Erickson
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 934
წევრი No.: 144406
რეგისტრ.: 13-March 12
|
#35668935 · 19 Mar 2013, 17:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ გახსოვთ რომ მე დავდე ჩენი ნაშრომის პროლოგი. ვინაც არ იცის 41 გვერდზეა. ახლა კი შემოგთავაზებთ პირველ თავს.
თავი პირველი. „ვარპი ორდიდგანვე უდიდესი გამოცანა იყო ადამიანების გონებისთვის, მისი შემადგენლობა, წარმოქმნის მიზეზი ან დანიშნულება ახლაც ისეთივე საიდუმლოა როგორც ათი ათასი წლის წინ. ვერავინ ვერ შესძლო ჩასწვდომოდა იმატერიუმს და ყველა მისი საიდუმლოება გამოემჟღავნებია. ყველაფერი რაც ჩვენ ვიცით ეს ის არის რომ ვარპში არ მოქმედებს არცერთი ცნობილი ფიზიკის ან მათემატიკის კანონი, გეომეტრიაც და დროის აღწარმოებაც კი განსხვავდება რეალური სამყაროსგან. ამის მიუხედავად ვარპი ან სულების სამყარო როგორც მას ძველ დროში უწოდებდნენ არ არის დაუსახლებელი უდაბნო აქ ცხოვრება ისეთივე მრავალფეროვაბია როგორც ყველაზე მჭიროდ დასახლებულ პლანეტაზე. მილიონობით ან მილიარდობით სხვადასხვა სახის დემონი შეუჩერებლად ეძებს მსხვერლპს. ეს შეიძლება იყოს დაუკვირვებალი ან ახალბედა ფსაიკერი რომელსაც დაავიწყდა ან საერთოდ არ გახსენებია უსაფრთხოების წესები, ჩვეულებრივი მოკვდავი რომელსაც უბრალოდ არ ეყო ნებისყოფა დაპირისრებოდა იმატერიუმის ზეგავლენას. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად ვარპში არსებობს სასტიკი იერარქია და როგორც ჩვენთვის ცნობილია მათ თავში დგას ოთხი უძლიერესი დაუბადებელი რომლებსაც კულტისტები და მოღალატე ასტარტესები (ცხრაჯერ წყეულნი!) ღმერთებად აღითქვამენ. ყველა ამ საფრთხისა და საშიშროების მიუხედავად ადამიანთა მოდგმამ შესძლო თავისი მწირე ცოდნით დაემორჩილებინა ვარპის ცოტაოდენი ენერგია და გამოეყენებინა თავსი სასიკეთოდ. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ასეთი დიადი და უძლეველი იმპერიის შექმნა! ვადიდოთ იმპერატორი! კაცობრიობის ხომალდები შეუჩერებლივ დადიან იმმატერიუმში და იყენებენ მას სწრაფი გადაადგილებისთვის, ხოლო ასტრონომიკონის შუქი იმპერატორის მადლით გზას გვინათებს!“ უცნობი მემატიანე (34 ათასწლეული)
მოჩვენებათა მეომრების ფრეგატი ‘ჰექტორის სიამაყე’ ვარპის სიგიჟეს მიარღვევდა, მისი კორპუსი რომელსაც ირგვლივ გავრცელებული ქაოსისგან გალერის ველი იცავდა შავად შეეღებად. ხომალდს შუბისებრი ფორმა ჰქონდა და თავიდან ბოლომდე ათასობით გამოვლილი ბრძოლის ნაკვალევს დაეფარა. გვერდებიდან კი როგორც მტაცებელი ჩიტები ისე გადმოჰყურებდა არემარეს მრავალფეროვანი შეიარაღება, თუმცა ეს დიდ როლს არ თამაშობდა. ასეთი კლასის ხომალდების მთავარი უპირატესობა მათი სისწრაფე და მოქნილობაა და არა საცეცხლე ძალა. ხოლო დიაოხელების საომარ დოქტრინასთან შერწყმით რომელიც კოსმოსურ ბრძოლაში მოწინააღმდეგის ხომალდების აბორდაჟზე აღებას ემყარებოდა, ფრეგატები მოჩვენებათა მეომრების ფლოტის ხერხემალს წარმოადგენდნენ. ‘ჰექტორის სიამაყის’ კორიდორები თავიდან ბოლომდე ერთი დიდი და გაუვალი ლაბირინთი იყო, რომლის მთავარი მიზანს მოწინააღმდეგის დაბნევა და ხომალდის მცველებისთვის უპირატესობის მინიჭება წარმოადგენდა. ფრეგატის ეკიპაჟის ყველაზე მაღალჩინიანი წევრების გარდა არავინ არ იცოდა ყველა ის საიდუმლო შესასვლელი და კორიდორი რომელიც მექანიკუმებს გაეყვანათ, თვითონ ამ იმფორმაციის გამჟღავნებაც მკაცრად ისჯებოდა. ‘სიამაყის’ სტრატეგიუმში ასამდე მსახური და სერვიტორი შეკრებილიყო თითოეული მათგანი კოგიტატორებზე მუშაობდნენ. სუფთად გაწმენდილ მეტალისფერს კედლებზე ჩამოკიდებული ორდენის ნიშნები და ხომალდის საპატიო კაპიტნების ემბლემებიც კი ირხეოდნენ ქვევით მოძრავი ადამიანების ინერციის ძალით წარმოქმნილი ნიავისგან. ასეთი დიდი ისტორიის მქონე ხომალდზე მუშაობა როგორსაც ეს ფრეგატი წარმოადგენდა ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი პატივი იყო, ამიტომ ყველა ცდილობდა თავისი თავი არ შეერცხვინა. ყოველ ჯერზე როდესაც მსახურები გაურკვევლობაში ჩავარდებოდნენ ისინი მათთან ყველაზე ახლოს მდგომ ზედამხედველებს თხოვდნენ დახმარებას. შავ ტანსაცმელში გამოწყობილი გიგანტური ზომების მეომარი ამ ყველაფერს ამაღლებული ხიდაკიდან აკვირდებოდა, მისგან რამოდენიმე მეტრის დაშორებით კაპიტნის სამართავი ტახტი იდგა. მეომრის ტანსაცმელი ზუსტად ასტარტესის ზომებზე მოერგოთ. სამოსი რომელიც ამ გიგანტს ემოსა ორდენის მსახურების მიერ იყო შეკერილი და საერთოდ არ უშლიდა მოძრაობაში ხელს. მას განიერ და დაკუნთულ მხრებზე რომლებიც ბრძოლაში გატარებული ათწლეულების შედეგად მრავალი იარითა და სვირინგით დაფარულიყო წითელი ფერის მოსასხამი მოეცვა. მეომარს თავისი შავი თმები მოკლედ შეეჭრა, მკაცრი და აგრესიული სახე კი მრავალწლიანმა ომმებმა ჩამოაყალიბა: კეხიანი ცხვირი, მუქი წაბლისფერი თვალები რომლებიც ასევე მუქ ლურჯში გადასული შავი ფერის წარბებიდან ათვალიერებნენ არემარეს. მისი გამოცდილების მეომრისთვის სახე მშვენივრად შენარჩუნებულიყო. ავადმყოფურად ფერკმთალ კანზე მკვეთრად მოჩანდა ღია ვარდისფერი იარა რომელიც ცხვირის მარცხენა ნესტოდან ნიკაპამდე ჩაუყვებოდა. გიგანტს იოსეფი ერქვა, ზუსტად ეს სახელი დაარქვეს დიაოხის ცენტრალურ ქალაქში, აიაზე დაბადებულ ბავშვს საუკუნენახევარზე მეტი ხნის წინ. იოსეფს ორდენში საპატიო თანამდებობა ეკავა, ის მეოთხე ბატალიონში ქვედანაყოფი ‘რემუსის’ იუსტიკარი იყო. იმის მერე რაც მოჩვენებას მეოთხე ლორდი ამბროს ინვექტუსი დაუკავშირდა და ახალი დავალება მისცა უკვე სამი კვირა გავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ვარპში მოგზაურობდნენ. იოსეფმა მთელი ეს დრო პლანეტა ტარასზე მიღებულ ინფორმაციის დამუშავებაში დახარჯა. ის დღეში რამოდენიმე საათი იჯდა კოგიტატურის წინაშე და კითხულობდა ახალ და ახალ ინფორმაციებს: რამდენი ადამიანი ცხოვრობდა იქ, ბოლო წლებში კუტისტების გააქტიურების პროცენტი, ინკვიზიციის პატაკები (რომლებიც დაბლოკილი არ იყო), ერეტიკოსთა მეთაურების სახელები, რამდენი კულტისტი დაიჭირეს, რომელი არალეგალური იმპერიებია გავლენიანები, რომლებს არ აქვთ გავლენა, არბიტრების ბიოგრაფიები, ეჭვმიტანილები, გვარდიელების სახელები, ჩინები, ნიშნები, ქალაქები, ნარკოდილერები, ინფორმატორები, საძიებელი ადგილები, გუბერნატორის წარსული, მთავარი არბიტრის ადამსის წარსული, ბოლო წლებში შემჩნეული დარღვევები... პლანეტის დედაქალაქში ყველაზე პოპულარული ბორდელებიც კი ეწერა! სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა ‘რემუსი’ პლანეტა ჰერონზე იბრძოდა მწვანეკანიანების წინააღმდეგ. როდესაც მეოთხე კაპიტანი დაუკავშირდათ ახალი დავალებით იუსტიკარმა მაშნვე მიატოვა პლანეტაზე