მოგესალმებით, ძმებო. როგორც თქვენთვის ცნობილია warhammer-ის სამყაროში არაფერი არ არის შემთხვევითი და უმეტესი პერსონაჟები/მოვლენები ისტორიიდან თუ სხვადასხვა ხალხის კულტურიდანაა ამოღებულია, მაგრამ ეს არ აქცევს ვახას უბრალო პლაგიატად, რადგან თითოეული ასეთი პერსონაჟი თუ მოვლენა იქამდეა შეცვლილი, რომ მათი ცნობა შეუძლებელია.
ჩემი პოსტით მინდა გაგაცნოთ პრიმარხების 'თემებს':
1.ლიონ ელ'ჯონსონი- აქ რამის მოფიქრება ნამდვილად მიჭირს. პირველი აზრი რიჩარდ ლომგულია, მაშინ ლიუთერი გამოდის პრინცი ჯონი, ხოლო საიფერი რობინ ჰუდი. მეორე აზრი მეფე არტურია, მაშინ ლიუთერი მორდრედი გამოდის(აქაც შეცვლილია მამა-შვილი). საბოლოოდ უნდა გაგვახსენდეს, რომ ლომი როგორც სიმბოლო არის საფრანგეთის და არა ინგლისის, მაგრამ ფრანებში ვინმე შესაფერისის მოძებნა არ შემიძლია. კიდევ იყო პოეტი სახელად ლიონელ ჯონსონი და მეფე არტურის ლეგენდაში სერი ლიონელი.
2.ინფორმაცია განადგურებულია.
3.ფულგრიმი-დორიან გრეის პორტრეტი, თითქმის იგივე ისტორიაა(მხოლოდ დასაწყისში).
4.პერტურაბო-მისი პლანეტის სახელი('ოლიმპია') მიგვანიშნებს მის ბერძნულ სათავეებზე. მე პირადად angel extermiantus-ის წაკითვის შემდეგ ის ჰეფესტოსთან გამიიგივდა.
5.იაგატაი ხანი- მისი სახელი ჩინგიზ ხანის ერთ-ერთი შტამომავლისაა, მაგრამ მე პირადად უფრო ჩინგისთან ვაიგივებ.
6.ლემან რუსი-თორი, მისი ხმლის სახელით(იგივე სახელი აქვს რაც თორის უროს).
7.დორნი- აქ ნამდვილად ვერაფერს ვარჩევ.
8.კონრად კიორზი(კურცი)- ფილმი აპოკალიფსისი დღეს, პოლკოვნიკი კურცი(ფილმის ყურებას ყველას ვურჩევ).
9.სანგვინიუსი- ეს მემგონი სრულაიდ ვახას პერსონაჟია.
10.ფერუს მანუსი-იგივე რაც სანგვინიუსი. მაგრამ outcast dead-ში ასტროპატის ხილვით შეგვიძლია ის(მაგრამ შორეულად) პრომეთესთან გავაიგივოთ.
11.ინფორმაცია განადგურებულია.
12.ანგრონი-სპარტაკი ოცდამეათე ათასწლეულში.
13.ჟილმანი-ულტრამარინების ბრძნული საწყისების მიუხედავად ჩემთვის კეისართან იგივდება.
14.მორტარიონი- არ ვიცი.
15.მაგნუსი- ათასი შვილის ეგვიპტური თემის მიუხედავად ეს ლოკია(წითელი თმები, ცალი თვალი).
16.ჰორუსი-ჰორუსია

17.ლორგარი- ვიტყოდი რაღაცით აიეტს გავს თქო, მაგრამ ჩუსტებით ჩამქოლავენ.
18. ვულკანი-რომაული ღმერთი ვულკანი.
19.კორაქსი- ედგარ ალან პო-ყორანი, სხვათა შორის ერიქსონს ამ 'იგივეობასთან' დაკავშირებით ეპიკური შემთხვევაჰ ქონდა

20.ალფარიუს-ვინ იცის...
კიდევ ერთი ოთხი მოღალატე პრიმარხი- მორტარიონი, ანგრონი, ფულგრიმი, მაგნუსი აშკარად აპოკალიფსისის მხედრებიდან არიან აღებულნი.