მოჩვენებითი მეომრები

34-ე ათასწლეულში ტერას მაღალმა ლორდებმა მიირეს გადაწყვეტილება დაწყებულიყო კოსმოსური მედესანტეების მე-13 დაარსება, რომელიც სასტიკი საიდუმლოების ქვეშ გატარდა. არავინ არ იცის თუ რამდენი ორდენი შეიქმნა ამ დროს, ხოლო მედესანტეების გენეტიკური მასალა მექანიკუმებთან არ გაგზავნილა. ერთ-ერთი მე-13 დაარსების ორდენი მოჩვენებითი მეომრებია. ინკვიზიციასთან უშუალო თანამშრომლობით ის შექიმნა მისიით 'ბრძოლა ერესის და მოღალატეების წინააღმდეგ'. მოჩვენებითი მეომრების პირდაპირი მიზანი იყო იმპერიუმის შიგნით მოღალატეების დასჯა და არქიმტერის ოფიცრების ლიკვიდირება.
ახლადდაარსებული ორდენის პირველი მაგისტრი ჰექტორი გახდა. მისი წინამძღოლობით მოჩვენებებმა 2 სხვა ორდენის და უთვალავი იმპერიული გვარდიელის გვერდით მონაწილეობა მიიღეს ანგრათის ლაშქრობაში. იმ დროისთვის, როდესაც გვარდია და სხვა მედესანტეები მტრის მთავარ ძალებს ებრძოდნენ, მოჩვენებითი მეომრები ქაოსისტების მომარაგების გზებს უტევდნენ და პარტიზანულ შეტევებს ანხორციელებდნენ. ორდენის მიერ ლიკვიდირებული იქნა ათამდე მტრის ლიდერი და ყოველგვარი დახმარების გარეშე დაპყრობილი ორი პლანეტა.
ხშირად საიდუმლოდ და სხვისი თვალების დაუნახავათ მოქმედებების გამო იმპერიულ ქრონიკებში ძალიან ცოტა ინფრომაციაა მოჩვენებითი მეომრების მიერ წარმოებულ კომპანიებზე. ერთ-ერთი მათგანია ე.წ. 'შეტევა შავ ტირანზე'-იმპერიუმის საზღვარზე მთელი სისტემა დამორჩილებული ყავდა ქაოსისტს მეტსახელად 'სიკვდილის მომტანს'. მოჩვენებითმა მეომრებმა დახმარება სთხოვეს არნისის 54-ე ყინულის გვარდიის შენაერთს და გაერთიანებული ძალები შავი ტირანის იმპერიის ცენტრზე მიმართეს. კოსმოსური ბრძოლის პირველივე საათებში გამოჩნდა, რომ იმპერიუმი ამ ბრძოლას წააგებდა, ამიტომ მოჩვენებებმა გვარდიელების ხომალდები ფარად გამოიყენეს და ტირანის პლანეტაზე დამრტყმელი კრეისერი 'უშიშარით' გაემართნენ. პლანეტასთან მიახლოვების შემდეგ ხომალდი ვარპში სასწრაფო გადასვლით გაიქცა, ტირანის ძალებმა კი მოჩვენებების სიმხდალე აბუჩად აიგდეს... მათთვის ცნობილი არ იყო, რომ ვარპში გასვლამდე 'უშიშარმა' გამოუშვა ტანდერხოკი ზედ ხუთი მოჩვენებით და ვირუსული ბომბით. ხუთმა მოჩვენებამ თავი გასწირა, ხოლო ერთი სპეციალურად ამ მისიისთვის შექმნილი ვირუსი საკმარისი იყო მთელი პლანეტის მოსახლეობის, მათ შორის კი ტირანის გასანადგურებლადაც. ხუთივე მოჩვენების სახელი ჩრდილთა სიმაგრის შავი კოშკის მთავარ კარიბჭეზე ამოიტვიფრა.
