
ვარსკვავური საძმოს რაინდი
ვარსკვლავური საძმო
პლანეტა
ობანი-მეცხრე პლანეტა სისტემაში. სისტემის უდიდესი ციური სხეული. პლანეტა ცნობილია ანტიკური ხანიდან. ჯერ კიდევ 30-ე ათასწლეულში როდესაც პლანეტა სრულიად დაუსახლებელი იყო იგი ქაოსის პლანეტას წარმოადგენდა. იგი წარმოადგენს განვითარებული პლანეტას. ობანი მასიურადაა დასახლებული ცოცხალი ორგანიზმებით. პლანეტას ჰყავს სამი თანამგზავრი რომელთაგან უდიდესია არგუსი.
ფიზიკური მახასიათებლები
ობანი უზარმაზარი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 70,657 კმ-ია. პოლარული დიამეტრი-63,765კმ-ია.
შინაგანი აგებულება
ობანი შედგება რამდენიმე ფენისაგან :ქერქისგან, მანტიისაგან და ბირთვისაგან. ეს აგებულება დეტალურად შესწავლილ იქნა 38-ე ათასწლეულში დოქტორ ბეინაზის მიერ. პლანეტის გული გავარვარებული ბირთვია, რომელის სიმხურვალე 20 000C -მდე მერყეობს. ობანის ქერქი მყარი ზედა ნაწილია, მისი ზედაპირი ძალიან ახალგაზრდაა. მანტია გამოყოფილია სეისმური ტალღის სიჩქარის მკვეთრი გაზრდით. პლანეტას არ აქვს ტექტონიკური ფილები, რადგან ერთ მთლიან კონტინენტს წარმოადგენს.
ცოცხალი სამყარო
პლანეტის 75% მიწას უჭირავს ხოლო 25% წყალს. ხოლო ტერიტორიის 60% დაფარულია დიდი ტყეებით, 30% მთებით და 10% უდაბნოებით.
ცოცხალი სამყარო აქ მრავალფეროვანია. მაგრამ აქ არ ბინადრობენ მტაცებელი ცხოველები. მცენარეულ საფარში გამოირჩევა ამაზიას ფართოფოთლოვანი ხეები, რომლებიც საჭმელადაც გამმოიყენება და სამკურნალოდაც, მათი სიმაღლე 100 მეტრს აღწევს და ტყეების 60% სწორედ მას უჭირავს. გავრცელებულია მწეიჭამია მცენარეებიც მათ შორის ელ-მაზია. ცხოველთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ობანური ზინდროფილა, რომელიც ბალახისმჭამელთა კლასს მიეკუთვნება. პლანეტაზე ხშირია წვიმები და ძლიერი ქარები...
რესურსები
ობანის 25% წყალს უჭირავს. აქედან უმეტესობა წყალუხვ მდინარეებს, როლო დაახლოებით 5% ტბებს. მდინარეებს შორუს უდიდესია-რემოსი, რომელიც სიგრძეში 35 667კმ-ია და 567 შენაკადი გააჩნია. სულ აღრიცხულია 25 665 785 მდინარე და 12 576 ტბა. ტყალში ბინდარობენ საკვებად გამოსადეგარი ცხოველებიც, მათ შორის ობანური ოქროსფერი თევზი, რომელიც აქ სპეციალურად გაამრავლეს. დიდი რაოდენობით მოიპოვება:რკინა, ოქრო, ვერცხლი, კალა, სპილენძი და ქვანახშირი.