ქსენოსების თავდასხმის შემდეგ დატოვებული მწვანეკანიანების ძებნას და ამოხოცვას თავი და პირდაპირ ტარასისკენ წავიდა. როდესაც იოსეფმა თავის მეომრებს ახალი დავალების მიღება ამცნობა, მათ უკვე დაახლოებით ას სამოცდა ჩვიდმეტი ორკი ყავდათ მონადირებული და განადგურებული. იოსეფი ისევ გაუნძრევლად იდგა სტრატეგიუმში და ტკბებოდა უახლოესი წარსულის მოგონებების ნაკადით, მართლაც ჰერონზე მშვენიერი ნადირობა გაიმართა და მართლაც საწყენი იყო მისი ბოლომდე არმიყვანა, მაგრამ მოვალეობა არჩევანს არ უტოვებდა, ის უნდა დამორჩილებოდა თავისი მბრძანებლის სიტყვას და მან ეს გააკეთა. ჰერონის გვარდიის გენერალს არ მოეწონა მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ამის მშვენივრად დამალვა მოახერხა, მან იცოდა რომ მისი სირტვა ვერაფერს შეცვლიდა. პირიქით ყველაფრის გაუარესებაც შეეძლო. ამიტომ გენერალს ერთი უკმაყოფილო სიტყვაც არ დასცდენია. და მართლაც ეს მშვენიერი ნადირობა იყო... სამართავ ხიდზე ხმაურიანი და მძიმე ნაბიჯები გაისმა, ეს ხმაური რომელიც ასე მკვეთრად და გამაღიციანებლად მოხვდა იოსეფის ყურს, აქ მდგომ მსახურების არმადას არც გაუგონია. იუსტიკარმა ინსტინქტურად წაიღო ხელი ქამრისკენ სადაც წესით თავისი ბოლტ-ფისტოლეტი უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული. იქ სიცარიელე დახვდა. -მბრძანებელო-დაიწყო ხომალდის კაპიტანმა მალასტრმა რომლის სხეულის სამოცათხუთმეტი პროცენტი აუგმენტიკით შეეცვალათ-ვარპიდან ერთ საათში გამოვალთ, თუმცა ნავიგატორები ამბობენ რომ უეცარი ღელვის გამო შეიძლება ცოტათი შევყონდეთ.-კაპიტანი ნელა თუმცა თავდაჯერებულად ლაპარაკობდა, მისი მექანიკური ხმა იოსეფს აღიზიანებდა. -მაინც რამდენი დრო გაჭიანურდება ჩვენი იმატერიუმში მოგზაურობა?-იკითხა მოჩვენებამ, მისი ხმა მშვიდი და ავისმომასწავლებელი იყო ერთდროულად. -ყველაზე ცუდ შემთხვევაში კიდევ სამი საათი დაგვჭირდება გამოსვლისთვის. -ჩვენ პლანეტაზე მაქსიმუმ ორ საათში უნდა ვიყოთ ყველაფერი გააკეთედ რაც შესაძლებელია ამის გასაკეთებლად. -შევეცდები მბრძანებელო, მაგრამ... ვარპი ამოუცნობია... -მე ეს სრულიად არ მანაღვლებს, იმპერატორი ჩვენთანაა! სანამ ის ჩვენთანაა ვერავინ დაგვამარცხებს! -ჭეშმარიტად ჩვენთანაა!-აყვა კაპიტანი. ის კიდევ რამოდენიმე წამი იდგა გაუნძრევლად, მოჩვენების განკარგულებებს ელოდა, მაგრამ როდესაც საუბარი არავინ გაანახლა მან გადაწყვიტა რომ უკვე შეეძლო წასულიყო. იუსტიკარმა მიმავალ მოკვდავს შეუმჩნევლად გააყოლა თვალი, მას მოსწონდა მალასტი მისი ყველა უარყოფითი ნიშნის მიუხედავად. მოჩვენებამ ნახევრად მექანიკურ კაპიტანს მზერა მოსწყვიტა და ვოქსი ჩართო, მოწყობილობა რომელიც ყელზე ჰქონდა ჩამოკდებული და მარცხენა ყურს უკავშირდებოდა აშიშხინდა. იოსეფმა აუღევლებლად გადაიტანა ხმების რამოდენიმე მილიწამიანი კაკაფონია. მოჩვენება თავისი ქვედანაყოფის ყველაზე ხნიერ მეომარს დაუკავშირდა. ძმა-ვეტერანი დემეტრი, მას ასე უკვე მაშინ ეძახდნენ როდესაც იოსეფი ჯერ კიდევ სკაუტების ბატალიონში იბრძოდა. პასუხმა არ დააყოვნა, ვოქსის მეორე მხარიდან ვეტერანის გრუხუნივით ხმა გაისმა. -გისმენთ იუსტიკარო. -‘რემუსის’ წევრები საკომფერენციო დარბაზში შეკრიბე. -მიღებულია. კიდევ რამე? -დანარჩენს ადგილზე გაიგებთ. თანხმობის მაგივრად ისევ ვოქსის შიშხინი გაისმა, დემეტრმა კავშირი გაწყვიტა.
