
"შორეული მომავლის პირქუშ წყვდიადში არის მხოლოდ ომი"
სალამს მოგიძღვნით ამ გრაგნილთა მკითხველო. მე, ერთ უღირს გადამწერს წელსა ამას 999.M41-სა წმინდა ტერრაზე დამევალა აღმეწერა ჩვენი დიდებული და უკიდეგანო იმპერია რომელიც იჭიმება თითქმის მთელ "ირმის ნახტომზე", დიდება იმპერატორს რომ დღეს აქ ვზივარ და ამ სიყვების დაწერა შემიძლია პერგამენტზე, დიდება მას რაგდან იცავს თავის ათეულ ტრილიონ შვილს აურაცხელი მტრებისგან, მისი ჯარები ძლიერნი, გაბედულნი და ურიცხვნი არიან, ზეადამინურად ძლიერნი კოსმომედესანტეების ორდენები და იმპერიის ურიცხვი გვარდიელები, აი იმპერატორის მახვილი და საომარი ურო. ვადიდოთ მისი შექმნილი ასტრონომიკონი (დალოცვილი იყოს მისი სახელი) რომელიც უზრუნველყოფს რომ ჩვენი ღირსი ნავიგატორები აკავშირდებდნენ იმპერიის დაუთვლელ პლანეტებს ერთმანეთთან. ქებათა ქება ინკვიზიციას რომელიც გვიცავს ქაოსისგან მიუხედავათ გასაღები საფასურისა. ვადიდოთ წმინდა ტერას უმაღლესი ლორდები რომლებიც ბრძნულად მართავენ იმპერიას მას შემდეგ რაც მისი უდიდებულესობა იმპერატორი ოქროს ტახტზე დასვენდა. განვადითოთ Adeptus Mechanicus ვინაიდან მათი ლოცვებით არის რომ უკიდეგანო წყვდიადში დაფრინავენ ხომალდები, სამჭედლოებში ქმნიან ჩვენი დამცველების აბჯარს და იარაღს და ჩვეულებრივი მოკვდავი მადუღარათი ადუღებს წყალს. სიკეთე არ მოუშალოს იმპერატორმა მის ერთგულ პსაიკერებს Adeptus Telepathica-დან რადგან ისინი გადასცემენ ინფორმაციას პლანეტიდან პლანეტაზე გონების ძალით, მართლაც განსაცვიფრებელნი არიან პსაიკერები, მათ დაიმორჩილეს ვარპი და ახლა იმპერატორის მსახურებისათვის იყენებენ მას. ეკლესიარქიას მივენდოთ, რათგან ისინი არიან იმპერატორის სიტყვის გამავრცელებლები. დალოცვილი იყოს წმინდა ტერა, კაცობრიობის აკვანი, სწორდე აქედან დაიწყო ჩვენმა დიდებულმა იმპერატორმა თავისი გაფანტული ფარის შეკრება, აქედან დაიწყო მან ათი ათასი წლის წინ თავისი გულად ასტრატესებთან ერთად დიდ ჯვაროსნული ლაშქრობა, რომ გაეერთიანებინა და გაეძლიერებინა კაცობრიობა ქაოსის და ქსენოსების საფრთხეების წინაამღდეგ. ვადიდოთ ჩვენი აწ გარდასული გმირი პრიმარქები, ასტრატესთა ორდენთა მამები როგალ დორნი, ლომი ელ'ჯონსონი, ლემან რასსი, კორაქსი, რობუტ გილიმანი, ფერუს მანუსი, სანგვინიუსი, ჩაღათა ხანი და ვულკანი რომლებიც მოღალატე ჰორუს ლუპერკალის ერესის დროს მათ მამას იმპერატორ ამოუდგნენ გვერდში, წყეულიმც იყვნენ მათი მოღალატე ძმები, ჰორუს ლუპერკალი, ლორგარ ავრელიანი, ფულგრიმი, პერტურაბო, ანგრონი, კონრად კურცი, მორტარიონი, მაგნუსი, ალფარიუსი და ომეგონი და მათი მოღალატე, ადამიანთა რისხვათ გარდაქმნილი ორდენები. სამარადისოდ წყეულიმც იყვნენ ვარპის 4 ღვთაება რომლებმაც მტრობა და შუღლი ჩამოაგდეს ძმებს შორის და იმპერია სისხლისმღვრელ, ძმათამკვლელი ომის მორევში ჩააგდეს. ძენჩი, ცვლილებების და ხრიკების ღვთაბა რომელიც ადამიანს განუსაზღვრელ ძალუფელბას პირდება, კჰორნი ომის და სისხლის ღვრის ღვთაება, ნურგლი ავადმყოფობების ღვთაება და სლაანეში გარყვნილების და სიამოვნების ღვთაება. მათგან შორს დაიჭირე თავი მკითხველო, რადგან ისინი სხვადასხვა ხრიკებით შენ შეგაცდენენ, ბოროტების გზაზე დაგაყენებენ, ყველაფერ ადამიანურს წაგართმევენ და დემონის მსგავსად გადაგაქცევენ, 10000 წელია იმპერიის ერთგულნი და ქაოსის მიმდევრები და საძულველი დემონები ებრძვიან ერთმანეთს. ჩვენს ბრწყინვალე იმპერიას გარდა ქაოსისა ქსენოსებიც ემტერებიან, ქედმაღალი და ცრუ ყურწაწვეტებული ელდარები და მათი სასტიკი ძმები შავი ელდარები რომელთა გაუგონარი გარყვნილებამაც შვა სლაანეში, გაუგებარი რელიგიის "დიდ სიკეთის" მქადაგებელი ლურჯკანა ტაუ რომელთა ცოდნა მანქანებში შეიძლება აღემატებოდეს ჩვენსასაც კი, მათ ზოგიერთი ადამიანის გადაბირებაც კი შეძლეს, თუმცა არაუშავს იმპერია გასრისავს მათთაც და მათ ტაუ ბატონებსაც! უგნური და ბინძური ბარბაროსები მწვანეკანა ორკები იპყრობენ ჩვენს პლანეტებს და ისაკუთრებენ მათ, მაგრამ არაუშავს, ულანორიდან მოყოლებული და პლანეტა არმაგედონით დასრულებული იმპერიას ბევრჯერ დაუმარცხებია ეს სოკოები და ახლაც არ ავაწევინებთ მათ თავს! უძველესი კ'ტანების შექმნილი ფოლადის კაცნი ნეკრონები უმოწყალოდ და განურჩევლად ხოცავენ ყველას. მაგრამ ყველაზე საშიშნი არიან უგნური მხეცები, ტირანიდები, ისინი მოდიან ჩვენს გალაქტიკაში როგორც მშიერ კალიები მდიდარ ყანაში და გადაჭმით ემუქრებიან მას. იმპერატორის წყალობით 250 წლის წინ ჩვენ დავამარცხეთ მათი პირველი ფლოტი "ბეჰემოტად" წოდებული მაშინ "ულტრამარინთა" არანახულმა თავგანწირვამ იხსნა იმპერია ამ ცხოველთა კლანჭებისგან, 7 წლის წინ იკარ IV-ზე ორმა გაბედულმა ასტრატესთა ორდენმა "იმპერატორის ცელებმა" და "მგოდებელებმა" შეაჩერეს "კრაკენად" წოდებული სკა ფლოტი, ხოლო 2 წლის წინ კიდევ უფრო ძლიერი "ლევიათანი" დაგვესხა თავს. ამას წელს 999.M41-სა ქაოსის ჯართა მხედარმთავარი აბადონ წარმწყმედელი (7-ჯერ წყეულიმც იყოს მისი სახელი) XIII შავ ჯვაროსნულ ლაშროქბას აწყობს, და ქადიაზე ჩვენი გულადი