აჰა თუ წამოვიდა ნოველები მეც დავდებ ერთ ნაწყვეტს (ადრე დავწერე და შევინახე, ახლა დავდებ. ღამის მბრძანებელი წაიკითხეთ! ყველას გირჩევთ!) ეს გადმოსცემს მოჩვენებითი მეომრების ხასიათს, რათმაუნდა აქ მოქმედი პირი სასტიკი მრისხანების მანქანაა, ყველა ასეთები არ არის. ასე რომ ვთქვათ ეს არის დიაოხის სასტიკი ცხოვრების ცოცხალი მაგალითი
P.S. იოსეფი მომავალი პირველი კაპიტანია.
გუბერნატორის სასახლეში მომხდარი ინციდენტიდან მხოლოდ რამოდენიმე დღე იყო გასული რომ სიტუაცია საგრძნობლად დაიძაბა. ტარასის კულტები გაძლიერდნენ და არბიტრებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ, ქუჩებში ჭორები დადიოდა რომ ისევ ბანდებშორისი ომი იწყებოდა, მაგრამ ყველა გრძნობდა რომ უფრო საშიში უნდა მომხდარიყო. დღითი დღე არბიტრებს უფრო და უფრო უჭირდათ პანიკისა და ბოროტმოქმედებების ზღვასთან გამკლავება, რამოდენიმეჯერ ხალხის თვალწინ დამნაშავეებიც დასაჯენ, ისინი მართლა დამნაშავეები იყვნენ თუ არა არავის დაუწყია გარჩევა. იერარქიის მაღალ საფეხურებზე მდგომ ადამიანებსაც კი აწუხებდათ მდაბიოთა დასახლებებში დაწყებული შეტაკებები, თუმცა ტარასისითვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამ საქმეს არავინ დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა გუბერნატორი რომ არა, ამჯერად ის ყველასათვის გაურკვეველი მიზეზების გამო დიდი ყურადღებით მოეკიდა ამ საქმეს. ამბობდნენ რომ იმპერატორის ანგელოზებსაც კი დაუკავშირდაო, თუმცა არავის არ სჯეროდა რომ ეს ზეადამიანები მართლაც არსებობდნენ. არავის არასდროს უნდახავთ ისინი და მოსახლეობა ამას სერიოზულად არ აღითქვამდა, მაგრამ გამოდიოდა რამოდენიმე „გიჟი“ რომელიც იფიცებდა რომ თავისი თვალებით ენახა ისინი. ენახა როგორ დაფრინავდნენ ცეცხლოვან ფრთებზე და გიგანტური მანქანებით ქალაქებს ანადგურებდნენ.
იოსეფი მიტოვებულ შენობაში იდგა, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ სულაც არ იყო მიტოვებული. სულ რაღაც ერთი წუთის წინ სახლში ერთ-ერთი ბანდიტური იმპერიის სათვალთვალო პუნქტი მდებარეობდა. ასტარტესმა თავისი მსხვერპლები კედელტან მიაწყო და მოშორდა. უკვე ღამდებოდა, მან ეს შინაგანი საათით გაიგო, რადგან ქალაქის თავზე გადაჭიმული გამონაბოლქვის ღრუბელი მზეს ფარავდა. იოსეფმა თავისი ჯაჭვური ნაჯახი ქამარზე ჩამოიკიდა და ვოქსი ჩართო.
-პატაკი.-ბრძანა მან.
-ჩემთან არაფერია-მიმართა ძმა ამადისმა.
-აქ ყაჩაღები ოჯახებს ძარცვავენ, არაფერი სერიოზული.-ეს ბოხი ხმა სედრიკს ეკუთვნოდა.
-სიცარიელე.-სინანულით ამოიოხრა ულრიკმა, იოსეფს გაეღიმა მას მოსწონდა თავისი ძმის ბრძოლის წადილი.
-შენი პოზიციისკენ სამი შეიარაღებული ადამიანი მოდის იუსტიკარო.-გააფრთხილა ადრასტმა.
-მიღებულია.