მოსახლეობა და ქალაქები
დღესდღეობით პლანეტაზე 102, 728, 000 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც განაწილებულნი არიან 33 ქალაქში. მთავარი ქალაქია ჰარადრიმი, სადაც მდებარეობს მაგისტრის სასახლე და იმპერიუმში განთქმული ჰარადრიმის ბიბლიოთეკა. ქალაქებიდან 17 ქალაქი წარმოადგენს მწარმოებლურ ქალაქებს, რომლებიც სავსეა ქარხნებით და მოსახლეობის უმრავლესობა ჩაბმულია სწორედ ამ საქმეში ხოლო 15 სკა ქალაქი წარმოადგენს ორდენის რეკრუტ-ბაზას, საიდანაც ავსებენ საკუთარ რიგებს. მხოლოდ ჰარადრიმს არ აკისრია არც ერთი ვალდებულება რადგან ეს სწავლულთა ქალაქია, ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე ლამაზი და დაუბინძურებელი ქალაქი. მისი მოსახლეობა არ აღემატება 30 000-ს. ყველაზე დიდი ქალაქია ნიუ-ობანი, რომელშიც 24, 724, 768 ადამიანი ცხოვრობს. იგი წარმოადგენს ნამდვილ ქარხნულ სისტემას სადაც დაახლოებით 2600-მდე დიდი თუ მცირე ქარხანაა. ქალაქებს იცავენ ადგილობრივი მცველები. სკა ქალაქები გადაჭედილია მოსახლეობით რის გამოც აქ კრიმინალის მაღალი დონეა, არალეგალური იმპერიები აკონტროლებენ ქალაქების ნაწილებს და ხშირად მოსდით ერთმანეთს შორის ბრძოლა. ამიტომ ზოგიერთ სკა ქალაქში ადამიანის საშვალო სიცოცხლის ხანგრძლოვობა ძალიან მცირეა. ქალაქებში ძალიან მაღალია კრიმინალის დონე. ჰარადრიმის გარდა ყველა ქალაქში შქმნილია ბანდიტური კლანები, რომლებიც ერთმანეთს ქალაქის უბნებისათვის ებრძვიან. მოსახლეობა ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს. ქარხნებში მომუშავეებს არაფრად აგდებენ. ქალაქებში არის ძალიან დიდი უსამართლობაა და სუფევს კორუფცია, განსხვავებით ჰარადრიმისა და საძმოს ციხესიმაგრისაგან, რომლებიც სიმშვიდისა და სტაბილურობის განსახიერებას წარმოადგენენ.
ჰარადრიმი
ქალაქი ჰარადრიმი 500 ჰექტარზეა გასენებული და აქ 30 000 მდე ადამიანი ცხოვრობს. ქუჩები ნაგებია მარმარილოთი, რომელიც ფოლადის ფირფიტებითაა დაფარული, ხოლო სახლები იგება ძირითადად გრანიტისაგან. ქალაქი იყოფა კვადრატის ფორმის უბნებად. ეს არის ფილოსოფლსთა, მათემატიკოსთა, ინჟინერთა, ტექნოლოგთა სამყოფელი სადაც ქმნიან ახალ ინოვაციებს. განთქმულია ჰარადრიმის ბიბლიოთეკა, რომელიც 50 მილიონამდე ხელნაწერს ინახავს. ამ ბიბლიოთეკაში ყველაზე დიდი საგანძურია „ობანის ქრონიკები“ რომლებიც ინახავენ საძმოს მთელს ისტორიას. ქალაქს, გარშემო აკრავს 50მ-სიმაღლის რკინა-ფოლადის კედელი, რომელიც გამაგრებულია იმპერიუმის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით. ქალაქს იცავს ადგილობრივი რეკრუტებისაგან შემდგარი გარნიზონი, რომელიც 3000 მებრძოლისაგან შედგება. მაგისტრის სასახლე წარმოადგნს ხელოვნების შედევრს. მთავარი დარბაზისაკენ მიემართება 10მ-სიმაღლის საფეხურეებიანი კიბე, რომელიც უერთდება სასხლის მთავარ დარბაზში შესასვლელ კარიბჭეს. შენობის სიმაღლეა 45მეტრი. სხვა შენობებთან აქ გამოსარჩევია იმპერატორის სახელზე აგებულ დიდი ტაძარიც, რომელიც ქალაქის ცენტრს ამშვენებს, იგი შესრულებულია ძვ.ტერრას ტერიტორიაზე არსებული კულტურის ბერძნულ სტილში და თითქოს ათენის პართენონს გაგვახსენებს ხოლმე. ქალაქს ორად ჰყოფს მდინარე ჰარადი.
