narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა

        
ჯგუფი: Members
წერილები: 38208
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
|
#34697339 · 11 Jan 2013, 21:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
monogamist დაიჯი სუ ეს არის,რაც ვთარგმნე,მერე დავფიქრდი და უაზროდ ვწვალობდი
გათენებისას დასვენება გადავწყვიტე,ძველი ბეტონის ბლოკზე ჩამოვჯექი და ცოტაოდენი საჭმელი შევჭამე,წყალი დავლიე დიდი მათარიდან და მოვწიე.ძველი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა აქედან იწყებოდა,სარემონტო საამქროს ნანგრევებში და და ჭაობს მიუყვებოდა,შემდეგ რამდენიმე კილომეტში იმ ადგილას უხვევდა,სადაც მრავალი წლის წინ ატომუს სადგურს რაღაც მოუვიდა.ეს უბრალოდ ავარია არ იყო,როგორც მაშინ ყველა გაზეთში წერდნენ.მართლია რადიაცია გარშემო ყველგან გავრცელდა,რასაც ჩემი ხელის დეტექორიც მიდასტურებდა,მაგრამ იყო კიდევ რაღაც რამაც ათეულობით კვადრატული კილომეტრი უნაყოფო ზონად გადააქცია,ადგილი რომელიც ჯერ კიდევ შეუსწავლელია და იმაზე გაცილებით საშიში ვიდე უბრალო რადიაქტიული სანაგვე. რამდენიმე წლის წინ მასწავლებელმა ლიკმა აქ პირველად მომიყვანა,დრეზინებისგან და ვაგონებისგან პატარა ურიკა ავაწყვეთ,რელსებზე დავაყენეთ და ზონის სიღრმეში კომფორტულად გავემართეთ.მაშინ პირველად გამაოცა აქ გამეფებულმა სიჩუმემ.უბრალო ჩიტები და მწერები აქ დიდი ხანია დაიხოცნენ ან წავიდნენ,ვინც გადარჩა ჩუმად და შეუმჩნევლად დაიწყო მოქცევა.რკინიგზაზე მაღალი ბალახი იზრდებოდა,რის გამოც ლიანდაგები თითქმის არ ჩანდა და ისე ჩანდა თითქოს ბალახის ზღვაში მივცურავდით,ხანდახან ბორბლები რაღაცას გადაუვლიდნენ და ჩვენც შევხტებოდით ხოლმე. მაშინ ეს ეს პლატო ერთადერთი უხიფათო გზა იყო.ზონაში პირდაპირ არავინ დადის ამიტომაც ამ ოთხვთვალამ უამრავი დრო დაგვაზოგინა.მაგრამ ახლა ეს გზა დაკეტილი იყო.აქედანაც კი ჩანდა ლითონის გროვა,რომლადაც გადაიქცა მთლიანი სარკინიგზო პლათფორმა თავის ბოლო მგზავრებთან ერთად. სამი სტალკერი,ათეულობით მეცნიერი და მათი დაცვა,ასეთი იყო სამეცნიერო ექსპედიციის შემადგენლობა,რომელიც სამი წლის წინ დამწვარ რეაქტორთან მისვლას ტყის მხრიდან ცდილობდა.მოკლედ,რეზულტატი პროგნოზირებადი იყო. მაშინ იქ წასვლაზე უარი ვთქვი და ზონის სრულიად განსხვავებული ნახევარი წელი მივიღე,იმ სამ მოროდიორს,რომლებიც პატრულმა დაიჭირა,პოლკოვნიკმა მარჩენკომ დაარწმუნა რომ დახმარებოდნენ მეცნიერებას და თავიანთი ბედი შეემსუბუქებინათ.დაე შეუნდოს ღმერთმა მათ სულებს. აღჭურვილობის შერჩევა და და გადაწყობა სხვანაირად მომიწია,ახლა მთავარი სისწრაფე კი არა,საჭირო ნივთის უცბათ მიწვდომა იყო საჭირო,ბოლტები და ჯენჭები მუცელთან,ჯიბეში.(ალბათ კენგურუს ვგავდი).მეგობრის ნაჩუქარი პნევმატური პისტოლეტი კი წელთან ბუდეში.სათადარიგო ისრები პისტოლეტისათვის,მათარა,მონაცემების რუკა,თოკი,აირწინაყის ფილტრები,მგონი არაფერი დამვიწყებია,დანარჩენი წვრილმანიც ადგილზეა.ჩანთა კარგად გადავიკიდე,შესამოწმებლად ავხტი–დავხტი.მგონი მოსახერხებელი იყო.მათარიდან წყალი მოვსვი და დღეს უკანასკნელი სიგარეტი მოვწიე. ბევრჯერ დავფიქრებულვარ რატომ მივდივარ ზონაში. ფული? დიახ,მაგრამ მხოლოდ ფულის გულისათვის ვრისკავ ვრისკავ საკუთარ თავს?ჩვენებს შორის ექსცენტრიულის იმიჯი მაქვს.არასდროს მომაქვს ზონიდან ყველანაირი ხარახურა შავ ბაზარზე გასაყიდად,არ დამყავს ვიღაც ტურისტები ფარულად დიდი ფულის სანაცვლოდ,იმ რუკაშიც კი არ მომითხოვია ფული,რომელიც მე თვითონ შევადგინე დიდი რისკის ფასად,საარსებო ფულს ზონის შემსწავლელი ცენტრიდან ვიღებდი,მათთვის ისეთი ნივთები მომქონდა ზონიდან რომელიც კარგა ხანი ერთადერთ ეგზემპლიარად რჩებოდა,ამ ნივთების უნიკალურობისათვის მიხდიდნენ ფულს,ანონიმრობას მინარჩუნებდნენ და თუ რამე ხდებოდა მეხმარებოდნენ.რატომღაც ყოველთვის მეჩვენებოდა,რომ მეცნიერების დახმარებით რაღაც სჭიროს და მართალს ვაკეთები.მაგრამ რატომ მოვდივარ აქ ისევ და ისევ მაინც ვერ გამიგია.
