Ericksonნუუურას უკაცრავად
iveryკარჩე მოკლედ გეტყვი რა ხდება ვარჰამერში. არის გალაქტიკა, არის ორმოცდამეერთე ათასწლეული და არის ომი

მთავარი დაპირიპირებული ფრაქციებია შემდეგი:
1) იმპერიუმი კაცთა, რომელშიც სუფევს უკიდურესი დიქტატურა, თეოკრატია, ფაშიზმი, ქსენოფობია, სულო და გულო. აქ ორი ვარიანტი გაქვს, ან რამე უბედურება შეგჭამს, ან იმპერიის ქარხნებში მუხლჩაუხრელი შრომა ამოგხდის სულს. დაახლოებით სტალინისდროინდელი საბჭოთა კავშირის და ნაცისტური გერმანიის ნაზავი. რაც უარესი, მით უკეთესი

2) ქაოსი, რომელიც არის ყველაფერი სიჯანდაბე, დემონები, ხოცვაჟლეტაუბედურება. აქაც ორი ვარიანტი გაქვს, ან ხარ სადისტი მკვლელი მანიაკი და მიელტვი დემონად გახდომას, ან ხარც სადისტი მკვლელი მანიაკების და მათი ღმერთების საჭმელ-სასმელი ხორცი და სისხლი.
3) ორკები, რომლებიც, მოკლედ შეიძლება დახასიათდეს ასე: მწვანე დევკაცების მოდგმა, რომლის მთელი კულტურა, შინაარსი და მისწრაფებები გამოიხატება კომბლის ქნევასა და ყველა შემხვედრისთვის თავის გაჩეხვაში. ვარიანტი აქაც ორია, ან თავს უხეთქავ ყველას, ან თავს გიხეთქავენ შენ. ჰო, ასევე, არ დაგვავიწყდეს იმის აღნიშნვაც, რომ ორკების განსაკუთრებული ფიზიოლოგია, საშუალებას იძლევა, ორკს თავი მოვჭრათ და მივაკეროთ მეორე ორკის ტანს, ნო პრობლემო!
4) ელდარი, ოდესღაც გალაქტიკური იმპერიის მქონე მოდგმა, რომელმაც იმდენი ქნა, რო თავისი ცოდვებით მთელი ქაოსის ღმერთი შექმნა, რა შექმნასაც, პრინციპში, ემსხვერპლა მათი ცივილიზაციაც. მას მერე, აგეარ უკვე 12 ათასი წელია, დაჩანჩალებენ აქაიქ შემორჩენილი ელდარები გალაქტიკაში და რავარც მანამდე დაჰყურებდნენ ყველას ზემოდან, ახლაც ისე დაჰყურებენ და ბუზს არ იფრენენ

აქ ერთადერთი ვარიანტია, სევდიანი და მგრძნობიარე განდეგილი, რომელიც დაეხეტება და წარსულს მისტირის.
5) შავი, გნებავთ, ბნელი ელდარი, რომელიც ელდარის შავბნელი ვარიანტია და ცხოვრების არსს მანიაკალურ სადიზმში ხედავს, რაც გახლავთ კიდეც მათი ასე ვთქვათ, უმთავრესი საკვები. აქაც ერთადერთი ვარიანტია, სადისტი მანიაკი და მკვლელი ხარ.
6) ტაუ! ყველაზე ნაკლებად პირქუში და უბედური ფრაქცია ვარჰამერში! მეტი სიკეთე ყველასათვის. მაღალტექნოლოგიური ალიენების მოდგმა, რომელმაც ვარსკვლავური ფედერაცია შექმნა და მიესალმება მასში გაწევრიანების ყველა მსურველს. მათ შორის, ადამიანებსაც. აქ საკმაოდ ბევრი ვარიანტია. რამდენიც მოდგმაა, იმდენი გზაა. შეიძლება ითქვას, ყველაზე ადამიანური ფრაქციაა ვარჰამერში. ნუ, ახლა, რასაკვირველია, მტერს მტრულად ხვდებიან.
7) ნეკრონები, უძველესი მოდგმა, რომელმაც სული მარადიულ არსებობაში, ხოლო მოკვდავი სხეული ე.წ. ცოცხალი ლითონის, ნეკროდერმისის ჩონჩხზე გაცვალა. აღვსილი არიან უკიდეგანო სიძულვილით ნებისმიერი ბიოლოგიურად ცოცხალი არსების მიმართ და მიზნად აქვთ გონიერი სიცოცხლის ყველა ფორმის მოსპობა გალაქტიკაში.
8) და ბოლოს, ტირანიდები. თუ სტარკრაფტს იცნობ, იქაური ზერგი ტირანიდებიდან არის აღებული თავის დროზე. გარეგალაქტიკური სივრცეებიდან მოსული მტაცებელი მოდგმა, ურჩხული კალიების ურდო, რომლის ერთადერთი მისწრაფება ყველა სხვა სიცოცხლის შეჭმაა, რომელსაც გზად გადაეყრებიან. ტირანიდები ამ შეჭმული სახეობების გენეტიკურ კოდს ითვისებენ და საკუთარ კოდში ართავენ, რის შედეგადაც განუწყვეტლივ იცვლებიან და ევოლუციონირებენ.
ვინ არის ყველაზე მაგარი, მაგი გაურკველია. ჯერჯერობით, ყველა ყველას ებრძვის და გამარჯვების არავის არაფერი ეტყობა.
ასეთი ამბებია ჩემო ბატონო