მეომრები მძიმე დანაკარგებით მაგრამ მაინც აკავებენ მას. სკა ფლოტი "ლევიათანის" ნაწილი ჩვენმა ვაჟკაცმა მცველებმა ტარსის ულტრაზე დაასამარეს. მეორე ნაწილი ახლა ორკებს არის მისეული ოქტავიუსის სისტემაში და იმედი უნდა დავიტოვოთ რომ ერთამენთს გაჟლიტავენ ეს წყეულნი. ტაუმაც კი იშოვნა დრო ჩვენთან საომრად, მაგრამ ჩვენი ასტრატესთა ორდენებმა და გვარდიელებმა ისინი შეაჩერეს და განდევნეს წმინდა იმპერიიდან. სიბნელე ჩამოწვა ადამიანთა იმპერიის გარშემო, მაგრამ გვჯერა რომ იმპერატორი წამოდგება ოქროს ტახტიდან; როგალ დორნი, ლემან რასსი, ლომი ელ'ჯონსონი ვულკანი, კორაქსი და ჩაღათა ხანი დაბრუნდებიან, რობუტ გილიმანი განიკურნება და ერთად ისინი იმპერატორის ერთგულ მსახურებთან ერთად რომელთაგან ერთ-ერთი არის თქვენი მონა მორჩილი დავამარცხევთ ჩვენს მტრებს, ქაოსის მიმდევრებს და ქსენოესებს და იმპერიას სიმშვიდეს და აყვავებას მოვუტანთ!!!
შენ კი მკითხელო თუ დაგაინტერესა ამ სამყარომ გთავაზობ რამდნეიმე გზას რომ უკეთ ჩაწვდე მას. წაიკითხე
ლიტერატურა დავესესხები ზოგიერთ ქართველ გულშემატკივარს და ჩამოვწერ წიგნებს რომლებიც უნდა წაიკითხოთ.
Horus Rising by Dan Abnett (April 2006)
False Gods by Graham McNeill (June 2006)
Galaxy in Flames by Ben Counter (October 2006)
Flight of Eisenstein by James Swallow (December 2012)
Angel Exterminatus by Graham McNeill (January 2013)
Legion by Dan Abnett (March 2008)
Mechanicum by Graham McNeill (December 2010)
Prospero Burns by Dan Abnett (January 2011)
Nemesis by James Swallow (December 2010)
First Heretic by Aaron Dembski-Bowden (November 2010)
Angel of Fire by William King (June 2012)
Know No Fear by Dan Abnett (March 2012)
Primarchs by Christian Dunn (May 2012)
Butcher's Nails by Aaron Dembski-Bowden (May 2012)
Promethean Sun by Nick Kyme (May 2011)
Fear to Tread by James Swallow (August 2012)
Shadows of Treachery by Christian Dunn (September 2012)
წიგნების კრებული კომისარ ჩაპას კეინზე
წიგნების კრებული კომისარ იარიკზე
წიგნების კრებული ინკვიზიტორ ეიზენჰორნზე
ითამაშე სამაგიდო თამაში, საიდანაც საერთოდ დაიწყო ეს სამყარო.
თუ დაგაინეტერესა ამ საქმემ
აქ შეგიძლია გამოიწერო.
უყურეთ CGI ფილმს "Ultramarines"ერთად დაველოდოთ 2013-ში ახალ CGI ფილმს Lord Inquisitor
მოუსმინე მუსიკას როკ ჯგუფი D-Rok სპეციალურად Warhammer 40000-სთვის ქმნიდა სიმღერებს და ორი ალბომიც ჩაწერა
Oblivion (1991 წელი)