* * * რკინიგზას უკვე ორი კილომეტრით დავცილდი.ჯერ–ჯერობით საქმე კარგად მიდიოდა.სატბორილი ნაწილი გორაკთან დარჩა,ახლა ფეხებით ქვიშის ხრაშუნს ვგრზნობდი,რომელიც მოყვითალო ბალახით იყო დაფარული.შეიძლებოდა ტყითაც გამეჭრა,მაგრამ დღეს ამ მდელოზე მომინდა გავლა, ამიტომ ჩემ თავს აღარ შევწინააღმდეგებივარ. კენჭებისა და ბოლტების სროლით მეტნაკლებად უხიფათო გზას ვიკვლევდი და ნელა მივიწევი წინ.ერთგან არ მომეწონა როგორ გამოძრავდა ჰაერში ქვა,რამდენჯერმე ფეხით ქვიშა მივაყარე იმ ადგილას,პატარა "კოღოს მუნს" გადავაწყდი.მაშინვე რუკაზე ავღნიშნე.ახალია,წინათ აქ არ იყო.ესეიგი გაიზრდება,სანამ დიდი ბიჭი არ გახდება,დედიკო ზონისა და შტერი მეცნიერების გასახარათ. ღია ნაცრისფერმა ცამ ჩაბნელება დაიწყო,ქუხილი აქ ჩვეულებრივი ამბავია,ხშირად წვიმის გარეშე სრულდება,ამიტომ მშვიდად გავაგრძელე გზა.ელვის ელვარე შუქმა და მძლავრმა გრუხუნმა შეჩერება მაიძულა.ამოვიქაქანე,შემოვტრიალდი და გაშეშებული მივაშტერი ღია ნაცრისფერს ჰორიზონტს,რომელიც ნაცრისფერ ცასა და მუქ ყვითელ გორაკებს ყობდა ერთმანეთისაგან.რომელთაგანაც ერთი საათის წინ წამოვედი.ის სადაც ბოლოს შევისვენე ცის ფონზე კარგად ჩანდა რაღაც ოთხფეხა არსება.პირველ წამის მეათედში კიდევ მქონდა იმედი რომ ეს შემთხვევითობა,ოპტიკური ილუზია იყო ან რამე ბალახის მჭამელი გამოვიდა საძოვარზე,მაგრამ მრავალხმიანმა ყეფამ,რომელიც ამხელა მანძილზეც კარგად ისმოდა,რეალობაში დამაბრუნა.პირველ ფიგურასთან კიდევ ერთი გაჩნდა,მერე კიდევ ერთი და მალე მთელი ფერდობი გაველურებული ძაღლების შავი სხეულებით დაიფარა. შემოვტრიალდი და მთელი ძალით ვისროლე ქვა, ძალიან სახიფათო მანევრია,შეიძლება "ფეხიტეხიაში" ან "ქინქლაბალახში" მოხვდე,ძალიან ძნელია მათი გარჩევა,მაგრამ დაკვირვების დრო არ იყო.ჩემ კვალს მთელი ისეთი საშიში ცხოველების ხროვა დაადგა,რომელთათვისაც ღირდა რომ მთელი შენი შესაძლებლობები დაგეხარჯა.ამ საყვარელმა შინაურმა ძაღლებმა შეძლეს ზონის პირობებზე მორგება,მუტაცია განიცადეს,უფრო ძლიერები,ამტანები და ჭკვიანები გახდნენ.მათ დაიწყეს გამრავლება და ცხოვრება რაღაც თავიანთი უილავი კანონებით,ხანდახან მგონია რომ,ისინი თითქმის გონიერები არიან.ადამიანის ხორცი,როგორც ჩანს,მათი საყვარელი საჭმელი იყო.ნახშირივით შავი ძაღლების ხროვა ისე ნადირობდა თითქოს მათ რაღაც ბოროტი და გაწვრთნილი გონი მართავდა.რვა თვის წინ ზონის გამწმენდი ჯგუფს,ბევრჯერ შემოწმებულ მარშუტზე მოძრაობისას,ასეთი ხროვა დაესხა თავს და ნახევარი ხალხი გაუწყვიტა.მხოლოდ იმით გადაირჩინეს თავი,რომ მომწამვლელი გაზი გაუშვეს,ძაღლებს რომ აირწინაღები ქონოდათ,სამხედროებს ვერც იარაღი და ვერც ჯავშანჟილეტი ვეღარ უშველიდა. მაგრამ მე შანსი მქონდა.ამ მხეცებს უკვე დიდი ხანი ვიცნობდი და რამდენჯერმე შევხვედრილიყავი კიდეც.როგორც შემეძლო ისე ჩქარად გავიქეცი დასავლეთისაკენ,სადაც ჩემ რუკაზე ჯვრები და პატარა თავის ქალები იყო დაგროვილი.