ფილოსოფია
ვარსკვლავური საძმოს ფილოსოსფია დამყარებულია ადამიანის გონიერი სრულყოფილებისაგენ მიმართულ გზაზე. ამ ფილოსოსფიის მიხედვით, რომელიც ემყარება ცნობილი ჰარადრიმელი ფილოსოფოსის ეტუსის ნაშრომებს ნათქვამია „არასოდეს გახდე ბრძოლის ველზე მკვლელი მანქანა, ისე რომ შენც შეეწირო ამ ბრძოლას, არამედ იაზროვნე ბრძოლის ველზე და საჭიროების შემთხვევაში დათმე კიდეც პოზიციები, რათა შემდეგ უკეთესად შეცნობილი მტერი დაამარცხო“. ასევე მებრძოლის ფილოსოფია ემყარება ჰარადრიმელი სტრატეგის ჩიანგინის სწავლებებს რომლის თანახმადაც ‘’ბრძოლაში გამოიყენე ყველა რესურსი რაც შენს გარშემოა’’. ვარსკვლავური საძმოს წევრები არ არიან უხეშები ან მძიმე ხასიათის ადამიანები, მათში მთავარია ღირსება და ადამიანურობის განცდა. ამიტომ ყველა ორდენთან კარგი ურთიერთობა აქვთ მათ შორის გამოსარჩევია ულტრამარინები, რომლებიც ყოველთვის უდგანან მხარში ორდენს. მაგრამ რადგან ეს ორდენი წარმოადგენს ბოროტებასთან მებრძოლს, 10 წლის ასაკიდან უკვე იწყებენ მებრძოლების აღზრდას, რათა ისინი გახდნენ ძლიერი მებრძოლები. როგორც წესი ვარჯიში მიმდინარეობს დღეში 12 საათის განმავლობაში, დნარჩენ დროს მებრძოლი ეუფლება ბრძოლის ტაქტიკის წესებს და გონებრივი სრულყოფილებისაკენ მიმავალ გზებს... დღეში მხოლოდ 7 საათი სძინავთ... რეკრუტების მომზადება მიმდინარეობს ობანის მეორე მთვარეზე ერებონზე, რომელიც სავარჯიშო მოედნების სისტემას წარმოადგენს. რეკრუტებს ამზადებენ: სტრატეგიაში, იარაღის ზუსტად სროლაში, ხელჩართულ ბრძოლაში, დისციპლინის უნარჩვევებში, კოდექსის სწავლაში, ბრძოლის ველზე ტქტიკურ მოქმედებაში. ყოველი რეკრუტი ასევე ითვისებს წარსულის ისტორიას იმპერატორის შესახებ და გათვიცნობიერებულია სამყაროს არსზე. წვრთვნები ბაზაზე გრძელდება 30 წლის ასაკამდე. 30 წლიდან უკვე იწყება ნამდვილ ლაშქრობებში მონაწილეობის ჟამი, რომელშიც რეკრუტები ნამდვილ არტატესებად იქცევიან. წვრთვნა იწყება დილის 6 საათიდან და შუალედური შესვენებით(12-დან 14სთ-მდე) გრძელდება ღამის ორ საათამდე. დღეში არის სამჯერადი კვება, ნახევრადკალორილ საკვებით. ეს სამხედრო სწავლებები ხელს უწყობს მეომრის სულიერ და ფიზიკურ გაძლიერებას, რომელიც ბრძოლის ველზე ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.
