვენდობი მის აზრს, სანამ თავად არ წავიკითხავ,
იმდენად ინდივდუალურია, ჩემთვის, ლიტერატურის აღქმა.
QUOTE
რადგან წიგნში, თუ ზოგადად ხელოვნების ნაწარმოებში, ყველა იმას ,,იჭერს", რაც მისთვის მნიშვნელობს.
დიდი შანსია, რომ იმას, რასაც მე შევამჩნევ, შეიძლება სხვა მკითხველმა, საერთოდ, არ მიაქციოს ყურადღება და პირიქით
თუ სპეციფიური პროფესიული მიმართულება გაქვს ლიტერატურის დარგში ან უბრალოდ მანიაკალური დამოკიდებულება გაქვს
მაშინ მესმის სხვანაირად რავიცი .ვის სახელსაც გავიგებ ყველა აპრიორი წაკიხტული რო მქონდეს ჭკუიდან გადავიდოდი ჩვეულებრივად. მილიონი მწერალია უფრო მეტი ნაწარმოები და ყველას დავუჯდე იმის გამო რომ ჩემი წარმოდგენა მქონდეს რომელიმე მწერალზე რავიცი არარეალურია
აგერ დაიდო ჰევოკის რაღაც ფრაგმენტები
ლიტერატურული კლუბი (post #52921858)
(ადრეც დაიდო ეგ და სხვები მისი მსგავსი ფრაგმენტები რომელიღაც თემაში) ხოდა რო წავიკითხე ეს ფრაგმენტები მივხვდი რომ საჩემო არააა ზედმეტად ბრუტალურია და მაგ პონტის ლიტერატურა ამ ეტაპზე აღარ მსიამოვნებს (მიუხედავდ იმისა რომ დამაინტერესა იმიტომ რომ რა მუღამიც აქვს გასაგებია ) შენ როგორც ამბობ არა ასე არ უნდა ვიმსჯელო და წავიკითხო შიზოფრენიული ტომეულები (როგორ მივა ადამიანს ექიმთან გაჭრიან მას თუმცა კიბოს ისე ყავს ეს კაცი შეჭმული შიგნიდან რომ ექიმები სიცილით ისევ გაკერავენ და დაემშვიდობებიან ) და მერე ვიმსჯელო კარგია თუ ცუდი
რატო უბრალოდ
QUOTE
ამიტომ, რომელიმე ავოტრს, სულ რომ დიფერამბები უმღერონ, სანამ თავად არ წავიკითხავ,
დიფირამბებ რომ უმღერიან მეც მასე ვარ .თუმცა აქაც ვინ უმღერის დიფირამბებს იმას გააჩნია. ვთქვათ გიორგი მაისურაძე რო იტყვის საინტერესოაო აპრიორი გაცილებით მაღალი ნდობა ექნება ჩემგან ვიდრე რომელიმე ვთქვათ გედევან ფოფხაძეს : (
QUOTE
ლიტერატურული ბაზრის სეგმენტაცია, მომხმარებლების ტიპის მიხედვით, ჩემთვის, საოცრად სახალისო რამ არის.