წესით ამ მხარეს არ უნდა წავსულიყავი,მაგრამ ახლა თუ გამიმართლეს ეს ზონის სურპრიზები ჩემი ხსნა იქნება. ძაღლები ძალიან ხმაურიანები არიან.საერთოდ ვერ გრძნობენ სახიფათო ადგილებს და ათეულობით იხოცებიან ნებისმიერ მახეში (კატებისაგან განსხვავებით,რომლებიც სტალკერებად არიან დაბადებულები). რამე დიდი ანომალია მჭირდებოდა, "კოღოსქეცა","ხორციმჭრელა" ან "ყურბელა". როდესაც ყეფა იმ ბუჩნარიდან მომესმა სადაც ათი წუთის წინ ვიყავი გაჩერებული,რაღაც გორაკზე ავძვერი,მარჯვნინ დიდი გრავიტაციული ანომალია დავინახე,ფერზეც გაარჩევდით რომ "ქეცი" იყო,დიდი და მძლავრი ანომალიმ უბრალო ქვიშა რაღაც მყარ,ყავისფერ და მრავალფეროვან ნახველად გადააქცია. ქვის რამდენიმე სროლით გვერძე "ტრამპლინი" ვიპოვე,ესეც გრავიტაციული იყო,მაგრამ სხვა თვისებებით.ერთხელ ვნახე როგორ გადმოხტა რაღაც პატარა მღრღნელი ტოტიდან პირდაპირ ამ რაღაცაში.ისეთი სისწრაფით აისროლა ზევით რომ,საცოდავის წრიპინი უკვე სადღაც შორიდან მომესმა."ქეცი" და "ტრამპლინი" მედლის ორი მხარე მგონია.საქმე იმაშია რატომ დაგვაჯილდოვეს ამ მედლით. ის იყო ამ ორ "მეგობარს" შორის გავძვერი რომ, იმ მოედნინად სადაც მე ვიდექი პირველი ძაღლი გამოძვრა.შავი იყო,მოკლებეწვიანი,წითელი თვალებით,შეუჩერებლად შემოტრიალდა ჩემსკენ.ბოლო ხუთი წამი შემი ყელისათვის უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. ასეთ მომენტებში ქვასავით მშვიდი ვრჩები.წამის განმავლობაში ხელი პისტოლეტის ბუდისაკენ წავიღე,კიდევ ერთი წამი – ხელისგული ტარს შეეხო,მესამე – ლულა, როგორც გრძელი საჩვენებელი თითი,ისე უჩვენებდა ჩემგან რამდენიმე მეტრში მდგარ ცოცხალ სიკვდილს.თითი რბილად ეხება სასხლეტს და ხუთ სანტიმეტრიანი ისარი ცხოველს პირდაპირ გაღებულ ხახაში ესობა.თითქმის დავინახე როგორ დაიმსხვრა შხამიანი კაფსულა ისარზე და როგორ შეეშხეფა სითხე მხეცს ყელში.ძაღლმა ისე დაიღმუვლა,რამის ყურის ბარაბნები დამისკდა.მე გვერძე გავხტი და მხეცი კრუნჩხვებშ დავტოვე. რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე,პოზიციაზე გავმაგრდი,თითები მოვადუნე,რომ პისტოლეტის მთელი წონა მაჯაზე გადასულიყო და ხელი მომედუნებინა.მართალია პნევმატიკა მქონდა,მაგრამ დიდ სამხედრო რევოლვერებსაც არ ჩამოუვარდებოდა სიმძიმით. პისტოლეტი ჩხირმა მაჩუქა,ყოფილი სტალკერი,რომელიც "ფეხიტეხიაში" მოხვდა და სასწაულით გადარჩა.შემთხვევით ვიპოვე და ზურგით გამოვიყვანე ზონიდან.ყოველთვის ვეუბნებოდი რომ,ნამდვილად ვიღაც სხვამ გადაარჩინა.იმ ადგილიდან,სადაც ბიჭი ხაფანგში მოხვდა,იმ ადგილამდე სადაც მე ვიპოვე,თორმეტი კილომეტრია.ძალიან უცნაური ამბავი იყო და ჩხირიც ამტკიცებდა რომ ყველაფერი ზევით იყო ჩაფიქრებული.ფეხის გარეშე დარჩენილმა,ახალგაზრდა სტალკერმა გალოთება დაიწყო,მაგრამ შემდეგ საქმე იშოვა:სტალკერების აღჭურვილობას გამოშვებისა და შეკეთების ორგანიზებას მიჰყო ხელი.ხან და ხან ზონიდან მოტანილ ნივთებსაც იღებდა. პისტოლეტი მან მომცა,ცუდად არ არის მოფიქრებული კონსტრუქცია.