6 ათასი წლის შემდეგ დაარსებიდან მოჩვენებითი მეომრები განაგრძობენ იმპერიუმის გარე და შიგა მტრების სასტიკად განადგურებას.
ფილოსოფია
„ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია იმპერიუმის მოსახლეობის 49% ამოვწყვიტოთ და ღამე მშვიდად ვიძინოთ, რადგან გვეცოდინება რომ 51% გადავარჩინეთ.“ წარწერა გაკეთებული 37 ათასწლეულში, ავტორი უცნობია.
სხვა ორდენებს მოჩვენებით მეომრებსაც აქვთ თავისი ფილოსიფია. მათი მთავარი მიზანია ბრძოლაში გამარჯვება და სხვა არაფერი, „არ არსებობს სამართლიანი ბრძოლა“ ჩრდილთა სიმაგრის კარიბჭეზე ამოტვიფრული წარწერა. მათი ფილოსოფია დოქტრინის მიხედვითაა ჩამოყალიბებული. ყოველი დიაოხელი მათი აგრესიული და მრისხანე ბუნების მიუხედავად ბრძოლის ველზე იშვიათ წინდახედულობას და ცივსისხლიანობას იჩენს, რაც მრავალწლიანი უსასტიკესი ვარჯიშის შედეგია.
მოჩვენებები თავს იმპერატორის ნების გმაოვლინეად, მის მიერ მოგზავნილ დამსჯელებად თვლიან.
როგორც ქაოსის წინააღმდეგ შექმნილ ორდენს დიაოხელები ჩვეულებრივი ორდენებისგან განსხვავებით უფრო გრძელ და საფუძვლიან სწავლებასა და ვარჯიშს გადიან, როგორც ფიზიკურ ასევე სულიერს. რადგან გაუძლონ არქიმტერის ნებისმიერ მცდელობას მათ გადასაბირებლად. მოჩვენებებს ჰყავთ მასწავლებლები რომლებიც ასწავლიან ახალბედებს ყველაფერს რისი ცოდნაც გამოადგენათ სამუდამო ომში, ხშირად ეს მასწავლებლები გამოცდილი მეომრები არიან რომლებიც ჭრილობებისა და სისუსტის გამო უკვე ვეღარასდროს წავლენ ბრძოლაში. ყოველ მეომარს სკაუტობიდან უნერგავენ, რომ ბრძოლის ველზე არ არსებობს არც სამართალ,ი არც დანდობა და არც ღირსება- მთავარი ოდიდგანვე გამარჯვება იყო და გამარჯვება იქნება. ამ ფილოსოფიის გამო ზოგიერთ ორდენთან მათ დაძაბული ურთიერთობები გააჩნიათ, მაგრამ მოჩვენებები ყველაფერზე მაღლა იმპერატორს აყენებენ.
„ჩვენ არ ვართ კეთილი რაინდები რომლებიც ებრძვიან უსამართლობას და იცავენ კეთილშობილ მოქალაქეებს, არა. ჩვენ მისი იარაღები ვართ. ჩენი უპირველესი მოვალეობაა სიკვდილისა და შიშის დათესვა იმპერატორის სახელით. დაიმახსოვრეთ ეს... და არასოდეს დაივიწყოთ“
-ურსუსი, ფილოსოფოსი.
პლანეტა
მოჩვენებითი მეომრების სახლი სასიკვდილო სამყარო დიაოხია- მესამე 7 პლანეტიან ვარსკვლავურ სისტემაში. ტერანული სტანდარტებით დიაოხი დიდი პლანეტაა. მისი ზედაპირი დაყოფილია 3 კონტინენტად, რომლებს შორისაც ე.წ. შავი ოკეანეა. დიაოხის ხალხმა არაფერი იცის იმპერიუმზე და გალაქტიკაზე, ხოლო მოჩვენებითი მეომრებში მათში ლეგენდარული გმირები არიან, რომლებიც შავი ჩიტების ფრთებზე ეშვებიან და ახალგაზრდა ბიჭები თავიანთ რანგებში მიჰყავთ.