დღეს, ჰესე, მანი და კიდევ რამდენიმე ავტორი, იმდენად პოპულარულია ,,ქართველ მომხმარებელში’’,
მანს და ჰესეს რა სეგმენტაცია უნდათ . არიან ავტორები და არიან საეჭვო ავტორები (მაგალითად მურაკამი იშიოგუ ზიუსკინდი ) ეს მე რაც წამიკიტხია (არა იშიოგუ არ წამიკითხია მაგრამ ამათი კატეგორიაა მგონია) ხოდა საეჭვოებთან ფრთხილად ვარ. მარტი მომხმარებელზე არაა მაგრამ მაგალითად ჰერმან ბროხზე მარტო ოცელოტა წერდა ადრე. მაგისგან გავიგე ეს ავტორი (არცერთ სხვა წიგნში ან მწერლის ცხოვრებაში არ გამიგია არასდროს ბროხის სახელი ) ვიყიდე წიგნი და თევზივით ვფართხალებდი : ) რამდენიმე დღე ისეთ დღეში ჩამაგდო .მეორეს მხრივ ბეკეტზე არ მქონდა ბევრი ინფორმაცია თუმცა რო წავიკითხე მივხვდი რო ჩემი მწერალია. იგივე კაფკა აბე მილერი. ჯოისზე ცუდის მეტი და "მაგას რა წაიკითხავს " გარდა არაფერი გამიგია თუმცა ულისე მაგრად მევასება ანუ დუალისტური პონტია მარტო ერთით ვერ იმსჯელებ ცოტა ინტუიცია ყალიბდება მგონია ბევრს სხვადასხვა ტიპს რო წაიკითხავ
This post has been edited by
seeman
on 18 Jun 2018, 21:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
senpai
хранитель слов
ჯგუფი: Members
senpai
хранитель слов
ჯგუფი: Members
წერილები: 19265
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09
#52935029
· 18 Jun 2018, 23:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
seeman
QUOTE
არცერთ სხვა წიგნში ან მწერლის ცხოვრებაში არ გამიგია არასდროს ბროხის სახელი
მართლა? არადა მილერიდან დაწყებული კუნდერათი დამთავრებული ბევრს ყავს ნახსენები, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი მეოცე საუკუნეში(განსაკუთრებით მთვარეულები)
ჰესეს უწერია რომ მუზილს გამოუვიდა მთვარეულების გაუმჯობესებული ვერსია უთვისებო კაცში. მშრალად წერდა ბროხიო
(არადა ეს უკანასკნელი უფრო ადრე დაიწერა
ნუ პირველი ტომი )
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#52935240
· 18 Jun 2018, 23:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
seeman
QUOTE
ვის სახელსაც გავიგებ ყველა აპრიორი წაკიხტული რო მქონდეს ჭკუიდან გადავიდოდი ჩვეულებრივად.
რა საჭიროა რომ ყველა? ან
QUOTE
შენ როგორც ამბობ არა ასე არ უნდა ვიმსჯელო და წავიკითხო შიზოფრენიული ტომეულები
არსად დამიწერია, რომ ტომებს ვკითხულობ, შიზოფრენიულად
ჰევოკის მაგალითის არ იყოს, წავიკითხე მონაკვეთი,
შევაფასე რამდენად შეესაბამება, ჩემი ახლანდელი განწყობა და წიგნის სტილი/სიუჟეტი ერთმანეთს,
დავგეგმე ამ წიგნის წაკითხვა ან გადავდე ის მომავლისთვის.
თუ გადავდე, შეიძლება მივუბრუნდე როდისმე, როდესაც რაღაც მსგავსის წაკითხვის სურვილი გამიჩნდება
ან შეიძლება, საერთოდ, დავივიწყო ეს ავტორი.
თუ ოდესმე შემეკითხებიან წაკითხული მაქვს თუ არა, რა თქმა უნდა, ვპასუხობ - არას.
თუ მაინც მეკითხებიან (არიან, ხოლმე, ეგეთი ტიპები, დაჟინება რომ უყვართ) რას ვფიქრობ ამ ავტორზე,
ვპასუხობ, რომ არაფერს, რადგან არ წამიკითხავს.
რა საჭიროა ასე გართულება?
იმის ვალდებულებას არასდროს ვიღებ, რომ ყველა ავტორი, რომელსაც ვინმე ახსენებს, მქონდეს წაკითხული.
ან რადგან ვინმე მაისურაძისნაირმა ტიპმა ახსენა მომავალში, აუცილებლად, წავიკითხავ.
რაში მჭირდება, რომ?
ლიტერატურას ჩემი სიამოვნებისთვის ვკითხულობ.
QUOTE
არიან საეჭვო ავტორები
კლასიკის გარდა, მთელი თანამედროვე ლიტერატურა საეჭვო ავტორებითაა სავსე, რადგან ლეგიტიმაციისთვის დრო სჭირდებათ.
თან გააჩნია, რამდენად ახლოს მოდის ის ავტორი შენთან, შენ რას ,,იჭერ’’ მის ტექსტში.