დაწნეხილი ჰაერის ბალონი სახელურიდან მოშორებით უკანა მხარეს არის განთავსებული,რომლესაც ხელის მტევანი გარეთა მხრიდან ეხებოდა,მის ანტიწონად,სახელურის მეორე მხარეს,გარედან რაღაც საწამლავიანი ამპულების მჭიდი მაგრდებოდა.სახელურის შიგნით კი ჩვეულებრივი მჭიდი,რომელიც უბრალო ისრებით იყო სავსე.ჯამში კონსტრუქცია იმაზე მასიური გამოვიდა,ვიდრე საარმიო პისტოლერი,მაგრამ მოსახერხებელი,თითქმის უხმაურო და არანაირი უკუცემით. თავს ზემოთ დაიქუხა და იმავდროულად ჩემს წინ,მოედანზე ოთხი ძაღლი გამოვარდა ერთად.ის რომელიც მარჯვნინ მორბოდა უცებ მიწაზე თავით დაეხეთქა და წითელი მასა მთელ "კოღოსქეცაში" გადაეშხება,(უყურე ერთი კოღოს,ჩემთვის გავიფიქრე),ცხოველის ტანი კი ინერციით მარჯვნივ და ზევით მიქროდა.დანარჩენი არ მაინტერესებდა. ძაღლს,რომელიც ჩემსკენ მორბოდა,ვესროლე,შემდეგ იმას,რომელიც უკან მოსდევდა.მეოთხე ძაღლის საცოდავი წკმუტუნი კი სადღაც ზევიდან გავიგე.მაგრამ დანარჩენი ხროვა უკვე ფერდობიდან მიყეფდა. ორი მკვდარი ცხოველი მიწაზე ეგდო და ნაფლეთებად თეთრ ქაფს აფრქვევდნენ.ჩემგან ხუთ მეტრში,მარჯვნივ ორი ძაღლი "ქეცში" დაიშალა,მარცხნივ კიდევ ერთი გაფრინდა ნაცრისფერ ცაში.ხროვა გაჩერდა.არცერთი ცხოველი აღარ იძვროდა ადგილიდან,თითქოს ვიღაცის უხილავ ბრძანებას ემორჩილებოდნენ.პირდაპირ არ მიყურებდნენ,ჰაერს ყნოსავდნენ და ფრთხილად მიაბიჯებდნენ მომაკვდავი ამხანაგებისაკენ,მთელი ტანკით ვგრძნობდი მათ ცხოვლისმყოფელ ყურადღებას.პისტოლეტი ავწიე და უახლოეს ძაღლს ვესროლე.ისარმა მხარშ გაუარა, ცხოველი შეხტა და შეეცადა ტკივილს კბილებით მისწვდომოდა.გარშემო უფრო დაბნელდა,ისევ დაიქუხა თითქმის ჩემსა და დაჭრილი ძაღლის თავზე. მან უცებ ამოიყმუვლა და გვერძე მდგომ ძაღლს სწვდა. ხროვაც თითქოს ამას ელოდა.შიშველმა ყბებმა გაიბრწყინეს,ყველა მხარეს ხორცისა და ტყავის ნაგლეჯები ცვიოდა – ძაღლები თავიაანთ დაჭრილ მოძმეს გლეჯდნენ. მე გამოვბრუნდი და გორაკის წვერზე რაღაც ჯართის გროვისაკენ გავიქეცი.ეს სატვირთოს ჩონჩხი აღმოჩნდა და ალბათ რაიმე ხიფათს მალავდა.ჯერ მარჯვნივ ვისროლე გაიკა – მეტალის ნაჭერი დაბალი წკარუნით ელექტრულ მუხტში გაქრა.შემდეგ მარცხნივ ვისროლა,იქაც იგივე.ერთი გზაღა დამრჩა,პირდაპირ დაჭანგულ ძარაზე.ხროვა ისევ ღრეობდა,მარაგში ისევ მაქვს ალბათ ერთი წუთი,ყველა ძაღლის მოკვლა არ შემეძლო,უნდა გამერისკა. შეიძლება ეს უბრალოდ ძველი სატვირთო ყოფილიყო,რომელიც აღარ დასჭირდათ და აქ დააგდეს,მაგრამ ხშირად რკინის ასეთი გვამები რაღაც დიდი ანომალიის მაჩვენებელი იყო.რათქმაუნდა,შიგნით ვისროლე ბოლტი.შემდეგ ქვა.არაფერი შემაშფოთებელი არ მომხდარა.არჩევანი არ მქონდა.ცაში კიდევ ერთი ბანჯგვლიანი "პილოტი" აიჭრა,ხროვამ აშკარად მოძრაობა დაიწყო. დანჯღრეულ ჯართზე ავძვერი,შემდეგ ბორტს ვესტუმრე.არაფერი არ მომხდარა.მხოლოდ თავში შესამჩნევად მომემატა პულსაცია.ეტყობა საკმაოდ დიდი სატვირთო იყო ადრე,ახლა მიწამდე ორ მეტრზე დიდი მანძილი მაშორებდა,ისევ ამოვიღე პისტოლეტი.გაქცევა აღარ მინდოდა,აქ კი საღაც დროის განმავლობაში უსაფრთხოდ ვიყავი.