დიაოხი ბნელი ტყეების და ღრმა ოკეანეების პლანეტაა. ციხე-ქალაქების ძლევამოსილი კედლები ადამიანების ერთადერთი დაცვაა პლანეტის სასიკვდილო მხეცებიდან. ასეთი ქალაქები ძალიან იშვიათია და ირგვლივ დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ. ტრადიციულად ერთი ციხე-ქალაქი ერთი სახელმწიფოა და ძლევამოსილი მეომარი მეფით იმართება.
ცხოვრება დიაოხზე დასურულებელი ომია. ხალხი ომობს ყველაფრისთვის:საჭმლისთვის, ტერიტორიისთვის, რესურსებისთვის, მონებისთვის... ასეთი ცხოვრების სტილმა შექმნა ძლიერი მეომარი საზოგადოება, რამაც მოჩვენებითი მეომრების ყურადღება მიიქცია. თითქმის ყოველი კაცი დიაოხზე მეომარია და მზად არის დაიცვას საკუთარი სახლი ან მისი მბრძანებლის დროშის ქვეშ დადგეს საჭიროების შემთხვევაში.
ცხოვრება დიაოხელისთვის ნიშნავს იყო ვაჟკაცი-მეომარი ღირსებით და კეთილშობილებით, სიმამაცით და სიძლიერით, არ გეშინოდეს სისხლისღვრის.
მოჩვენებითი მეომრების თითოეული რეკრუტი დიაოხიდანაა აყვანილი და აშკარაა, რომ პლანეტის კულტურა დიდ გავლენას ახდენს ორდენზე.
დიაოხის ფაუნა მდიდარია საშინელი მტაცებლებით, როგორებიცაა დიაოხური მგლები, ფოცხვრები, გველები, დათვები და ყველაზე საშინელი-დიაოხური ლომები, საკმაოდ მყარი კანით, რომ მახვილებს და ნაჯახებს გაუძლოს და საკმარისად ბასრი და შხამიანი კლანჭებით, რომ ასტარტესი მოკლას. ასეთი მხეცების მოკვლა ორდენში დიდ გმირობად ითვლება. მოჩვენებითი მეომრები ხშირად ატარებენ მოკლული მხეცების ბეწვებს, რომ თავიანთი ძალა და სიმამაცე წარმოაჩინონ.
დიაოხის მთვარეები
1.ფაეტონი- პლანეტის უდიდესი მთვარე. ორდენის ციხესიმაგრე აქაა განთავსებული.
2.ოემნისი- ეს მთვარე გამოიყენება როგორც ორდენის სავარჯიშო ტერიტორია. ის განსხვავდება მსგავსი ტერიტორიებიდან ციხესიმაგრეში ან ხომალდებზე, რომლებს თითქმის ნებისმიერი საბრძოლო გარემოცვის შექმნა შეუძლიათ. ოემნისი დაფარულია რადიკალურად განსხვავებული შენობებით, რომელთა სქემები იმპერიუმის სხვადასხვა მხარეებიდან მოიტანეს. ასეთი 'ჰიბრიდული' არქიტექტურა საშუალებას აძლევს მოჩვენებებს განავითარონ საკუთარი ბრძოლის, გადარჩენის და დამალვის უნარები. სხვადასხვა საბრძოლო სერვიტორები და ქსენოსური ქმნილებებიც კი დაძრწიან ცარიელ კორიდროებში, რომ მედესანტეებს რეალური პრობლემები შეუქმნან.
3.რენტანი-მინერალებით მდიდარი მთვარე.