მაგალითად, ჩემი და უელბეკის ურთიერთობა იმით დაიწყო, რომ 2007-ში თუ 2008-ში, ,,ელემენტარული ნაწილაკები’’ ვნახე,
იმ მომენტიდან მომიწია ფილმის ყურება, მიშელი რომ ეუბნება ბრუნოს ,,საოცარ ახალ სამყაროზე'' მაგარი წიგნიაო.
იმ დროს, ჰაქსლი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი იყო (იყო რა, ახლაც არის),
უტოპისტებით ვიყავი გატაცებული (ვიყავი რა, არაფერი შეცვლილა) და ჰაქსლის ხათრით ჩავუჯექი ფილმს.
ფილმს ბოლომდე ვუყურე, ბოლოს, ტიტრებამდე, ეწერა უელბეკის ,,ელ. ნაწილაკების" ეკრანიზაცია,
დავგუგლე წიგნი, გადმოვწერე ელ. ვერსია, წავიკითხე იმ ჩემს ძველ მონიტორზე, ჩემი კონიუქტივიტიანი თვალებით,
წაკითხვის შემდეგ, ცოტა ხანი აპათიაში ვიყავი, მაგრამ მისი სხვა წიგნებიც გადმოვწერე,
ასე ვიკითხე და გავიცანი უელბეკი.
მანამდე, საერთოდ, არც ვიცოდი უელბეკი ვინ იყო და მასზე რას წერდნენ.
არადა, მაშინაც ბევრს წერდნენ და მაისურაძისნაირი ტიპებიც რაღაცსდა უეჭველი იტყოდნენ
წიგნი რომ წავიკითხე, მერე კი მივხვდი, რომ წიგნთან შედარებით ფილმი არ ვარგა, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ამბავია…
უფრო მარტივად რომ აგიხსნა, რაზე გეკამათები. იგივე შინაარსის მაგალითს მოვიყვან.
QUOTE
ბეკეტზე
ერთ დროს, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა დავიწყე ,,გოდოს" კითხვა.
თავიდანვე დიდხანს ვეწვალე. მიუხედავად იმისა, რომ სადღაც შუაში უკვე მომწყინდა მისი კითხვა, მაინც ბოლომდე წავიკითხე,
რადგან მაისურაძისნაირი ტიპებისგან ბევრი დიფერამბი მომისმენია ბეკეტზე და გოდოზე.
აი, როგორც იქნა, გავედი ბოლოში, დამთავრდა აბზაცი, დამთავრდა ბოლო ფრაზა. ბოლო წერტილი წავიკითხე. არაფერი.
ბოლო ფრაზა ხელახლა წავიკითხე. ისევ წერტილი. და ისევ არაფერი.
დავგუგლე, რეცენზიები წავიკითხე. ტიპები, ლამის, ფილოსოფიურ საწყისებზე საუბრობენ თავის რეცენზიებში
და მე კიდევ ვერაფერი დავიჭირე, პრიმიტიულობის გარდა.
კაი, ჯანდაბას, კიდევ ერთი შანსი მივცეთ ბეკეტს- ვფიქრობ. წავიკითხე ,,პირველი სიყვარული"- მოცულობით პატარაა მაინც.
ისევ nothing special.
კიდევ ერთი შანსი მივცეთ, ჯანდაბას, ზოგადად, ლოიალური ვარ და ასე ვერ მივატოვებ ბეკეტს,
თან, მის შესახებ, უკვე ამდენ აღრთოვანებულ ლექციას ვუყურე ,,იუთუბზე".
,,მოლოის" კითხვა დავიწყე. ისევ ის. ანუ ისევ არაფერი, ისეთი.
მთლად მაზოხიზმამდე არ მიდის ჩემი ლოიალურობა, გადავდე ,,მოლოი" - უკეთეესი დროისთვის,
ანუ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, იმ წიგნების სიაში მოვაქციე, რომელსაც არც არასდროს წავიკითხავ.