აქედან კარგად ჩანდა,როგორ მოდიოდნენ ძაღლები,თავიაან ამხანაგთან გაუსწორებით საქმე,და ახლა ნელა მოიწევდნენ ორ ანომალიას შორის.ნელა მოდიოდნენ,ყნოსვა–ყნოსვით და მემგონი აღარ აპირებდნენ პირდაპირ შეტევას,სამწუხაროა. ვუყურებდი ამ პროცესს,როგორ მოდიოდა ძაღლებს ჯაჭვი და მიხვდი რომ,უბალოდ შემ კვალზე მოდიოდნენ.როგორც იტყვიან,სადაც მსხვერპლმა გაიარა,იქ ჩვენც გავივლითო.კარგად მოკალათება დავაპირე და ზუსტად მაშინ,ჩემდა საუბედუროდ,ზონამ კბილები გამოაჩინა. საშინელმა გრუხუნმა გორაკი შეძრა და ერთი წამით იქაურობა განათდა,მაშინ ანომალიებს შორის მთელ სიგრძეზე წვრილი ელექტრული მუხტი გასხლტა.მიწაზე გავარდნილი ელვა სრულიად განსხვავდება,იმ ელვისაგან რომელის სადღაც ღრუბლებში ვარდება.თითქმის დავყრუვდი და დავბრმავდი,მიწაზე მხოლოდ იმიტომ არ დავეცი რომ,ძალიან შემეშინდა.რამდენიმე წუთში მოვედი გონს.დაძაბულობისაგან გათეთრებული თითები მოვადუნე და დუნედ დავუშვი ძირს,მეც თითქმის დავეცი.იმ ძაღლებისაგან რომლებიც ანომალიებს შორის დარჩენილ გამოსასვლელში მოდიოდნენ,თითქმის აღარაფერი დარჩა.ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ მრისხანე მკვლელების ხროვისაგან,ახლა რამდენიმე ათეული საცოდავი ძაღლი გადარჩა,რომლებიც წკმუტუნით მიცოცაცდნენ ქვევით, ფერდობზე.მაგრამ თავის მოტყუებას აზრი არ ჰქონდა,მალე ქოფაკები გადაჯგუფდებოდნენ და სხვა გზის მოძებნას შეეცდებოდნენ. დაქანცული ვიჯექი ძველი სატვირთოს გვერდზე,რომელთანაც ჩვეულებრივ,ათ მეტრზე ახლოს არ მივიდოდი.უძილო ღამემ და ბოლო დაძაბულმა საათებმა ახლა შემახსენეს თავი.მათარა და სიგარეტი ამოვიღე და ასეთ ჰარმონიულ მდგომარეობაში ჩავთვლიმე.
***
გონზე სადღაც სამ საათში მოვედი.გარშემო ისევ დღე იდგა.მსუბუქმა ნიავმა დაუბერა,თან დამწვარი ტორფის სუნი მოიტანა და მეც დამაფიქრა,სად ვიყავი და სად უნდა წავსულიყავი.ცუდ მდგომარეობაში არ ვიყავი.პისტოლეტი გადავტენე,ცოტა შევჭამე,რუკა ამოვიღე და ისევ იქ დავჯექი,თითქმის ახლობელი სატვირთოს გვერდზე. ცივ წყალს ვსვავდი,რაღაც უგემურ საჭმელს ვაყოლებდი და დაკვირვებით ვსწავლობდი რუკას.თურმე,სანამ ძაღლებს გავურბოდი,იმაზე შორს წამოვსულვარ ვიდრე მეგონა.რამდენიმე სერიოზული ადგილიც გადამილახავს,ისე რომ ვერც შევამჩნიე,ახლა კი ზუსტად იმ მონაკვეთის ცენტრში ვიყავი,რომელზეც რუკაზე ეწერა:"ჯერ დაფიქრდი".გვერძე კი ოთხი თავის ქალა.ეს იმას ნიშნავს რომ სადღაც აქ როგორც მინიმუმ ოთხი სტალკერის სული გაემართა სტალკერულ სამოთხეში. უკან დაბრუნება არ გამოდიოდა.არა მხოლოდ იმიტომ,რომ ზონაში დასაბრუნებელი გზა არ არის.ძაღლები დაბინდებისას სულიერ წონასწორობას აღიდგენენ და შეიძლება ისევ ჩემ კვალს დაადგნენ.თ გზას გავაგრძელებ,არის შანსი რომ ვეღარ მიპოვიან.უცებ შევაგროვე ნივთები და სატვირთოს კუნძულს მოვცილდი, ჩვეულებრივ ჩონჩხები ზონაში იშვიათია.არქეოლოგებს რომ გაეხარდებათ ისეთი სიტუაცია არ არის.მაგრამ ეს ჩონჩხი სრულყოფილი იყო.