საბრძოლო ხელოვნება
ვარსკვლავური საძმოს საბრძოლო ხელოვნება მეყარება მაგისტრი გილდეონის ნაშრიმებს „ომი და სტრატეგია“. ამ სწავლების თანახმად მებრძოლი უნდა მოქმედებდეს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე და უნდა იქცეს გონიერ არსებად ბრძოლის ველზე. აი ნაწყვეტი ამ ნაშრომებიდან:
1)იაზროვნე ტაქტიკურად
2)საჭიროების შემთხვევაში დაიხიე უკან, რომ შემდეგ უკეთესად შეუტიო
3)მოუსპე მტერს ტაქტიკური მოქმედება-გაანადგურე სარდლები
4)გაანადგურე ძლიერები რათა მორალურად გაანადგურო სუსტები
5)მრავალრიცხოვან მტერს ებრძოლე პარტიზანულად სანამ საბოლოოდ არ განადგურდება
საძმო აქტიურად იყენებს ამ სწავლებებს. გილდეონი უდიდესი პიროვნება იყო თავისი დროისა. მან მრავალი გამარჯვება მოუტანა საძმოს და სახელი გაუთქვა მას მთელს იმპერიუმში, ამიტომ უდიდესი სტრატეგი გახლდათ. იგი ორკებთნ ბრძოლაში დაეცა პლანეტა ზარუნზე ბრძოლისას 102M39 წელს.
კოსმოსურ ბრძოლებში საძმო იყენებს მანევრირების ხერხს, რომლის მიზანია მტრის შეტევების თავიდან აცილება და მისი განადგურება დიდი დანაკარგების გარეშე, რაც აქტიურად გამოჩნდა პლანეტა აბარონთან გამართულ ბრძოლაში 567 M39 წელს, როდესაც საძმომ 3 მოიერიშე ხომალდით დაამარცხა ორკების საბრძოლო ბარჟა.
კოსმოსური ფლოტი
საძმოს კოსმოსური ფლოტის საერთო რიცხოვნობა შეადგენს 7 ერთეულს. მათ შორის მთავარია უნიკალური კლასის ფლანგმანი ერანორი, რომელიც სიგრძეში 8 კმ-ს აღწევს. ეს ფოლადის მხეცია, რომელსაც ბრძოლაში დიდი უპირატესობები გააჩნია. ფლოტის ბაზა განლაგებულია ობანის მესამე მთვარე-ნურგალზე.
ფლოტი:
ერანორი-უნიკალური კლასის ფლანგმანი
ოქროს საწმისი-საბრძოლო ბარჟა
ჰელიოსი-დამრტყმელი კრეისერი
არტიმედე-დამრტყმელი კრეისერი
ტარტაროსი-დამრტყმელი კრეისერი
შანგრილა-გლადუსი კლასის ფლანგმანი
მანუაჰეა-გლადუსი კლასის ფლანგმანი
საძმო ამ ფლოტს ძალიან აქტიურად იყენებს ლაშქრობებში...
ჯავშანტექნიკა
ორდენის ჯავშანტექნიკის რიცხოვნობა შეადგენს 50 ერთეულს. მისი ბაზა განლაგებულია მთვარე ნურგალზე კოსმოსური ფლოტის ბაზაში.
არგუსის ციხესიმაგრე
ობანის ყველაზე დიდ მთვარეზე არგუსზე განლაგებულია საძმოს ციხესიმაგრე-არგუსი. თვითონ პლანეტა არგუსი წარმოადგენს მთათა რთულ სისტემას. ციხესიმაგრეს გარეშემო განლაგებულია 7 აეროდრომი. ციხესიმაგრე შედგება სამი ნაწილისაგან: გარე ციტადელი, დიგა ციტადელი და მთავარი ციტადელი.
1)გარე ციტადელი-წარმოადგენს 70მ სიმაღლის ლითონის სქელ კედელს, რომელზეც განლაგებულია ზალპური ქვემეხები და იმპერიუმის მოწინავე ტექნოლოგიებითაა გამაგრებული.
2)შიგა ციტადელი-წარმოადგენს 40მ-სიმაღლის ფოლადის კედელს რომელიც ასევე საბრძოლო საშუალებებითაა გამაგრებული. შიდა ტერიტორიაზე განლაგებულია საცხოვრებლები ბაზის პერსონალისათვის და ტყვია წამლისა და იარაღის საწყობები.