საკომფერენციო დარბაზი ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იყო. ის ოთახი რომელშიდაც იუსტიკარის ბრძანებით დემეტრმა თავისი ძმები მიიყვანა სპარტანული წესით მოეწყოთ. საშუალო ზომის ოთახის ცენტრში ერთი დიდი მაგიდა და ოცამდე სკამი იდგა, მაგიდაზე გოლოგრაფიული გამომსხივებული დაემონტაჟებიათ. კედლები ყოველგვარი მორთულობისა და სისულელეებისგან თავისუფლები იყვნენ, აქ ჰაერი გაცილებით უფრო გრილი და ნესტიანი იყო ვიდრე სტრატეგიუმში. იოსეფი მაგიდის თავში იჯდა მის წინ დიაოხური ღვინოთი სავსე სასმისი დაედგათ, ასეთი სასმისები ათივე ასტარტესის პირისპირ იდო. მაგიდის მეორე ბოლოზე უკვე ნახევრად ჩაცლილი სასმისით ხელში ვეტერანი დემეტრი იჯდა. მას თმა დიდი ხნის წინ გაჭაღარავებოდა, ხოლო თოვლივით წვერ-ულვაში უფრო მასწავლებლის გამომეტყველებას ანიჭებდნენ ვიდრე მეომრის. ვეტერანის სახეს დიაგონალირად დიდი და ღრმა იარა ფარავდა რომელიც ტირანიდებთან ბრძოლის დროს მიიღო, მუქი ყავისფერი თვალები დაჟინებით ათვალიერებდნენ არემარეს. იუსტიკარიდან მარჯვნივ სედრიკი იჯდა, დიაოხის უდაბური ტყვეები შვილი. მოჩვენების თეთრ სახეზე უცხოსთვის რაიმეს ამოკითხვა შეუძლებელ ავანტიურას წარმოადგნედა, მხოლოდ წაბლისფერ თვალებს შეეძლოთ გაეცა თავისი პატრონის აზრები. სუფთად გადაპარსულ თავზე მორიგი ხელის გადასმის შემდეგ მან სასმისის თვალიერება განაგრძო. მაგიდის ცენტრში ერთმანეთის საპირისპიროდ ფელიქსი და დევასი ისხდნენ. ორივე მეომარი თავიანთ იუსტიკარს უყურებდნენ და ელოდნენ სანამ ის ლაპარაკს დაიწყებდა. ფელიქსის მხრებამდე გრძელი თმა ყოველგვარი სამაგრისგან განთავისუფლებული იყო, მისი ლურჯი თვალები კი ინტერესსა და გაწონასწორებულ თავშეკავებას ასხივებდნენ. დევასი კი პირიქით თავის მზერას ერთ ადგილას დიდი ხნით ვერ აკავებდა. სუფთად გადაპარსულ თავზე იარების ცხრილული დამჩნეოდა, შუბლი ჰორიზონტალურ ნაოჭს გაეპო. იოსეფის მარჯვნივ ულრიკი იჯდა მისი ქერა თმა და მწვანე თვალი მოჩვენებებისთვის ძალიან იშვიათი გენის დამსახურებას წარმოადგენდა, მეორე თვალი უკვე დიდი ხანია ხელოვნურს შეეცვალა. ულრიკი პლანშეტში რაღაცას ათვალიერებდა, ალბათ მისი ძმების ჯანმრთელობის მდგომარეობას. გვერდით ადრასტი იმყოფებოდა მას დევასისგან მხოლოდ ერთი სკამი აშორებდა. ამ მეომარს ხელში თავისი რიტუალირი დანა ეჭირა და ოსტატურად ათამაშებდა წაბლისფერი თვალები კი სულ სხვაგან ოთახის ბოლოსკენ იყურებოდნენ, სახეზე დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა. რაინდული ვილჰემი და ამადისი თითქმის მაგიდის ბოლოში დემეტრის გვერდით ისხდნენ. მოჩვენებები ერთმანეთში რაღაცაზე საუბრობდნენ. იუსტიკარს შეეძლო მათთვის ყური ეგრო, მაგრამ ამის გაკეთება დროის კარგვად ჩათვალა. ბოლო მოჩვენებას რომელიც იოსეფზე მხოლოდ რამოდენიმე წამით ადრე შემოვიდა და მას მთელი ხუთი წუთი კორიდორში ელაპარაკებოდა ნაციო ერქვა. წაბლისფერთმიანი მეომარი ფელიქსის გვერდით იჯდა და მის წინ მდებარე მაგიდას მოყვითალო თვალებით აკვირდებოდა, იარებიანი სახე უკმაყოფილებას გამოხატავდა, სწორი და კეხიანი ცხვირი კი ხარბად შთანთქავდა გრილ ჟანგბადს. იოსეფმა კიდევ ერთხელ გადახედა თავის მეომრებს, მზერა თითოეულ მათგანზე სამი წამით გააჩერა, ეს ილეთი იუსტიკარმა ჩრდილთა სიმაგრის ბიბლიოთეკაში რომელიღაცა წიგნში ამოიკითხა. როდესაც დარწმუნდა რომ ყველანი მზად იყვნენ და დარბაზშიც სიჩუმე ჩამოწვა, ის ფეხზე წამოდგა. სივრცე გრუხუნივით ხმამ გააპო. -ჩვენი მიზანი პლანეტა ტარასია.-დაიწყო იოსეფმა, მის სიტყვებთან ერთად მაგიდის ცენტრში პლანეტის სფეროსებური გამოსახულება გაჩნდა.