ხელს,რომელიც ძვლების გროვად ქცეულიყო,საგულდაგულოდ ჩაებღუჯა 5.45 კალიბრის ქარხნული "კალაში",ყელზე კი ჟეტონი ეკიდა,პირადი ნომრით,თავის ქალაზე რკინის ჩაფხუტი გვერძე მოქცეოდა.ეტყობა სატვირთოს მძღოლი იყო,საცოდავს,აქ მოუსწრო უბედურებამ,ეტყობა აქ უნდოდა დამალვა და დარჩა კიდეც სამუდამოდ.რატომღაც კარგად შემოინახა მაღალი ჩექმები და ლითონის ბალთიანი ქამარი,რომელზეც ვარსვკლავი ეხატა. ცოტა ხანი ვეჯექი ახლოს,მერე ქანში ამოვიღე და ქვევით,ფერდობზე ვისროდი,სიკვდილი კი არის საშიში,მაგრამ არც ისე იშვიათი. ფერდობზე თავგადასავლების გარეშე დავეშვი.უცნაურია,თუ კი გავითვალისწინებთ რომ,როცა ძაღლები მომდევდნენ,მაშან პრობლემების გარეშე ამოვედი.მაგრამ,მოძრდილი ტბორი,სადაც ფერდობი მთავდებოდა,არ მომეწონა.ზედმეტად გამჭვირვალე წყალია ამ ადგილებისათვის და მეტისმეტად კარგად მოჩანდა ფსკერი.არ გავრისკე და გარშემო შემოვუარე. ქანჩი,ქვა,ისევ ქანჩის აღება,რომელიც წეღან ვისროლე,ქვის მოძებნა და ისევ ახლიდან.ამ მოქმედებას უკვე ავტომატურად ვაკეთებდი,როგორც სიარულს და სუმთქვას.თვითონ ხდები გარემოს ათასი ჯურის უცნაურობების და შეუსაბამობების ანალიტიკურად მოაზროვნე მიმღები,რომელიც რეკომენდაციას გაძლევს შემდეგ მარშრუტზე.აი,მაგალითად,არ ვიცი,რატო არ მომწონს ის კორძი,არ ვიცი,მაგრამ მასთან არ გავივლი.შიძლება შემდეგ გავერკვიო საკუთარ გრძნობებში და გავიგებ,რით შეიძლება დამმუქრებოდა ეს დამპალი ხის ნაჭერი,არ შეიძლება ვერც გავერკვიო. გორაკი დიდი ხანია უკან დარჩა.მზე ნელ–ნელა გადაიხადა დაისისაკენ.მე კი ისევ ქანჩების სროლით მივდიოდი.ხან მარჯვნივ,ხან მარცხნივ,ზოგჯერ ნაკადულებს ვახტებოდი,ხანაც ეკლიან ბუჩქებში მივიკვლევდი გზას. ეს რაღაცა შორიდანვე დავინახე.ღია ნაცრისფერ მიწაზე შავი ბრტყელი სპირალი ეგდო.ათი სანტიმეტრი იქნებოდა დიამეტრით,მის ზემოდ კი ცისფერი მირაჟი ლივლივებდა.ასეთი აქამდე არ მენახა.ტყავის ხელთათმანები ხელებზე,ათასგვარი ნაჭრისაგან შეკოწიწებული ტომარიდან გადმოყრილი ნივთები ქანჩს მიყვა მიწაზე.ნახევარ საათში აშკარა გახდა რომ,მეტ საშიშს პრიცნიპში ვერ მოვახერხებდი და ახლა მხოლოდ იღბალზე შემეძლო დაყრდნობა.ხან და ხან,ასეთი მამაძაღლობები,უკვე ზონიდან გასვლის შემდეგ გვაჩვენებენ თვისებებს.გამძაფრებულმა გრძნობებმა მუხლები ამიკანკალეს,ფრთხილად შესწავლის შემდეგ უცნობი ნივთი ხელში ავიღე.ასე იყო ყოველთვის,როცა ამგვარ ნივთებს ვეხებოდი.მთელი ჩემი გამოცდილება მკარნახობდა რომ,შეიძლებოდა სახლში დაბრუნ ება. იშვიათი ნივთი იყო,ანაც საერთოდ უნკალური,გარისკვა და ასეთი ტროფეით ზონაში ბოდიალი არ მოდიოდა.მითუმეტეს რომ ამ პატარა გამოსასვლელმა უკვე მომცა ყველაფერი,რომლებიც შვეუელებრივ სტალკერებს მთელი მოგზაურობის განმავლობაში არ ეძლევათ. იმ ადგილიდან სადღაც ორასი მეტრით გადავინაცვლე დასავლეთით და გადავწყვიტე იქ შემესვენა.რუკა ამოვიღე,მოვწიე,და ცოტა წყალი მოვსვი.რუკის მიხედვით ამ რაიონიდან შემეძლო უცებ მომესვა,მერე კი მარტივან მივსულიყავი პერიმეტრამდე.მაგრამ ერთი სიძნელე იყო.ვერ ვიტან ჭაობში სიარულს,მაგრამ ზუსტად იქ მომიწევს სვლა.დატბორილი მონაკვეთი ორვე მხარეს საკმაოდ შორს იშლებოდა,მაგრამ დიამეტრით ათ კილომეტრს არ აღემატებოდა. ****