ციხესიმაგრე
მოჩვენებითი მეომრების ციხესიმაგრე, ასევე ცნობილი როგორც ჩრდილთა სიმაგრე მდებარეობს დიაოხის მთვარე ფაეტონზე. ფაეტონს აქვს საკუთარი ატმოსფერო, რომელიც უმეტესად შედგება ნიტროგენისგან და გამოუდეგარია საცხოვრებლათ. მთვარის ზედაპირი დაფარულია თხევადი ყინულით და ქრივულკანებით.
ჩრდილთა სიმაგრე აშენებული იქნა მაგოსი დეირანის მიერ, რომელიც Tellanum Ibernis-ის ფილოსოფიის მიმდევარი იყო. ის მიიჩვენვდა, რომ მექანიკუმების ქმნილებები არა მარტო მუშა, არამედ ალამზებიც უნდა ყოფილიყვნენ. ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია მშენებლობაზე. ჩრდილთა სიმაგრე აშენებული იქნა შავი ქვებით, ხოლო მისი ზედაპირი დაიფარა ქანდაკებებით და გარგულიებით, დამცავი ქვემეხების ლულებს მიეცათ დრაკონების, მგლების და სხვა მხეცების თავების ფორმები.
ყველაზე ლამაზი ციხის შიგა ტერიტორიაა- გიგანტური სურათები და ქანდაკებები აღწერდნენ იმპერიუმის ისტორიას და შთააგონებდნენ ახალგაზრდა ორდენის მეომრებს. მაგრამ კედლების და დარბაზების უმეტესობა ცარიელი დატოვეს, რადგან მომავალ თაობებს შეევსოთ.
ჩრდილთა სიმაგრე მშვენიერია, მაგრამ პირველ რიგში ის ციხესიმაგრეა იმპერიუმის ყველაზე განვითარებული იარაღებით და დამცავი სისტემებით. ლაზერული, პლაზმური და მაკრო ქვემეხები, სარაკეტო ბატარეები და ძლევამოსილი კინეტიკური ფარები სულ მზად არიან ბრძოლისთვის. ეს ყველაფერი თავის მხრივ სერიოზული დაცვაა, მაგრამ ამაზე მეტი- კოსმოსური ფორტი, რომელიც კოსმოსური ხომალდების პორტის და დიაოხური გვარდიის სავარჯიშო ბაზის როლს ასრულებს, იკავებს მთვარის ახლო კოსმოსს.
ჩრდილთა სიმაგრე სხვა ორდენების ციხესიმაგრეების მსგავსია. აქ არის სამჭედლო, აფთექარიუმი, სასტუმრო დარბაზები, რეკლუზიამი, ტელეპორტარიუმი, ლიბრარიუმი, საცხოვრებელი ადგილები მედესანტეებისთვის და ორდენის სმახურებისთვის, გენერატორიუმი და ადეპტუს ასტარტესის ორდენისთვის აუცილებელი სხვა ტერიტორიებით.
საბრძოლო დოქტრინა
მოჩვენებითი მეომრების ტაქტიკა მრავალფეროვანია და გამოყენებული მეთოდები მხოლოდ გამარჯვებისკენაა მიმართული. ტაქტიკა უმეტესად ეფუძნება 'ომთა კანონებს'-წიგნს, რომელიც ლეგენდის თანახმად თვით იმპერატორის ნაშრომებს ეფუძნება. ორდენის ინკვიციასთან ახლო კავშირის გამო მოჩვენებების სტრატეგიულ-საომარ ფილოსოფიურ ნაშრომად აირჩა ზემოდხსენებული წიგნი და არა კოდექს ასტარტესი. ეს ყველაფეირ მოხდა იმიტომ, რომ ინკვიზიციას სჭირდებოდა ასასინები, რომლებიც არაფერზე არ დაიხევდნენ უკან და არა რაინდული წესებით შებოჭილი მეომრები.
'ომთა კანონები' დიადი რობაუტ ჟილმანის ნაშრომისგან განსხვავდება მხოლოდ ორი რამით:
1.ის არ არის ისეთივე დეტალური, როგორიც ულტრამარინების პრიამრხის ნაშრომი.