-დედაქალაქი: აკრისიოსი, მოსახლეობა: სამას სამოცდა თვრამეტი მილიონი ადამიანი რაც პლანეტის მთელი მოსახლეობის ხუთ პროცენტს შეადგენს. პლანეტა მთელის სისტემის სავაჭრო გზების უმთავრეს მაგისტრალების გადაკვეთაზე მდებარეობს და ასობით თავისუფალი მოვაჭრის ხომალდის თავშეყრის ადგილია. ამიტომ მისი ორბიტალური ცეცხლით განადგურება ახლავე გამოირიცხება. ახლა კი მნიშვნელოვანზე გადავალ. გამოსახულება ჩვიდმეტჯერ გაადიდეთ.-ბრძანა მან, პლანეტის გოლოგრაფიული გამოსახულება გაქვრა და მის ადგილას დედაქალაქი აკრისიოსი გამოჩნდა. მაღალი ცათამრჯენებისა და დანგრეული „ცუდი“ უბნების ფონზე გუბერნატორის სასახლე მოჩანდა. იოსეფმა განაგრძო.-მაშ ასე, ჩვენ პირველად გუბერნატორს ვესტუმრებით და პირადად დაველაპარაკებით. ეს უმთავრესი პირობაა რომელიც უნდა შესრულდეს შემდეგ კი ქალაქში გავიფანტებით. -გავიფანტებით?-იკითხა ადრასტმა, მისი თვალები აინთნენ. -ქალაქი ძალიან დიდია რომ ერთად რამეს მივაღწიოთ, ათ ნაწილად დაყოფილში კი უფრო ადვილად მივაღწევთ მიზანს. თითოეული ჩვენთაგანი დამოუკიდებელ ნადირობას დაიწყებს, რომელიღაცა თქვენგანი რამე ახალს გაიგებს მაშნვე შემატყობინებს. მოჩვენებებმა თანხმობის ნიშნად კოლექტიურად დაუკრეს თავი იუსტიკარს. რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ლაპარაკი დევასმა წამოიწყო. -სამიზნის აღმოჩენის შემთხვევაში მოქმედების ინსტრუქციები? -სიტუაციის მიხედვით, ნებადართულია დამოუკიდებელი მოქმედებები აუცილებლობის შემთხევაში. -ყველაფერი გასაგებია.-დაიწყო სედრიკმა- მაგრამ ვისზე ვნადირობთ? -ტარასზე არალეგალური იმპერიების ძალაუფლება ზედმეტად გაძლიერდა, საქმე სამოქაალაქო გადატრიალებამდე შეიძლება მივიდეს. -ჩვენი მიზანიც მოწინააღმდეგე ბანდების ამოხოცვაა? ულრიკი ფეხზე წამომდგარიყო და დაკვირვებით ათვალიერებდა დედაქალაქის გამოსახულებას, ორივე თვალი მოჭუტა და იარებიანი ხელის სხვადასხვა ქუჩებსა და მაგისტრალებს ათვალიერებდა. მისი ხმა სრულიად მშვიდი იყო. -არა.-უპასუხა იოსეფმა.-ჩვენ იქ ერთი კონკრეტული დავალებით მივალთ, ამოვჩეხოთ... კულტისტები-მან სიტყვა თითქოს გადმოაფურთხა, შემდეგ ღვინო პირში გამოივლო და განაგრძო.- ბანდები, გუბერნატორი და სხვა დანარჩენი არაფერში გვანაღვლებს. ოთახში უეცრად შუქი ჩაქვრა და მთელი ხომალდი გვერდით გადაიწია, იოსეფმა ინსტინქტურად მოკიდა ხელი მაგიდას და დაცემას გადაურჩა, მისმა მეომრებმაც მას მიბაძეს. რამოდენიმე წამში შუქი აციმციმდა და ისევ გაანათა დარბაზი. მოჩვენებამ მაშინვე სტაცა ხელი ყურში ჩამაგრებულ ვოქსს და კაპიტანს დაუკავშირდა. -რა მოხდა? შემოგვიტიეს?-თითმის იღრიალა მან. მრისხანება ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად მიდიოდა მისი გონებისკენ და დაბინდება უნდოდა. გულმა უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა, რის გამოც სისხლმაც და მასში გარეულმა უკონტროლირებულმა მრისხანებამ უფრო სწრაფად დაიწყეს ორგანიზმში გავრცელება. იოსეფმა მუჭები შეკრა. -არაფერ მბრძანებელო!-გაისმა მის ყურში საშნლად მექანიკური და გამაღიზიანებელი, მაგრამ ნაცნობი ხმა.-ღელვაში მოვხვდით. ის უფრო ძლიერი აღმოჩნა ვიდრე გვეგონა! არაფერი სერიოზული საბედნიეროდ ცოტაღა დაგვრჩა გადასვლის პუნქტამდე. შევეცდებით დარჩენილი გზა კომფორტულად იგრძნოთ თავი.-ხრიჭინი გაისმა, იუსტიკარი მიხვდა რომ ასე კაპიტანი იცინოდა. -უსაფრთხოების ზომები გაზარდეთ. არ მინდა ვიღაცა მარტოხელა ადამიანმა კონტროლი დაკარგოს თავის თავზე და თავმოჭრილი ქათმებივით ირბინონ კორიდორებში. წამიერი დუმილის შემდეგ მალასტის დასერიოზებული ხმა გაისმა. -არ შეწუხდეთ, ჩემი ეკიპაჟის წევრები ძლიერი ნებისყოფის ხალხია მათ ფეხებს შორის ადამანტიუმის ბურთები აქვთ!