ისევ ,,გოდოს" დავუბრნდი, მეორეჯერ სწრაფად წავიკითხე, აღარ მიწვალია,
ცოტა კი ვამთქნარებდი, მაგრამ ეგ წინასთან შედარებით, რა აღსანიშნავია.
ჰოდა, ისევ ბოლო აბზაცამდე მივედი, ბოლო ფრაზაც დამთავრდა. ბოლო წერტილსაც შევავლე თვალი, იმედგაცრუებულმა.
და რა?
არაფერი.
ჩემთვის, ბეკეტის გოდო, მართლაც, ,,უნიტაზზე შემოსაგდები წიგნების" კატეგორიიდან არის.
წავალ, ბეკეტის თემაში დავპოსტავ იგივეს, ცოტა უფრო უხეშად,
და, შეუკამათებლად, გამიტარეთ ბეკეტის მოყვარულებმა
In conclusion, იმის თქმა მინდოდა, რომ ლიტერატურის აღქმა ინდივიდუალურია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Margot
Member
ჯგუფი: Registered
Margot
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 84
წევრი No.: 151222
რეგისტრ.: 19-June 12
#52936588
· 19 Jun 2018, 10:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Joiner
Спасибо за Урсулу. Правда бесодобно.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
წერილები: 6385
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08
#52952749
· 21 Jun 2018, 21:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
ბეკეტზე მეც მას ევიყავი თავიდან მოლოი წავიკითხე და განსაკუთრებული ვერაფერი ვნახე მერე მელონის სიკვდილი მივაყოლე და უფო მომეწონა ბოლოს "ბეზიმიანნი" რო დავიწყე მივხვდი რო ექსტრა კლასია .გოდო ჯერ არ დამიწყია (რუსული თარგმანი მინდა) თუმცა დაახლოებით რა ხელწერაა ვხვდები უკვე და პირველად ეგ რო წამეკითხა მეც ვერ ვიკაიფებდი დიდი ალბათობით.
QUOTE
ჩემთვის, ბეკეტის გოდო, მართლაც, ,,უნიტაზზე შემოსაგდები წიგნების" კატეგორიიდან არის.
წავალ, ბეკეტის თემაში დავპოსტავ იგივეს, ცოტა უფრო უხეშად,
და, შეუკამათებლად, გამიტარეთ ბეკეტის მოყვარულებმა
მიდი მერე ფორუმის მუღამიც ეგაა ჭეშმარიტებას აქ ვერ მიაგნებ და ცოტას იკაიფებ მაინც .ხო შენ "ოქროს ტაძარი" არ წაიკითხე როგორც მივხვდი ან არ მოგეწონა
senpai
მილერთან ვინ არ მყავს ნანახი რემბოები ლოტრეამონები "დადაისტების" მთელი კოლონა ბლეზ სენდრარი და ვიღაც მანიაკი
ტიპები ნუ მატისებზე და მხატვრებზე ხო ცალკე ამბავია მაგრამ ბროხი არასდროს
ვერც კი წარმოვიდგენდი რო ჰენრის ბროხი ევასებოდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#52954119
· 22 Jun 2018, 00:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
seeman
QUOTE
(seeman @ 21 Jun 2018, 21:11 )
ხო შენ "ოქროს ტაძარი" არ წაიკითხე როგორც მივხვდი ან არ მოგეწონა
წავიკითხე და იმდენად მომეწონა, რომ ვერაფერი დავწერე.
რატომღაც, რაც ძალიან მომწონს, იმაზე ცოტას ვწერ ხოლმე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორსტმანი
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ფორსტმანი
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1188
წევრი No.: 223114
რეგისტრ.: 24-August 16
#53799926
· 19 Nov 2018, 02:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორ მომნატრებია ამ ქალბატონის შემოქმედება
პირველ რიგში განსაკუთრებულ და გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის მის ნაწარმოებებში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#53801943
· 19 Nov 2018, 14:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფორსტმანი
QUOTE
გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის
და რა იყო გასაოცარი?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(24)
« პირველი
...
11
12
[13]
14
15
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0328 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.