დიდი ხნის წინ,პრაქტიკულად ზონის შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ,ერთი ძალიან დიდმა ძალამ, კბილებ დაკრეჭილი ულტიმატუმით და თითქმის ზრდილობიანად ითხოვა,ამ რაიონში თავისი სამხედრო მეცნიერების ჯგუფის გადასხმა.იქიდან გამომდინარე რომ ამ ძალის წარმომადგენლები ცენტრშიც ბევრნი იყვნენ,გასაგები გახდა რომ, სამხედრო მეცნიერების სახით,მეცნიერი სამხედროები მოგვევლინებოდნენ.უფრო სწორად რომელიღაც უცნაური დანიშნულების რაზმი.ისინი დაუშვეს,ტექნიკით დაეხმარნენ(მოკლედ,თავისი ვეტმფრენები სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩამოიტანეს),ყველა მატერიალი მისცეს,მათშორის დაზვერვის მონაცემები,შესასვლელი გაუხსნეს,რთული დასაჯერებელია მაგრამ ადგილობრივებიც კი გააფრთხილეს,რომ რაღაც დორის განმავლობაშ სტალკერებს ამ რაიონშ ცხვირი არ შემოეყოთ. ვერავის,ვინც კი ერთხელ მაინც იყო ნამყოფი ზონაში,ვერ გაეგო რა ამოძრავებდა მთავრობის ჩინოვნიკებს,აქ რომ გზავნიდნენ სპეცნაზს.ვის უნდა ეომო ზონაში?მუტანტ კურდღლებს? ველური შესახედაობის სადესანტო ვეტმფრენი ზონისაკენ გამთენიისას გაემართა,მას უკან ორი,მცაცებლის მაგვარი საცეცხლე მხარდაჭერის ჰელიკოპტერი გაყვა.იქ რა მოხდა,დეტალებში არავინ იცის.ნახევარ საათში ბლოკპოსტზე აფეთქების ხმა გაიგონეს,შემდეგ მეორე აფეთქება,მერე კი ტყვიამფრქვევის ჯერების ხმამაც მოაღწია.იმისდა მიუხედავად,რომ ზონაში რაციით სარგებლობა თითქმის შეუძლებელია,იმ დღეს ცენტში საჭირო სიხშირეზე ყურადღებით უსმენდნენ და სასწაულით დაიჭირეს ლაპარაკი უცხო ენაზე,რომელიც იმეორებდა,რომ ჯგუფი გადმოსხდა და მძიმე ბრძოლას აწარმოებს, ვერტმფრენები კი "წრეებში განადგურდნენ".მეტი ვეღარაფრის გაგება ვერ მოახერხეს.მაგრამ ზონამ აქტიურად დაიწყო პულსირება ყველა ანომალიით,რაც იმის ნიშანია,რომ შიგნით რაღაც ხდება.შემდეგ მოვლენების მიმდევრობა საკმაოდ ზუსტად აღადგინეს,დანარჩენის აზრი კი ყველამ თავისებურად გამოიტანა. როგორც მე ვხვდები,ზონა უბრალოდ წაეთამაშა ადამიანთა ამ სახიფათო წარმომადგენლებს.მან ჯერ გადმოსხვა დააცალა,შემდეგ კი ვერტმფრენები გაანადგურა და ამ თავზეხელაღებულების გამოსაცდელად ცხოველები მიუსია.შეიძლება ქოფაკები,ანდაც ყველა სახის მუტანტები,საერთოდაც მოჩვენებებით შეაშინა.სხვა შემთხვევაში ვერავითარი "მძიმე ბრძლა" ვერ მოხდებოდა.შემდეგ მან ჯგუფი მთელ ჭაობში მიმოფანტა და ყველას სათითაოდ გამოეკიდა.მოხუცი სტალკერები ამბობენ რომ ჭაობში მთლი დღე ვიღაც ისროდა. არა,რათქმაუნდა ცენტრმა ინსტრუქცია მოითხოვა სიტუაციიდან გამომდინარე და დახმარებაც შესთავაზა,მაგრამ სამხედრო ჩინმა,რომელიც სპეცნაზს აეროდრომიდან მეთაურობდა,განაცხადა რომ,თუ ჯგუფი ამ რთული სიტუაციიდან ვერ გამოდის,მაშინ მის ხალხს ვერავინ მსოფლიოში ვერ დაეხმარება.