-ისევ სიცილი. მოჩვენებას ეუცხოვა ასეთი შედარენა, მაგრამ აზრს ჩაწვდა.- მაინც ვუბრძანე ბატონ ენომაის თავისი პატრული გაეორმაგებინა. -მიღებულია. კავშირის დასასრული. სისხლში საწამლავივით გავცელებულმა მრისხანებამ იკლო, ის აგრესიაში გადაიზარდა. იოსეფს დიდი ხნის წინ ასწავლეს ემოციების კონტროლი. „ეს თქვენ უნდა აკონტროლოთ ემოციები და არა ემოციებმა გმართონ თქვენ!“. იუსტიკარმა ღრმად ჩაისუნთქა. არა იმისთვის რომ დაწყნარებულიყო, მას ემოციების მრისხანებიდან აგრესიაში აგრესიიდან კი შემართებაში გადაქცევა და გულში შენახვა მოუწია, რადგან საჭირო მომენტში გამოენთავისუფლებინა. ეს კი საგრძნობ ძალისხმებას მოითხოვდა. -იოსეფ.-გაისმა დემეტრის ხმა.-რამე მოხდა? -არა, გავნაგრძოთ.-მოჩვენებას რამოდენიმე წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად.- ჩვენი პლანეტაზე ჩასვლა მხოლოდ გუბერნატორს და მის უახლოეს პირებს ეცოდინება, ჩვენი იქ მისვლა თავიდან ბოლომდე გასაიდუმლოებული დარჩება. არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ჩაიწერება, ეს ბრძოლა ჩვენ დიდიბას არ მოგვიტანს. -ჩვენ დიდებისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ იმპერატორისთვის ვიბრძვით!-წარმოთქვა ამადისმა, სასტიკმა ფანატიკურად ერთგულმა მეომარმა.-დიდება სხვებს დაუტოვონ ჩვენ მხოლოდ იმის ცოდნაც გვეყოფა რომ იმპერატორი ჩვენით კმაყოფილია. -როგორ დავიყოფით?-იკითხა ფელიქსმა. ამით საუბარი ისევ საქმეზე გადაიტანა. -როგორც უკვე ვთქვი ქალაქს ათ სექტორად დავყოფთ და ყოველ მათგანში ერთი ასტარტესი ინადირებს. შეხვედრის ადგილები იქნება...-იოსეფმა რუკაზე სვადასხვა ადგილების ჩვენება დაიწყო, თითოეული მათგანს ერთმანეთისგან რამოდენიმე კილომეტრი აშორებდა.- შეეცადედ ყველა არ ამოჩეხოთ და რამოდენიმე ტყვეც ჩაიგდოთ ხელში. საერთოდ არ ვიცით სად იმალებიან ის კულტისტები ამიტომ ყველა წყარო უნდა გამოვიყენოთ. -დიახ იუსტიკარო. -იმ ტყვეების დაკითხვა რომლებსაც ბევრი რამის ცოდნა არ შეუძლიათ ადგილზევეც შეგიძლიათ. -მოწინააღმდეგის სათვალთვალო ან თავშეყრის ადგილები?-იკითხა ულრიკმა. -მათი უმრავლესობა ქალაქის მიტოვებულ ან ცუდი სახელით ცნობილ უბნებშია. -იოსეფმა გამოკვეთილი ადგილები აჩვენა. როგორც ასტარტესებს მათ მთელი პლანეტის ინფორმაცისკენ მიუწვდებოდათ ხელი, ამას არბიტრების მაგისტრის მიერ მიწოდებული ცნობებიც ემატებოდა. მოჩვენებებმა იცოდნენ ვის ებრძოდნენ.- ცენტრისკენ უფრო ფრთხილად არიან და ლეგალურად მიყავთ საქმე, ყოველი იმპერიის მეთაური შეძლებული და ავტორიტეტული ადამიანია. თავშეყრის პუნქტებს რაც შეეხება თუ რამოდენიმე ბანდიტით მეტი დაუღუპება ამაზე არავინ არ იდარდებს. პირიქიდაც კი. -მოსახლეობა?-ხმა ამოიღო ვილჰემმა.-უნებლიე თვითმხილველებს რა ვუყოთ? -გამოიყენეთ შიშისა და ჭორების გასავრცელებლად, მაგრამ თუ საქმეს პირიქით ხელს შეუშლიან მოკალით. -არბიტრები ისინი ხელს შეგვიშლიან?-იკითხე სედრიკმა რომელმაც შეამჩნია რომ ვილჰემს იუსტიკარის პასუხი არ ესიამოვნა. -წესით მათი მხრიდან არავითარი გართულება არ უნდა წამოვიდეს, მაგრამ თუ იმდენად სულელები არიან რომ წინააღმდეგობა გაგვიწიონ ან ხელი შეგვიშალონ, იგივე ბედი ეწევათ რაც უბრალო მოკვდავებს. -იმპერიუმის ერთგული მსახურები მოვკლათ?