2. 'ომთა კანონები' არ ბოჭავს მოჩვენებას დოგმებით, არამედ ათავისუფლებს მას ზღუდეებისგან და ახალი ტაქტიკური ხერხების გამოყენებას ურჩევს, რადგან წიგნში თვითონ წერია ''იმარჯვებს ის, ვინც ტრადიციულს და ორიგინალურს სწორად შეახამებს, რადგან ბრძოლა ხშირად ტრადიციულით იწყება და ორიგინალურით მთავრდება.'
'ომთა კანონები' განიხილავს თითოეული ბრძოლის სამ ფაზას:
1.შეუტიე მტრის გეგმებს-ანუ შეისწავლე ისინი. გააანალიზე ინფორმაცია და გამოიყენე მზვრავები.
2.შეუტიე მტრის რესურსებს- მოუჭერი მას მომარაგების გზები და დაასუსტე.
3. შეუტიე თვით მტრებს. თუ დიდი ჯარი გყავს-დაყავი ის მახვილებათ. ყველაზე ძლიერს თავში ჩაუდექი და მტრის თავისკენ მიმართე, ხოლო დანარჩენებით კიდურები მოსჭერი რადგან პასუხი ვერ დაგიბრუნოს და არც გაგექცეს. თუ მცირე ჯარი გყავს-გააანალიზე შენი ძალები. შემდეგ შეუტიე მტრის სუსტ წერტილებს, ამოხოცე სუსტები და დაარღვიე ძლიერების მორალი. შეუტიე მტერს მაშინ, როდესაც კისერი დაუცავი ექნება.
'ომთა კანონები' ასევე გვაძლევს განმარტევევს სხვადასხვა საბრძოლო სიტუაციებზე:
ომის შეცდომაში შეყვანის ხელოვნებაა- თუ ძლიერი ხარ აჩვენე მტერს შენი უძლურება, თუ შორს ხარ აჩვენე, რომ ახლოს ხარ. თუ ახლოს ხარ აჩვენე, რომ შორს ხარ.
შეუტიე მტერს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ამას არ მოელის-რადგან პირდაპირი შეტევა სულელთა ხვედრია. გამოიყენე სიბნელე, როგორც შენი სამყოფელი და სიჩუმე, როგორც შენი მეგობარი. დაესხი მტერს ჩრდილებიდან, როდესაც ის ამას არ მოელის და შენ გაიმარჯვებ.
საბრძოლო ტექნიკის სიმცირის გამო მოჩვენებები ქვეით ძალას ეყრდნობიან. მათ შორის ბლოამდ არიან მოიერიშენი, რადგან ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება მოახდინონ. ხოლო ტანკები გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი საბრძოლო ერთეულები და ეხმარება ქვეითებს ყველაზე ძლიერი გამაგრებების თუ მტრის ტექნიკის გასანადგურებლად.
კოსმოსურ ბრძოლებში მოჩვენებები უხეშ და პირდაპირ, მაგრამ საოცრად ეფექტურ აბორდაჟს არჩევენ. ტელეპორტის და სააბორდაჟო კაბულებით მეომრები მტრის ხომალდებზე აღმოჩნდებიან და მათ შიგნიდან ანადგურებენ.
ფლოტი.
მოჩვენებითი მეომრების ფლოტი უმეტესად მცირე საიერიშო ხომალდებისგან შედგება, მაგრამ როგორც ყველა ორდენს მასაც აქვს საბრძოლო ბარჟები დამკოლოსაკური განადგურებისთვის შექმნილი ხომალდები.