იოსეფმა ჩაფხუტი მოიხადა და თავისი მუქი წაბლისფერი თვალებით ქუჩაში გაიხედა, უკვე ღამდებოდა. გაფუჭებული ფანრები სუსტად ანათებდნენ დანაგვიანებულ ქუჩას. ქალაქში საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს, ნებისმიერი ვინც ათი საათის შემდეგ სახლიდან გამოვიდოდა სამუდამოდ ორთლდებოდა. მოჩვენებამ თავისი ჩაფხუტი იქვე დამპალ მაგიდაზე დადო და ტყვეს მიუბრუნდა. ეს უკანასკნელი დაკუნთული მამაკაცი იყო ასე ოცდა თექვსმეტი წლისა, მაგრამ უფრო ხნიერად გამოიყურებოდა, სუფთად გაპარსული ტატუირებული თავი სისხლისგან და დაძაბულობისგან გაწითლებოდა, ძარღვები დაბერვოდა, თავის მწვანე თვალები აქეთ-იქეთ აცეცებდა. შუბლზე ამოსვირინგებულმა ხაზებმა იუსტიკარს ანიშნა რომ ამ კაცს ოცდაათამდე ადამიანი ყავდა მოკლული. მოჩვენებამ გაიღიმა. მან თავისი ბრონირებული ხელი ტყვეს ყბაში მოკიდა, ასტარტესის კიდურთან შედარებით მოკვდავის თავი საოცრად პატარა მოჩანდა. მოჩვენებამ დაბმული მამაკაცის თავი საშინლად დაგლეჯილი გვამებისკენ შეატრიალა.
-ხედავ?-იკითხა მან, მამაკაცმა თავი ოდნავ გაანძრია, ეს დასტური იყო.-თუ არ გინდა მათი ბედი გაიზიარო მითხარი სად არის ბორომი.
-არ ვიცი!-აქვითინდა ის, იოსეფს ეს აღიზიანებდა, ნარკოდილერი ბორომი ერთადერთი ადამიანი იყო რომელსაც შეეძლო ახლად ჩამოყალიბებული კულტისკენ მიეთითა. ადეპტუს არბიტრების მაგისტრმა ადამსმა მათ მთელი ინფორმაცია მიაწოდათ რაც კი არბიტრებს შეუგროვებიათ ამ ნარკოდილერისა და კულტის შესახებ, ბოლო თვეების განმავლობაში. ერეტიკოსები თავის თავს ‘რჩეულებს’ უწოდებდნენ, რა ბანალურია...
მოჩვენებამ ჯაჭვური ნაჯახი მოიხსნა და მამაკაცს საფეთქელთან მიადო, ცივი კბილანების შეხებისას მოკვდავი ათრთოლდა და მან ტირილი დაიწყო.
-ბოლოჯერ გეკითხები.-იოსეფის მოთმინებასაც ჰქონდა საზღვარი
-გთხოვთ...-დაიწყო ტყვემ, იუსტიკარს ეს სირტვა ტვინში ჩაუჯდა, მას ბევრჯერ თხოვდნენ გაჩერებულიყო.
-არ ვიცი!-ნაჯახი ამუშავდა, მოკვდავმა დაყვირებაც ვერ მოასწრო ისე მოკვდა. იოსეფს მოთმინების ფიალა აევსო.
ჩამტვრეული ფანჯრიდან მას ლაპარაკი მოესმა, მან სწრაფად სტაცა ხელი ჩაფხუტს და ბრძოლისთვის მოემზადა. სამი შეიარაღებული მამაკაცი შენობისკენ მიდიოდა, იმათმა არ იცოდნენ აქ ვინ იყო, საერთოდ არ ეშინოდათ მისი. მოჩვენება ახლად მოკლულის გვამს მოშორდა და წყვიადში დაიმალა. მას ეს კარგად გამოდიოდა. მოკვდავები ხმაურით მოაბიჯებდნენ, მათი ყოველი ნაბიჯი აღიზიანებდა იოსეფს, მათ უგნურებას კი მრისხანებამდე მიყავდა. ბანდიტებმა შენობაში შემოაბიჯეს და მოჩვენების თავშესაფრისკენ გავიდნენ, ფრთხილად აიარეს პირველი სართული. მეორე სართულზე დამხვდარმა ამბავმა ისინი გააოცა. ორი მათგანი მანამდე მოკვდნენ სანამ მათი ტვინები საშიშროებას აღითქვამდნენ, მესამე მუჭის კონტროლირებულმა დარტყმამ ძირს დააგდო, ბრონირებულმა ლანჩამ კი თავისგან სისხლისა და ძვლების ფაფა დაუტოვა.
იოსეფი შენობიდან გამოვიდა, ის ჩაბნელებულ ჩიხებს მიუყვებოდა, მოჩვენებებმა ქალაქი ხუთ ძირითად ნაწილად დაყვეს, თითოეულ მათგანში თითო მოჩვენება ეძებდა ნარკოდილერს, ჯერ უშედეგოდ.
This post has been edited by Erickson on 4 Mar 2013, 17:21