-არ ნებდებოდა ვილჰემი. -ყველაფერი სწორად გაიგე. სიჩუმე ჩამოწვა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო როდესაც მოჩვენებებს უდანაშაულო ადამიანების მოკვლა უწევდათ. იოსეფი საერთოდ არ ერიდებოდა ამ ტაქტიკას რის გამოც მასდა ვილჰემმს შორის შესამჩნევი დაპირისპირების მუხტი გაჩნდა. იუსტიკარმა აღნიშნა რომ ამ დაპირისპირებას შეუძლია უფრო სერიოზული ფორმა მიეღო. ამან ისევ დიდი ძალისხმევით შეკავებული მრისხანების ნაკადი მოჰყვა, ოდეზღაც ეს ემოცია აუცილებლად გაიმარჯვებდა, აუცილებლად დაბინდავდა გონებას, მაგრამ ჯერ არა. ჯერ ისევ ყველაფერი წესრიგში რჩებოდა. -იმპერიები ერთი მეორის მიყოლებით რომ დავასუსტოდ და ერთმანეთის წინააღმდეგ კომპანიის დაწყება ვაიძულოთ?-სიჩუმე ადრასტის შემოთავაზებამ დაარღვია. -არ გამოდგება.-საუბარში დემეტრი ჩაერთო.-ძალიან ბევრი ხმაური და აურზაური მოყვება, ჩვენ კი ეს საერთოდ არ გვინდა. საქმე ჩუმად უნდა გავაკეთოდ. -შენი ვარიანტი ბოლო გამოსავალი იქნება.-დააიმედა ნაციომ. იოსეფმა თავის მეომრებს გამომცდელი მზერით გადახედა. გაფითრებულ კანზე მკვეთრად მოჩანდა მოლურჯო ძარჩვები. -კომფერენცია დამთავრებულია.-დააბოლოვა მან.- საიარაღოში წადით და მოემზადეთ ერთი საათი გაქვთ. პირველი რამაც იოსეფის ნესტოებზე თავგანწირული იერიში მიიტანა მძიმე ზეთის და სერვიტორების ოფლის სუნი იყო. ასტარტესის ფიზიონობიის დამსახურებით მისი ცხვირი უმცირეს დეტალებსაც კი არჩევდა. საიარაღოში უხეში და გამომშრალი ჰაერი მოძრაობდა, იუსტიკარმა გადაწყვიტა რომ ხომალდის სხვადასხვა ტერიტორიაზე ჰაერის ქიმიური შემადგენლობების ასეთი რადიკალური განსხვავება განსახილველად ძალზე საინტერესო საგანს წარმოადგენდა. ტვინგამორეცხილმა სერვიტორმა თვალებით ანიშნა ხელი გაეშალა. მოჩვენებამ ზიზღით შეასრულა თხოვდა და მონამ მაშინვე დაიწყო მოჩვენების იარებიან ხელზე კერამიტის ხელთათმანის ჩამოცმა. მეორე სერვიტორი მის სამუხლეს ასწორებდა ხოლო მესამე ტორსზე მუშაობდა. იოსეფს ეზიზღებოდნენ ისინი. როგორ შეიძლებოდა მამკაცს ვინმესთვის ნება მიეცა ასეთ ამაზზრზენ არსებებად ქცეულიყვნენ? როგორ შეიძლება ცოცხლად ჩაბარდე არბიტრებს როცა იცი რად გაქცევენ? ან როგორ შეიძლება ყველაფერი არ გააკეთო ასეთი სამარცხვინო ბედისგან თავის დასახსნელად? მოჩვენებამ არ იცოდა რა აიძულებდათ ადამიანები ასე დამცირებულიყვნენ. ადამიანებს გალაქტიკის მბრძანებლებს! საცოდავ უტვინო სერვიტორებამდე ჩამოსვლას! მან თავისი ფიქრები შეაკავა. ეს ამპარტავნულია... ამპარტავნება სისუსტეა... კარგი საკბილოა მტრებისთვის. იოსეფს გადაფურთხება მოუნდა. ის როგორც ნებისმიერი მოჩვენება ყველაფერი არაადამიანურის მიმართ უსაზღვრო ზიზღს განიცდიდა. სერვიტორმა უცნაური ხმა გამოუშვა, ის კმაყოფილი იყო თავისი სამუშაოთი. იუსტიკარი დაიმანჭა მონამ სამუშაო შეასრულა, მონას უხარია!. ჰაერში სურნელოვანი ზეთების სასიამოვნო სუნი დატრიალდა, სერვიტორებმა მორგძო ძვირადღირებული ქაღალდი მოიტანეს, რომელზედაც მისი დამსახურებები ჩამოეწერათ. პერგამენტი დაახვიეს და სამხრეზე დაუმაგრეს. მეორე ტვინგამორეცხილმა ათასი შვილის მოღალატე ლეგიონერებთან ბრძოლის დროს მოპოვებული ტროფეი მოუტანა და მის მარცხენა სამხრეზე ჩამოკიდა. ჩაფხუტს ლინზები ჩატეხილი ჰქონდა, თითოეულ მათგანში გველივით შედიოდა შავი ჯაჭვი რომელიც ამოტეხილი კეფიდან ამოდიოდა და ისევ სამხრეს უერთდებოდა. იოსეფმა ხელები გაანძრია, ძვლებმა დაიტკაცუნეს, ყველაფერი მუშაობდა. ჯავშნის სულის გამოსაღვიძებლად გამართული სიმღერა შეწყდა. მოჩვენებამ იგრძნო ძლევამოსილი აბჯრის გამოცოცლება, მას ბრძოლა სწყუროდა. იოსეფი გაიღიმა. იუსტიკარმა მოძრაობა დაიწყო, მან აღნიშნა რომ ესიამოვნა სერვიტორების გარემოცვიდან თავის დაღწევა. ის სწრაფად მივიდა საიარაღოს მეორე ბოლოში მდებარე საშვალო ზომის კონტეინერთან. ავტორიზაციის კოდის შეყვანის შემდეგ კლიტე სწრაფად, მაგრამ უხმაუროდ გაიღო და იოსეფმა იქედან