ჩემმა ერთმა მეგობარმა მოისმინა ტელევიზიიდან თუ როგორ აქებდა დათო ტურაშვილი ამ წიგნს და ყველას, ვისაც საკუთრი თავის უკეთ გაცნობა სურს და უბრალოდ ლიტერატურა უყვარს, მოუწოდებდა აუცილებლად "გასინჯეთო"... ჩემმა მეგობარმაც აიკვიატა, ხელფასს რომ ავიღებ ეგრევე უნდა ვიყიდოო... ხელფასამდე დაახლოებით 2 კვირა იყო დარჩენილი და რადგან ეს ყოველდღე ამის ძახილში იყო და ცოტა არ იყოს თავიც კი მოგვაბეზრა მეგობრებს, გავარდა ერთერთი, უყიდა და აჩუქა: აჰა, მოკეტე და წაიკითხე, არ შეგვჩამე ცოცხლადო

წაიკითხა... და მერე დაიწყო ტვინის ჭამა, ასეთი არაფერი წამიკითხავს (თუმცა ნამდვილად მეგობრობს ლიტერატურასთან), წიგნიდან ვეღარ გამოვდივარო... ხან ჰაუარდ რორკის სახელს გაიძახოდა და ხანაც აინ რენდის... და ჩვენც დავიწყეთ... 7 კაცმა წავიკითხეთ ერთმანეთის მიყოლებით... ჩემს პირად შთაბეჭდილებებზე და შეხედულებებზე საუბრით აღარ მოგაწყენთ მეგობრებო... ის ემოციები და განცდები რაც წაკითხვის პროცესში გეუფლება, ის პარალელები საკუთარ თავთან და თანამედროვე საზოგადოებასთან, მემგონი ყველასთვის ნაცნობია, თან ინდივიდუალური... მოკლედ რისი თქმა მინდა... იმ ჩემმა მეგობარმა კიდევ ორჯერ წაიკითხა და დღესაც რორკის პიროვნება კი არ უყვარს, გააკერპა კიდეც მგონი... ჰოდა მე ვუთხარი...
როცა დარჩები შენს თავთან მარტო
თარიღების და სივრცის გარეშე,
და როცა სხეულს - მაგ მიწის ფართობს
გაყოფ ზეცაზე, იანგარიშე
რა ციცქნა ხარ და რა ცოტა ღირხარ,
და რა ვრცელია სივრცე ზეცამდე.
კითხვაზე პასუხს - საერთოდ ვინ ხარ?
ვერ გასცემ, მაგრამ მაინც ეცადე.
თუ სინანული ვერაფერს შეცვლის,
ნუ ინანიებ, ნუ ისრეს თვალებს,
თუ გზა განახებს თავს სახეშეცვლილს,
სახეს შეეშვი, სახელი ცვალე.
ძნელია იყო რაც ოყავ გუშინ,
როცა ცოცხლებში აწყდები მძორებს,
მოკალი ბოღმა შენს გულში, თორემ
მეტასტაზები გაგიხსნის ფორებს.
და თუნდაც ერთი მოქნევა იყოს,
იწამე ფრთების, ოცნებას ენდე,
გეყოს, ცხოვრებას - პრაგმატულ მიკრობს
რაც შეაჭამე ნერვები დღემდე.
და როცა წლები, ვით მკვდარი ძმები,
გახდება შენი თვალების მორგი.
იამაყებ რომ იყავი ვინც ხარ,
იყავი ვინც ხარ, და არა რორკი!
პ.ს. (იმედია ამ ლექსსაც არ მოიპარავენ)