1. Noise Marines
2. King Hibited
3. Renegade
4. Turn This Ship Around
5. Litany - Into The Void
6. Stealer's Kiss
7. Oblivion
8. Red Planet Blues
9. Welcome To My World
10. Chainsaw Man
11. Get Out Of My Way
Get Out of My way (1991 წელი)

1. Get Out Of My Way (D-Mix)
2. Renegade
3. Get Out Of My Way (Air Mix)
ბრიტანულმა Death Metal ჯგუფმა Bolt Thrower-მა ერთი მთლიანი ალმობი მიუძღვნა Warhammer 40000-ს
Realm of Chaos – Slaves to Darkness (1989)

1. "Intro" 1:17
2. "Eternal War" 2:08
3. "Through the Eye of Terror" 4:22
4. "Dark Millennium" 2:59
5. "All that Remains" 4:39
6. "Lost Souls Domain" 4:13
7. "Plague Bearer" 2:54
8. "World Eater" 4:55
9. "Drowned in Torment" 3:04
10. "Realm of Chaos" 2:50
11. "Prophet of Hatred" (CD bonus track) 3:52
12. "Outro" 0:59
არის კიდევ ფანების მიერ შექმნილი ჯგუფები მაგალითად რუსული HMKids
კიდევ ბევრი აქვთ ასეთი სიმღერები.
და ბოლოს თუ გსურს, ითამაშე კომპიტერული თამაშები
Warhammer 40000: Fire Warrior FPS, 2003წ, PC&PS2
Warhammer 40000: Dawn of War RTS, 2004, PC
Warhammer 40,000: Dawn of War II RTS, 2009, PC
warhammer 40000: Space Marine Action, 2011, PC, PS3, Xbox 360

"ირმის ნახტომი" ამის უმეტესი ნაწილი ადამიანთა იმპერიაა

წმინდა ტერრა (დედამიწა)

ადამიათა მოდგმის იმპერატორი "დიდი ჯვაროსნული ომის დროს და ... "ჰორუსის ერესის" შემდეგ.

იმპერატორი ასტრატესებთან ერთად დიდ ჯვაროსნული ომის დაწყების წინ

პრიმარქები ულანორის ტრიუმფის დროს. მარჯვნიდან მარცხნივ: ფულგრიმი, ჰორუს ლუპერკალი, როგალ დორნი, ალფარიუსი, ჩაღათა ხანი, ანგრონი, მაგნუს წითელი, მორტარიონი და ბოლოს სანგვინიუსი.

მოღალატეთა შაბაში წმინდა ტერაზე თავდასხმის წინ. მარცხნიდან მარჯვნივ: ერებუსი (9-ჯერ წყეული იყოს მისი სახელი) "სიტყვის მატარებლებთან" ერთად; ბნელი მექანიკუსი; მალოგრასტი; აბადონ წარწყმედელი (ქაოსის ჯარების მომავალი სარდალი); ჰორუს ლუპერკალი (ერესის ხელმძღვანელი); დემონ ჩასახლებული "სისხლის ანგელოზი"; "ათასი შვილის" მაგისტრი არიმანი; დემონი იგნათელი და ფულგრიმი თავის "იმპერატორის შვილებთან" ერთად

"იმპერიის მუშტების" ასტრატესთა ორდენი ებრძვის ქაოსისტ კოსმომედესანტეებს.

ვოსტროიანელი "იმპერიის გვარდიელები" უჩოქებენ ასტრატეს

"შავი ტამპლიერი" კლავს ქაოსის მიმდევარ ასტრატეს

"სისხლის ანგელოზთა" ორდენი ბრძოლაში

"კოსმოსური მგლების" ორდენი

"ბნელი ანგელოზების" ორდენი

ქადიელი "იმპერიული გვარდია" ბრძოლაში

წმინდა ტერრას უმაღლესი ლორდები

Adeptus Mechanicus-ის წევრი

ქაოსის 4 ღვთაება

ქაოსის ღვთაების კხორნის მიმდევარი

ტაუ, მათ კრუტ მოკავშირეებთან ერთად

ელდარი მეომრები

ორკები არმაგედონის II ომის დროს
აკვილათი გემშვიდობები ჩემო მკითხველო.