3)მთავარი ციტადელი-წარმოადგენს ციხის ყველაზე გამაგრებულ ადგილს, რომელიც 30მ-სიმაღლის კედლითაა დაცული. შიდა ეზოში განლაგებულია საძმოს სასახლე, რომლის სიმაღლე 200მ-ია.
საძმოს სასახლე
სასხლე შედგება უამრავი დიდი დარბაზისაგან. აქ არის საძმოს რაინდების საცხოვრბლები, სამჭედლო, აფთიაქარიუმი, ტექნიკური ბაზა და სხვა საჭირო დაწესებულებები. სასხლის მთავრი ნაწილია მაგისტრის დარბაზი სადაც ტარდება ბჭობა მაგისტრსა და ორდენის წევრებს შორის, ძირითად დროს საძმო სწორედ ამ დარბაზში ატარებს. დარბაზის კედლებზე ცოცხლდება საძმოს მთელი ისტორია. აქ არის პატარა ბბლიოთეკაც, რომელშიც ძირითადად სამხედრო ხელნაწერები და სამყაროს დეტალური რუკები ინახება.
რაინდული წესი
საძმოში რაინდის მიღება შემდეგნაირად ხება. მაგალითად 20 რეკრუტს შორის ჩატარდება რამდენიმე გამოცდა:იარღის მიზანში სროლა, ფსიქოლოგიური გამოცდა, ხელჩართული ბრძოლა, ტაქტიკური გამოცდა. ვინც ყველა საფეხურს დამაკმაყოფილებლად დაძლევს ისინი საძმოს რაინდები ხდებიან.
ცერემონია შემდეგნაირია იგი ცერემონია ტარდება ციხესიმაგრეში მდებარე სპეციალურ ტაძარში:
1)რეკრუტი შესასვლელიდან დგამს 20 ნაბიჯს მაგისტრამდე შემდეგ იჩოქებს მის წინ, ხრის თავს.
2)მაგისტრი მას მარცხენა მხარზე ადებს საძმოს ჰერალდიკას
3)რაინდი წარმოსთქვამს შემდეგ სიტყვებს „მზად ვარ ერთგულად ვემსახურო საძმოს, მზად ვარ ენერგიულად ვიბრძოლო ბოროტების წინაამღდეგ, მზად ვარ თავი გავწირო დიადი იმპერატორისათვის!
3)ამის შემდეგ რაინდი ფეხზე დგება და საძმოს წევრები ერთმად დაიქუხებენ „იმპერატორისათვის!’’(3-ჯერ)
ერთ დღეს შესაძლოა რამდენიმე რეკრუტიც ეკურთხოს რაინდად თუ ბარიერებს გადალახავს.
ფერები
ვარსკვლავური საძმოს რაინდები ატარებენ წითელ ჯავშნებს რომელიც შავი ორნამენტებითაა შემკული. განსხვავებულად აცვიათ მხოლოდ მაგისტრს: წითელი ჯავშანი, შავი ორნამენტებით, ხოლო ჩაფხუტი შემკულია სხვადასხვა ორნამენტებით, ასევე ჰერალდიკა მთლიანად არის ვერცხლის... და „ცენტურიონებს“ ასეულთა მეთაურებს, მათ აცვიათ მწვანე ფერის ჯავშნები. ექიმებს, ტექნო მედიკოსებს და სხვა პერსონალს კი თეთრი ჯავშნები.
ჯარის სტრუქტურა
კოდექსის თანახმად საძმოს რაინდთა რაოდენობა არ აღემატება 1000 რინდს. რაინდები იყოფიან 10 ასეულად-თითოში 100 კაცით. მათ თავში კაპიტანი დგას, ხოლო ათეულებს-ცენტურიონები. შენაერთები იყოფიან: საიერიშო, ტაქტიკურ და სადაზვერვო ერთეულებად. I ელიტურ დანაყოფში შედის 60 ტერმინატორი და 40 არტატესი.