ფლოტის ბრილიანტი ხომალდი-გოლიათი 'წყვდიადის მბრძანებელია'. ეს უნიკალური კლასის ხომალდი წართმეული და აგწმენდილი იქნა 37-ე ათასწლეულში. 10 კილომეტრის სიგრძის შავი მეტალის მონსტრს შეუძლია მთელი პლანეტები ფერფლად აქციოს ან მრავალი მოწინააღმდეგე ძლევამოსილი ლენს-გამომსხივებლებით კოსმოსური ნაგავის გროვად აქციოს.
მოჩვენებითი მეომრების ხომალდები:
წყვიადის მბრძანებელი-უნიკალური კლასის ფლაგმანი.
შურისძიების მახვილი-საბრძოლო ბარჟა.
სისხლიანი ვენდეტა-დამრტყმელი კრეისერი, პირველი ბატალიონის ფლაგმანი.
ჰექტორის შუბი-დამრტყმელი კრეისერი, მეშვიდე ბატალიონი.
უშიშარი-დამრტმელი კრეისერი.
ღამის გუშაგი-დამრტყმელი კრეისერი.
კალიფსო-გლადიუსი კლასის ფრეგატი.
ჰერა-გლადიუსი კლასის ფრეგატი.
მედეა-გლადიუსი კლასის ფრეგატი.
ფერები
მოჩვენებითი მეომრები ატარებენ შავ ჯავშნებს ოქროს(პირველი ბატალიონი-ვერცლის) ორნამენტებით. ჯავშნები ხშირად დაფარულია სხვადასხვა ნახატებით და დამცავი დიაოხური რუნებით. მოჩვენებები არ ატარებენ რანგების ნიშნებს, რის მაგივრადაც მათ მარცხენა მხრებზე ქვედანაყოფის ჰერალდიკაა გამოსახული.
მოჩვენებებში ყველას შავი აცვია. მათ შორის აფთექარებს, ბიბლიოთეკარებს და ტექნო-მედესანტეებსაც, რადგან ორდენში ყველა ერთია განურჩევლად მისი სპეციალობისა.
მოჩვენებითი მეომრების ნიშანია ეშვებიანი თავისქალა.
გენეტიკა
მოჩვენებითი მეომრები 13-ე დაარსების ორდენია. ამიტომ მათი გენეტიკური მამის ვინაობა გასაიდუმლოებულია და ყველა ინფრომაცია ან აკრძალული ან განადგურებულია. როგორც მეცამეტე დაარსების ორდენის მოჩვენებების გენეტიკური მასალის ნაწილი მექანიკუმებთან არ ინახება.
მოჩვენებითი მეომრების გენეტიკა სუფთაა ერთი მუტაციის გარდა. თითოულ მოცვენებას ზემგრძნობიარე ოკკულუბი უვითარდება, რისი დახამრებითაც სრულ ღამეში ხედვა შეუძლიათ.
ორგანიზაცია
კოდექს ასტარტესის თანახმად მოჩვენებითი მეომრები იყოფიან 10 ბატალიონად(პირველი ელიტური, მეათე სკაუტების), თითოეულში 100 კაცით. თითოეული ასეულის თავში კაპიტანი დგას, ხოლო ათეულებს იუსტიკარები(იგივე სერჟანტები) უძღვებიან.
მოჩვენებითი მეომრების ბატალიონები არ იყოფა საიერიშოდ, ტაქტიკურად ან სარეზერვოდ, არამედ თითოეული ასეული დამოუკიდებელი საბრძოლო არმიაა.
ელიტური პირველი ბატალიონი, ე.წ. მონასპა შედგება 80 ტერმიანტორისგან და 20 ჩვეულებრივი ასტარტესისგან. მონასპელების ჯავშანი ტრადიციული ოქროს მაგივრად ვერცხლითაა მორთული.
ორდენის კოდექსიდან გადახრას კიდევ ლიბრარიუმის არ არსებობა წარმოადგენს. დაკისრებული როლიდან გამომდინარე მოჩვენებები თავიანტ რიგებში ფსაიკერებს არ უშვებენ.
This post has been edited by EliasWar on 18 Feb 2013, 22:15