ზუსტად ასე თქვა,"ვერავინ მსოფლიოში".და იქვე დააყოლო,რომ ყველა მონაწილე თავისი ქვეყნისათვის დაიღუპა და სიკვდილის მერე დაჯილდოვებულ იქნება. მთელი რაზმიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩა.მეორე დღეს მიაღწია პერიმეტრამდე,მთლიანად "ყინულის ქსელში" გახვეულს,ტანსაცმლის ნაგლეჯებიღა ეკიდა ტანკზე,გონება თითქმის აღარ ქონდა,მაგრამ პისტოლეტი მაინც ხელში ეჭირა.მართალია,შიგნით ტყვიები აღარ იყო,მაგრამ როცა მავთულხლართთან ორი სტალკერი დაინახა,გაგიჭებულმა კომანდომ იქამდე აჩხაკუნა სასხლეტი,სანამ კეთილმა ხალხმა უსარგებლო სათამშო ხელიდან არ გამოართვა და თავის ქოხში არ წაიყვანა,სუფთა მიწაზე.როცა მიხვდა,რომ მის წინ ცოცხალი ადამიანები იდგნენ,სპეცრაზმელს ცრემლები წამოუვიდა და უგონო მდგომარეობაში გადავიდა. სწორად სტალკერებმა გადაარჩინეს ის,მათ მოაცილეს მთელი "ქსელი" და ბიჭი ბალახის წვენით გაასუფთავეს.შემდეგ კაი ხანი აბანოში ორთქლეს და დაბანეს.იმ დროისათვის როცა მათ ის ცენტრში მიიყვანეს,მებრძოლი მოსულიყო გონს და მკაფიოდ გამოთქვამდა აზრს.მაგრამ ერთი ის არის,რომ აღარაფერი ახსოვდა.ამით დაღუპა თავისი დიდი და მრისხანე ძალა.თავის მხსნელებს კი მადლობაც არ უთხრა,ან შეიძლება არც მოსწონდა ისინი.
***
დაახლოებით ერთი საათი მივდიოდი ჩრდილოეთით,ტყის დატბორილი ნაწილისაკენ,როცა სადღაც უკან მეგობრული ყეფა გაისმა.ხროვა გასაკვირად სწრაფად მოვიდა გონს და როგორც ჩანს სასიკვდილო გორაკიდან გამოსასვლელი შემოვლის გზა იპოვა.ეს მხეცები მაშინ ღმუიან როცა კვალში უდგანან ვინმეს და არა მგონია ახლო–მახლო ჩემს გარდა კიდევ სხვა ყოფილიყო ისეთი,რომელზეც ნადირობა შეიძლებოდა,უკვე ბინდდებოდა და მიუხედავად ჩემს მიერ გავლილი დიდი მანძილისა,დილით ძაღლები მიპოვიან.შეიძლება ზოგიერთი მათგანი გზაზე მახეებში დახოცილიყო,მაგრამ ძირითადი მასა გამოივლის,უმეტეს შემთხვევაში,როგორც წინა ჯერზე,პირდაპირ ჩემ კვალზე.ესეიგი ღამის გატარება ჭაობში მომიწევს.ძაღლები,მართალია ჭაობშიც მოძრაობენ,მაგრამ ამ მიწაზე ჩემი სუნი პოვნა გაუძნელდებათ. ვცდილობდი უახლოეს პერსპექტივებზე არ მეფიქრა,მაგრამ შიში გულს მიღრღნიდა. ღამის ჭაობი ზონაში ალბათ ერთადერთი გამოცდილება იყო რომელსაც აქამდე გავურბოდი.მაგრამ როგორც ჩანს ზონამ ჩათვალა,რომ ყოველმა წესიერმა სტალკერმა უნდა გასინჯოს ყველა მომზადებული კერძი.კარგი ბატონო.იყოს ჭაობი. სადღაც ტყის იქით მზე თავის გრძელ ისტორიას დაისით ამთავრებდა.მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ნაღელი იყო,ჩამოწოლილი ბინდი ნელ–ნელა ედებოდა მიდამოს.ფრთხილად მივდიოდი წინ და ვითვლიდი რამდენი იყო დარჩენილი ჭაობის მხსნელ ტალახამდე,როცა მარჯვნივ ჩუმი,მაგრამ საკამრისად მაინც მკვეთრი ტონი: –მიშველეთ... რამის შევხტი.ზონაში ყველაფერს შეიძლება შეხვდე,მაგრამ აქ ადამიანი იშვიათი მოვლენაა.ამასობაში ხმის პატრონი,ეტყობა გაიგო ჩემი არსებობის შესახებ და მნიშვნელოვნად მოუმატა ძახილს –მიშველეთ! ეჭვგარეშეა,ადამიანი იყო.ფრთხილად წავედი ხმისაკენ
|