ვარსკვლავური საძმოს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ლაშქრობა მისი ისტორიის მანძილზე
1)პლანეტა ერებრუსის ბრძოლა
ერებრუსის ბრძოლა იყო საძმოს პირველი ბრძოლა ქაოსის წინაამღდეგ, რომელიც გაიმართა მაგისტრ გილდეონის წინამძღოლობით 145M39 წელს. ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა 500 რაინდი და 30 ერთეული ჯავშანტექნიკა. პლანეტა ერებრუსზე ქაოსის ძალებმა მოიყარეს თავი. სწორედ ამ ძალის გასანადგურებლად გაიგზავნა ვარსკვლავური საძმო დავალებით. მტერი რამდენიმე მილიონს აღწევდა, მაგრამ გილდეონმა ჯერ პარტიზანული შეტევებით მორალურად გაანადგურა მტერი ხოლო შემდეგ ასიანის მთებთან გამართულ ბრძოლაში გააცამტვერა ქაოსის ძალები მათი მეთაურის აგიზმუნდასთან ერთად. ეს იყო პირველი უდიდესი გამარჯვება ქაოსზე.
2) ზარუნზე
ამ ბრძოლაში 500 საძმოსთან ერთად 400 ულტრამარინიც იბრძოდა. პლანეტა ზარუნზე ორკებთან საომრად გაემართა ორი ორდენი. საძმოს გილდეონი წინამძღოლობდა ხოლო ულტრამარინებს(აზრზე არ ვარ ). . 157M39 წელს პლანეტაზარუნზე გაიმართა მეორე დიდი ომი ქაოსის წინაამღდეგ. მოკავშირეებმა გააცამტვერეს მოწინაამღდეგე... მაგრამ... დახოცილებს შორის იწვა ლეგენდარული სტრატეგი გილდეონიც... საძმოსათვის ეს ყველაზე ტრაგიკული გამარჯვება იყო მის ისტორიაში...
3)პუსტინიის ბრძოლა
პუსტინიის ბრძოლა გაიმართა 678M39 წელს. 300 საძმოს რაინდს მაგისტრი ნადამუსი სარდლობდა. ორკებმა პლანეტა პუსტინია დაიბყრეს, რომელიც იმპერიუმს ეკუთვნოდა. ამ პლანეტასთან ყველაზე ახლოს იყო ობანი, ამიტომაც საქმეში ჩაერთო „ვარსკვლავური საძმო. მაგისტრი ნადამუსი სასწრაფოდ გაემართა პლანეტის გასათავისულფლებლად. ორკების ბელადი ზარდი სასტიკად დამარცხდა ქალაქ ნამარეას ნანგრევებღან გამართულ ბრძოლაში, იგი შეიბყრეს და ინკვიზიციას გადასცეს...
4)ადონირის ბრძოლა
889M39 წელს გართულდა სიტუაცია ობანის მახლობლად მდებარე პლანეტა ნიბიზიმზე, სადაც ქაოსის ძალებმა დაარბიეს პლანეტა. საქმეში ჩაერთო ვარსკვლავური საძმო. მაგისტრ ნერონის მეთაურობით 200 მა რაინდმა პირწმინდად გაანადგურა ქალაქ ალტარეას მიდამოებში მოდებული ქაოსის ბრბოები, ბრძოლაში ასევე მონაწილეობდა 20 ულტრამარინიც.
5)ასტეროას ბრძოლა
910M39 წელს არგუსს თავს დაესხა ტაუს ფედერაციის 200 რეკრუტი. საძმოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა მათ დსამარცხებლად. შებყრობილ იქნა ტაუს რეკრუტთა ასისთავი ტაუ’იანი, რომელიც შემდეგ მოკლულ იქნა მაგისტრ ნერონის ხელით. შეტევის შედეგად დაზიანდა ციხის ნაწილი და დაიღუპა 12 რაინდი.
''ვარსკვლავურის საძმო'' განახლებული ინფორმაცია
This post has been edited by ivery on 3 Mar 2013, 22:03