თავისი ჯაჭვური ნაჯახი ამოიღო. მოჩვენებამ ის ჯაჭვით საკუთარ იდაყვს მიამაგრა, მოჩვენებას არ უყვარდა როდესაც მის იარაღს უცხო ეხებოდა. შემდეგ დიაოხელმა მეორე კონტეინერიდან ბოლტ-ფისტოლეტი ამოიღო რომელიც ქვედანაყოფის ემბლემით დაემშვენებინათ. იუსტიკარმა სწრაფად მიუჩინა მას ადგილი ტავის ქამარზე. მან საიარაღო დატოვა. მისი მეომრებიც მზად იყვნენ, მხოლოდ დევასი ამოწმებდა თავის ჯაჭვურ ხმალს. ტანდერხოკი ‘ცეცხლოვანი ფრთა’ მზად იყო გასაფრენად როგორც კი შესაბამისი განკარგულებები გაიცემოდა. მისი მფრინავი ხომალდის უკან ლხოს ჩხირებს ეწეოდა და ეგონა ვერავინ ვერ მამჩნევსო. მოჩვენება თავის მეომრებს შეუერთდა. -იოსეფ-დაიწყო ნაციომ. -გისმენ ძმაო. -საქმე გუბერნატორს ეხება, აუცილებელია მის სასახლეში მისვლა? ეს ხომ დროის კარგვაა. -აუცილებელია, ამბროს ინვექტუსმაც გამაფრთხილა მაგის შესახებ. რამე გაწუხებს? -არაფერი, უბრალოდ არ მომწონს ტყუილად დროის კარგვა. ამას მირჩევნია პირდაპირ ბრძოლაში წავიდეთ. ჩემს აზრს სხვებიც იზიარებენ მათ ეშინიათ ამ პოლიტიკამ არ ჩაგვითრიოს. -რა არის უკეთსი და რა უარესი ჩვენ არ გვეხება. ჩვენ მეომრები ვართ იმას ვაკეთებთ რასაც დაგვაველებენ. იმპერატორი ჩვენთანაა ძმაო! სხვას არავითარი მნშვნელობა არააქვს!-იოსეფის გული ერთგულებით აინთო. მისი თვალები ფანატიზმს ასხივებდნენ.- გუბერნატორთან მხოლოდ ფორმალური მხარის დასაცავად მივდივართ. -როდის მერე ვიცავთ ფორმალობებს იოსეფ?-იკითხა ახლად მოახლოებულმა დევასმა.- მე ბრძოლა მწყურია! მინდა ვგრძნობდე როგორ ვემსახურები იმპერიუმს!-მეომარმა გაიღიმა, უკეთესი იქნებოდა ეს არ გაეკეთებინა. -შენი შემართება მახარებს ძმაო, მაგრამ ვერაფერს შეცვლის. თემა დახურულია. დევასმა თავის დაკვრით გამოთქვა თავისი სათქმელი. რომც ეთქვა ამას ვერავინ გაიგონებდა, ანგარში გამაყრუებელი გამაფრთხილებელი განგაში ატყდა, წითელი ნათურებმა ციმციმი დაიწყეს, რის გამოც მთელი სივრზე უთანაბრო მოწითალო ფერით განათდა. ეს მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ყოფილიყო. ხომალდმა საშინელი ყანყალი მორთო, ტანდერხოკის მხრიდან მფრინავის გინების ხმა გაისმა. მოჩვენებები არც განძრეულან, მათ წონასწორების შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებიათ. -როგორც იქნა ვარპიდან გამოვედით.-წარმოთქვა ფელიქსმა და თავისი გლადიუსის სამართებელი თვალებთან მიიტანა. იუსტიკარს ყურადღება არ მიუქცევია მოხმალავისთვის, მან თავისი ჩაფხუტი დაიხურა, მეომრებმაც იგივე გააკეთეს. ლინზებმა სამყარო გადაასხვაფერეს, მარჯვნივ მისი ძმების სიცოცხლის მაჩვენებლები გამოჩნდა, ზევით ბოლტერში ტყვიების რაოდენობა, ქვევით კი თავისი საკუთარი ჯანმრთელობა. იოსეფმა ყველაზე გვიან მარხენა თვალთან გამჩნდარ რუნებს შეხედა. -კაპიტანო მალასტ.-მან თვალით ვოქსის რუნა გაააქტიურა.-გუბერნატორს დაუკავშირდი და აცნობე ჩვენი ვარპიდან გამოსვლა.-ხმას ჩაფხუტი არ დაუტოვებია. -ახლავე მბრძანებელო. სწრაფად უნდა ვაცნობოთ ჩვენი გამოსვლა თორემ მათ თავდაცვის ხომალდებს ‘ჰექტორის სიამაყის’ აღმოჩენა სურთ.-კაპიტანმა გაიცინა- ნუთუ მართლა გონიათ რომ თავიანთი სანაგვე ყუთებით აგმოღვაჩენენ? -შენ უკეთესად იცი.-უპასუხა მოჩვენებამ, მას არ მოეწონა პლანეტის დაცვის ეს მცდელობები ამით ხომალდის და მისი ეკიპაჟის ღირსება ილახებოდა...-შეტყობინების დასასრული. -იმპერატორისთვის ძმებო!-შესძახა მან. -იმპერატორისთვის!-მოჩვენებათა მეომრების მეოთხე ბატალიონის ქვედანაყოფი ‘რემუსი’ იუსტიკარის მეთაურობით იდეალური მწყობრით დაიძრა ტანდერხოკისკენ.
This post has been edited by Erickson on 19 Mar 2013, 17:15
|